კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის „ვერ იტანენ“ ერთმანეთს დედა-შვილი მაყაშვილები

მსახიობი თამრიკო მაყაშვილი თქვენთვის ალბათ, უფრო ეკრანიდან არის ცნობილი – ქართული სერიალიდან „წვრილვარსკვლავთა ღამე”, სადაც ის დათო დვალიშვილთან და გოგა პიპინაშვილთან ერთად თამაშობს. დღეს კი მას უფრო სხვა კუთხით გაიცნობთ, ვინც არ იცით, ქალბატონი თამრიკო სასაცილო ანჩოს როლის შემსრულებლის – რუსკა მაყაშვილის დედაა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. ჰგავს თუ არა დედა-შვილი ერთმანეთს, რა ხდება მათ სახლში, შემოქმედებასა თუ პირად ცხოვრებაში, ამაზე თვითონ თამრიკო გიამბობთ.

– თამრიკო, როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როცა თქვენი გოგონების ასაკში იყავით?

– მეც მათსავით წარმატებული ვიყავი. ჩვენი პედაგოგი მუსიკალური კომედიის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და მეც ავტომატურად ვიყავი ჩართული სპექტაკლებში, მიუხედავად იმისა, რომ დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და არა მუსიკალური კომედიის, მგონი, კონსერვატორიაში არ ჰქონდათ სტუდენტებს ისეთი დიდი ბედნიერების განცდა, რაც მე მუსიკალური კომედიის თეატრში გავიარე. შემდეგ „თეატრალური სარდაფი“ გაიხსნა და იქ გადავედი, პარალელურად „მეტეხის თეატრში” სანდრო მრევლიშვილთან ვმუშაობდი. ვითამაშე სერიალში „წვრილვარსკვლავთა ღამე” და ბევრგან ვიყავი დაკავებული. ამათ ტუზი დაეცათ, რომ რუსთაველის თეატრში მოხვდნენ. რაც შეეხება ჩემს ხასიათსა და მოქმედებებს, ზუსტად იგივე ვარ, რაც ადრე ვიყავი. ამას წინათ თანაკურსელები შევიკრიბეთ და მითხრეს, ზუსტად ისეთივე გადარეული ხარო. ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევიცვალო. თუმცა, მთლად ასეც არ არის, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. მაგრამ, როცა შენ გინდა, რომ ასეთი დამინახო, დამინახავ. მაშინ სულ არ მოვალ შენთან. იმ ადამიანს უნდა, ისეთ თამრიკო მაყაშვილს უყუროს, სულ რომ მღერის, ცეკვავს, ხუმრობს და იცინის. ამიტომ, გოგონებიც, ავტომატურად, ასეთ გარემოში გაიზარდნენ. გვერდიდან ერთი წუთით არ მომიცილებია ჩემი შვილები – თეატრში, გასტროლებზე, ყველგან ერთად ვიყავით. პატარები რომ იყვნენ, მაშინაც დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, მაგრამ, არც ერთ კონცერტსა და პრემიერას არ ტოვებდნენ. ვგიჟდები, როცა ამბობენ, ისეთი დაკავებული ვარ, ვერაფერს ვახერხებო. პირიქით, რაც უფრო დაკავებული ხარ, მით უფრო ახერხებ, იმიტომ, რომ უკვე დილიდან ხარ მომართული – იქ წადი, აქ წადი...

– როგორები არიან დედის თვალით დანახული დები – რუსკა და ნინუცა მაყაშვილები?

– ნინუცას უფრო მსუბუქი ხასიათი აქვს, რუსო დარბაისელი გოგოა, ზუსტად იცის, რა უნდა, როგორ უნდა. პატარები რომ იყვნენ, ფიზიკურად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, „ანა-ბანას“ ეძახდნენ. „წვრილვარსკვლავთა ღამეში” ერთ ეპიზოდში გადაიღეს ორივე და იმდენად ჰგავდნენ, შეეშალათ და თავიდან გადაამონტაჟეს. ბოლოსღა მიხვდნენ. რუსო ქორეოგრაფიულში დამყავდა, ბალეტზე, მაგრამ, ვინც იცის, დამეთანხმება, იქ სწავლა როგორი წამებაა. თან, მისგან რომ ბალერინა არ გამოვიდოდა, თავიდანვე ვიცოდით ყველამ, თუმცა, შეეძლო, სახასიათო ცეკვის ხაზით მაინც წასულიყო. მაგრამ, არა, არ იყო ეს მისი საქმე. ნინუცას ძალიან კარგი მახსოვრობა და ენებისადმი მიდრეკილება აქვს, მაგრამ უცხო ენებზე არ ჩააბარა. მაგას ყოველთვის მოვასწრებო. მერე იმდენად ამოვარდა იმ პერიოდიდან, რომ ისევ არასწორი ნაბიჯები გადადგა. აი, რუსო მაგას არ გააკეთებდა. ის აბსოლუტურად სწორად, მიზანდასახულად აკეთებს ყველაფერს. ამ შემთხვევაში ნინუცა მე მგავს – მეც, შეიძლება, უცებ, ხელის ერთი მოსმით დავკარგო ყველაფერი.

– რა დაკარგეთ?

– თავის დროზე ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი, კარგ შემოთავაზებებზე. რომ დავფიქრებულვარ, მინანია, როგორ არა, მაგრამ იმ მომენტში ამაზე არ ვფიქრობდი. სულ გგონია, რომ ეს ისედაც იქნება და, ამ დროს, რაღაც მომენტს კარგავ.

– ეს თქვენს პირად ცხოვრებასაც ეხება?

– პირად ცხოვრებას აწყობ შენ თვითონ. „გამიმართლა-არ გამიმართლა“ – ასე არასდროს არ უნდა იმსჯელო. იმ დღეს „ყოფილი ცოლების კლუბის” ანონსს ვუსმენდი – მოდით და ვისაუბროთ, ჩვენ დაგეხმარებითო. მაგიჟებს ასეთი მენტალიტეტი. ვისთან და რაზე უნდა ვისაუბრო? იმაზე, რაც თვითონ გავაფუჭე? ან, რატომ? ბოლოს და ბოლოს, თუ ასე ძალიან მინდა, ვიღაცას გული გადავუშალო, თქვენთან მოვალ. რა, წარსულ ცხოვრებას დამიბრუნებს, რაც მქონდა თუ რას იზამს?! თუ ადამიანს არ ვუნდივარ, არ ვუნდივარ და მორჩა. შეიძლება, ძალით რამე გააