კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
ნათია უტიაშვილი
რას აკეთებს ყოველი თამაშის წინ კოკი თხილაიშვილი და რა სირთულეების გავლა მოუწია მას წლების განმავლობაში
ნათია უტიაშვილი
რატომ დარჩა წლების წინ მარტო, ყველას გარეშე ნინო ჩხეიძე და როგორ ჩაუდგა ის სათავეში ყველა საქმეს
ნონა დათეშიძე
როგორ გახდა ანანო ვეკუა სამხრეთ აფრიკის მსხვილ კორპორაციაში წამყვანი მეღვინე და რატომ არ დადის ის აფრიკის ქუჩებში მარტო
ქეთი კაპანაძე
როგორ ემზადება ლაშა ჯოხაძე კესარია აბრამიძის ტრანსგენდერების სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის და რატომ დაკარგა მან ქალების ნდობა
ხათუნა კორთხონჯია
რატომ ემუქრება რვაბალიანი მიწისძვრები თბილისს და რატომ არ არის არცერთი შენობა სეისმურად მდგრადი
ნათია უტიაშვილი
რა ზღაპრული თავგადასავალი გადახდათ ამერიკაში ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილებს, რა არის გოგიჩასთვის მტკივნეული და შვილებთან დაკავშირებული რა ოცნებები ვერ აისრულა მან
ნონა დათეშიძე
რატომ ელოდება ქარიშხლის ამოვარდნას ქეთი ორჯონიკიძე და რატომ არ იხედება ის მეგობრების საძინებელში
დიზაინერი მარინა ხორავა ძალიან კარგად გამოიყურება, მშვენიერ ფორმაშია. რაც მთავარია, მარინა მიეკუთვნება ნიჭიერი და ძლიერი ქალბატონების რიცხვს. მას სამი მამაკაცის, მეუღლისა და ორი ვაჟის გარემოცვაში უწევს ცხოვრება და მათ წარმატებაზე, მათ კომფორტზე ერთდროულად ზრუნავს. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი დედაა, ასევე, ძალიან კარგი მეუღლე და მეგობარია, რომელიც ნიჭიერ, წარმატებულ მეუღლეს, ზვიად ციკოლიას მუდმივად უდგას გვერდში. მარინა ხორავა: შეიძლება, ვანგრევ სტერეოტიპს და რეალობას, რასაც დიეტომანია ჰქვია. მე კი არ მინდა, რომ დავანგრიო, უბრალოდ, ასე გამოდის. დიეტაზე არ ვყოფილვარ, არც სპორტდარბაზში მივლია. ცურვა ჩემი სტიქიაა და საცურაო აუზზეც არ დავდივარ. უბრალოდ, ვცდილობ, ყოველდღე ვიარო ფეხით, მინიმუმ, ერთი საათი მაინც. ზოგჯერ, 5 საათიც მივლია. სახლში 3 კაცი მყავს, უკვე, კატის ჩათვლით – ოთხი. დავაბინავებ ყველას და შემდეგ გავდივარ: ერთ საათში დავბრუნდები თუ ექვსში, ეს უკვე ჩემი საქმეა. – არ რეკავენ? – ჩემი ქმარი რეკავს. ხუთ წუთში რომ ცხრაჯერ უნდა დარეკოს, ეს უკვე ჩვევაში აქვს. აგვისტოდან დავიწყე სიარული. ბევრი მქონდა მომატებული და უკვე 20 კილოგრამი დავიკელი. კიდევ ვაპირებ დაკლებას. ათვლის წერტილად ერთი ჯინსი მაქვს, შემიძლია დღესაც ჩავიცვა, მაგრამ მინდა ისე ჩავიცვა, რომ მიხდებოდეს. ამას სიარულით ვახერხებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, სახლში რომ მოვალ, ხაჭაპურებით ვიქეიფებ. თუმცა, როცა საქეიფოდ მივდივარ, გემრიელ ქართულ სუფრაზე უარს არ ვამბობ. უბრალოდ, შაქარი გადავაგდე, ვიპოვე ისეთი ტკბილეულობები, რომლებიც ფრუქტოზაზე მზადდება და იმით შევცვალე. ჩარჩო არ არის ჩემი რეალობა, უფრო ცუდად ვხდები. ამიტომ ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე დავიკელი წონაში. – როგორი იყო შენი სამი მამაკაცის შეფასება? – ძალიან უხარიათ. უპირველეს ყოვლისა, უფროსმა მამაკაცმა შეამჩნია და ძალიან ბედნიერია. თუმცა არასდროს უთქვამს: რატომ გასუქდიო. მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, მოვიმატე, რადგან მუდმივად ძალიან გამხდარი ვიყავი. თავიდან ზვიკო რომ გავიცანი, ისეთი გამხდარი იყო, გამჭვირვალე მეგონა, მის იქითაც ვხედავდი, რა ხდებოდა. ცოლის ხელი ხომ უნდა დაეტყოს-მეთქი და დაეტყო კიდეც. მარტო მიყვარს სიარული, როცა მინდა – გავჩერდები, როცა მინდა – მაღაზიაში შევალ. ზვიკოსთან ერთად ამას ვერ გავაკეთებ, ვერ აიტანს, გაგიჟდება. თუმცა, საღამოობით ხშირად დავდივართ ერთად. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი გოგონებიც ამყვნენ: მარინა, შენთან ერთად ვართო. – შენი მეუღლე, ზვიადი, უნიჭიერესი ადამიანია, შემოქმედი, წარმატებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ მას შენი გვერდში დგომაც ძალიან ბევრ რამეში დაეხმარა. – ყველა ნორმალური ფსიქიკის ადამიანს უნდა, მისი ოჯახი წარმატებული, გამარჯვებული იყოს. ზვიკოს რომ გავყევი ცოლად, თავიდანვე ვიცოდი ნიჭიერ ადამიანს მივყვებოდი. არ ვიყავი იმ ასაკში, რომ მხოლოდ ემოციებს ავყოლოდი, ასეთი 20 წლის ასაკშიც არ ვყოფილვარ. თუმცა, ზვიკოს ემოციებით გავყევი, თან ისეთი ტიპია, რომც არ გინდოდეს, თავს მოგაწონებს, თან, ძალიან მიზანდასახულია. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ არჩევანი ზვიკოზე გავაკეთე. ზვიკო ყველაზე პატარა იყო. ყველას გაუკვირდა: რატომ ეს პატარა ბიჭი. გარდა იმისა, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა, მოგვეწონა, ჩემი შვილების გენეტიკაზეც ვიფიქრე: ალბათ, ლამაზები იქნებიან, ლამაზი თვალები ექნებათ, ნიჭიერები, წესიერები... გაამართლა ამ ყველაფერმა. მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემი შვილები წესიერები არიან და ამაში ბევრი შრომა ჩავდე. მთელ ჩემს მიღწევებს მოუწია თაროზე შემოდება, თან, წლობით. მაშინ აკრეფილი ტემპი დღესაც ინერციით გამომყვა. ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი უმოძრაობა მაგიჟებს და სანამ გავგიჟდები, უნდა ავმოძრავდე. სამზარეულოს არ გავუსუქებივარ, ჩაჯდომამ, ფილმების ყურებამ გამასუქა. ჩემი სტუდიაც მქონდა, მაგრამ იქაც მანქანით მივდიოდი და მოვდიოდი. ახლა მანქანის თემა გამორიცხულია, თუ მთვარეზე არ მომიწია გაფრენა. ალბათ, ჩემი ქმარი გამოიგონებს რაღაცას და მთვარეზეც ავფრინდებით. – როგორც ვიცი, ის ადამიანი ხარ, ვისაც ზვიადი თავის ახალ წამოწყებებს აცნობს. – ორივე ერთი პროფესიის ადამიანები ვართ და ვიცი წარმატების გემო, შრომის ფასი, ნერვების თემაც ჩემთვის ნაცნობია. არანაირად არ ვარ ეგოისტი, პირიქით, ზვიკოს პიარით ვარ დაკავებული, გვერდით დავუდექი. თუმცა, მან თავისი ნიჭით მიაღწია ყველაფერს. უბრალოდ, მე ცოლური კომპლექსები არ მქონია: სად არის ფული, მე მინდა ეს, მე მინდა ის... სიტყვა „მინდა“ ჩემს ლექსიკონში არ არის. ცოლური პოზიცია მის საქმესთან არასდროს მქონია და ბევრს უთქვამს: ცოლში როგორ გაგიმართლაო. – ზვიადი ამას ხმამაღლა აღიარებს? – სახლში ამას დიდად არ ვეკითხები და არც ვსაუბრობთ. მახსოვს, სტუმარად იყო ერთ-ერთ გადაცემაში და წამყვანმა ჰკითხრა: ვინ არის შენთვის მარინაო. უპასუხა: რომ იცი, სადღაც, რაღაც ყუთში დევს კვერცხი, იმაში კი – სულის გასაღები, რომელსაც ვინმე თუ მოიპარავს, მოკვდები – აი, ეს არის ჩემთვის მარინაო. მე ვუსმენდი, ცოტა პირიც დავაღე და გვირგვინიც დავიდგი: ეს რა მნიშვნელოვანი როლი მქონია-მეთქი. – მართალია, როდესაც ამბობენ, კაცი მაინც პატარა ბავშვად რჩება და მუდმივად ზრუნვა, მოვლა სჭირდებაო. – მამაკაცი ბავშვია ურთიერთობებში, თუმცა საქმეში შეიძლება მარსზე დაჯდეს. ქალი, პირიქით, პირად ურთიერთობაშია ასეთი. კაცი რომ თავისი ტვინით ძლიერია, დიდად ვაფასებ და არ მიყვარს, როცა ამას არ აღიარებს ქალი. ასეთ დროს ამ ქალის ფსიქიკაში ეჭვი მეპარება. ჩვენ უნდა ვიყოთ კაცის დონეზე! რატომ უნდა ვიყოთ კაცის დონეზე, მაშინ, შენი ქალურობა რაში გამოიხატება? აბა, აკეთე ის, რასაც კაცები აკეთებენ – კაცური საქმე. ვფიქრობ, რომ ეს უფრო დაჩაგრული ქალების პოზიციაა, რომლებიც ბოროტდებიან და სიკეთესაც, ბოროტებასაც იმ კაცს ერთ ქვაბში უხარშავენ. ქალი ვარ და მინდა, ჩემზე ძლიერი მამაკაცის გვერდით ვიჯდე. – რა იგულისხმება ჩემზე ძლიერ მამაკაცში? – უკაცოდ არაფერი შეგვიძლია, ისევე, როგორც კაცებს არ შეუძლიათ არაფერი ქალის გარეშე. არც ასეთი კაცის მჯერა და არც ისეთი ქალის, რომელიც ამას არ აღიარებს. მე მომწონს ჩემზე ძლიერი კაცი და არ მომწონს კაცზე ძლიერი ქალი. „მამალი ქალიაო“, რომ ამბობენ, ეს არ არის ჩემთვის მისაღები ქალი. თუმცა, არც მერლინ მონრო არ უნდა იყო. შენს ქალურობას არ უნდა გადაუსვა ხაზი. შენ კაცისთვის ხარ გაჩენილი და კაცი რატომ გინდა რომ იყო? რათ გინდა კაცთან ჭიდაობა. კაცმა შენ გვერდით უნდა იგრძნოს თავისი სიძლიერე. მე მომწონს, როცა კაცი ჩემ გვერდით გრძნობს, რომ ჩემზე ძლიერია და ვცდილობ, ხელი შევუწყო – ხშირად კოჭს ვუგორებ ხოლმე, ფორას ვაძლევ... შეიძლება, ეს ვინმესთვის მიუღებელია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ქალი, რომელიც კაცობს. დაჩაგრული ქალის პოზიცია ვერ იქნება ობიექტური. მაგრამ არის მეორე მომენტი: არ უნდა დაჩაგროს კაცმა ქალი, თუმცა, ესეც ქალის ბრალია. იცი, რატომ, ბოროტმოქმედ კაცს ზრდის ქალი, დედა და ის ქალია უკვე ბორტმოქმედი. დასაწყისში ყველა კარგია. რატომ ხდება ისე, რომ საყვარელთან უფრო კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე მეუღლეებთან. იმიტომ რომ ერთსაათიანი ურთიერთობა სხვაა, ყოველდღიური კი, სულ სხვა ფენომენია. თუ ამას გაუძლებ, მაშინ დგახარ ფეხზე. კაცი უნდა დააფასო, როგორც კაცი, თუ ის არ გაფასებს, როგორც ქალს – ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ მაინც, დედიდან, ქალიდან იწყება ეს ყველაფერი. შეიძლება, კარგი ქალი, მაგრამ ქმარი ურტყამდა და ამას ხედავდა შვილი, ამ გარემოში იზრდებოდა. მაინც დედასთან მივდივართ – ქალმა გაზარდა ის დამრტყმელი კაციც. ურთიერთობებში არის ხოლმე ხელის შეხებაც და ამის გამო არ ინგრევა ოჯახები. – და ეს უნდა აიტანოს ქალმა? – თუ ცემა-ტყეპას პერმანენტული ხასიათი აქვს, ეს იგი, არ უყვარხარ იმ ადამიანს. მაგრამ გამოიწია – ეს უფრო ინსტინქტის დონეზე ხდება და პატიობ. მე ვფიქრობ, ოჯახი შეხების გამო კი არა, უფრო ღალატის გამო ინგრევა. ვერ გავუგეთ ერთმანეთს – ეს სუფთა „ფუქსავატიზმია“. თუ შვილები გყავს, კეთილი ინებე და გაუგეთ ერთმანეთს, აკეთე ისე, რომ იმანაც გაგიგოს. მე და ზვიკო აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპები ვართ, ხშირად ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ვცდილობთ, ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ. არ არსებობს ოჯახი, სადაც გაუგებრობა არ არის, უბრალოდ, ეს რაღაც ზღვარამდე უნდა დაიყვანო. აგრესია მიჩნდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც გამოგექაჩება, მაგრამ ღალატის გამო, უფრო დაანგრევ ოჯახს. შეიძლება, გადასარევად გექცეოდეს, მაგრამ გაიგო, რომ დაძრწის სადღაც. – ზოგი ქალი ამბობს, რომ მთავარია, მე არ გავიგო, რომ მღალატობსო. შენ რას ფიქრობ ამაზე? – სირაქლემა ჩემი საყვარელი ფრინველი არ არის. ასეთ დროს უფრო გავიქცეოდი, ვიდრე სირაქლემასავით თავს ჩავყოფდი ქვიშაში. არანაირად არ მიყვარს მოტყუებულ მდგომარეობაში ყოფნა. ღალატი ჩემთვის მიუღებელი და უპატიებელი თემაა ნებისმიერ ასაკში. შემიძლია, ამ დროს გილიოტინაზე ავიყვანო ადამიანი. სიყვარული სულ სხვაა: შეიძლება, სხვა ადამიანი შეგიყვარდეს, მაშინ უნდა გაითავისუფლო თავი, თუნდაც შენ სასარგებლოდ. ცხოვრება მოკლეა და იყავი იმასთან, ვინც გიყვარს. მაგრამ კაცის ბუნება ეგოისტურია: ისიც უნდა და ისიც, მაგრამ უფრო მეტად არ უნდა, რომ მის ყოფილ ცოლს ვინმე შეეხოს. და მერე ხდება საშინელებები. ეს უარესია. კაცი ბოლომდე, მაინც, ბავშვად რჩება. - როდესმე გქონია ეჭვიანობის მომენტი? - მე ადამიანს ან ვენდობი, ან არ ვენდობი. მთელმა მსოფლიომ რომ მითხრას: ეს არის ქურდი, ბოროტმოქმედი... თუ ვენდობი, მსოფლიოს არ ვუსმენ. – ზვიადისგან გიგრძნია ეჭვიანობა? – როგორც კაცი, მესაკუთრეა. ზვიკო კი არ არის ეჭვიანი, თავის კაცობა უშლის ხელს, რომ მესაკუთრე არ იყოს. თავისი კაცური ბუნებით არის ასეთი. საეჭვიანო არაფერი აქვს. უცხოეთში, გამოფენებზე რომ მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები, დიზაინის სფეროდან და კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ, რა თქმა უნდა, „დასტოინად“ იქცეოდა, იცის, რომ ეს ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. ერთხელ გასაგებად ვუთხარი: შენთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვინ ეპრანჭება შენს ცოლს, არამედ ვის ეპრანჭება ის. ჩემთვისაც ეს არის მნიშვნელოვანი. სიმპათიური კაცი ხარ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი გეპრანჭება, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენ გაეპრანჭები თუ არა. იქაც მივაყოლე: ოდესმე თუ მოგინდება, გაპრანჭვა, სხვაგან ყოფნა, აუცილებლად ჩამაყენე საქმის კურსში, რომ ჩვენ ვიყოთ მეგობრები. ჩემი მტრობა არ არის სასიამოვნო. ღალატს ვერ ვპატიობ, არ მიყვარს და არ მსიამოვნებს. საქმეში მაქვს ეს გამოცდილება, ამას ვგრძნობდი კიდეც და არ არის სასიამოვნო. – დღემდე ეპრანჭებით ერთმანეთს? – დღემდე ვეპრანჭებით ერთმანეთს. ახალი მანქანა რომ ვიყიდეთ, გაპრანჭვები მაშინ უნდა გენახა: როგორ მეპრანჭებოდა ჩემი ქმარი. როგორ მელოდებოდა ხოლმე შეყვარებულივით, მანქანაზე მიწოლილი. მე ჯერ საკუთარ თავს ვეპრანჭები და მერე, რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, ვისთანაც ვწევარ. წლები რომ გადის, რაღაცები სუსტდება, მაგრამ გაპრანჭვა ჩვენს ურთიერთობაში – არა. ნათია უტიაშვილი
რა დროს შეუძლია მარინა ხორავას ადამიანის გილიოტინაზე აყვანა და რა სტერეოტიპებსა და რეალობას არღვევს ის
ნონა დათეშიძე
რატომ აკონტროლებს ორსულ თათა ჯაშს ქმარი და რატომ არ ოცნებობდა ის ასეთ მეორე ნახევარზე
ხათუნა კორთხონჯია
როგორ უთავსებს მერიკო კობერიძე ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში მუშაობას ტაქსის მძღოლობას და რატომ იყო ის წასული სვანეთში საცხოვრებლად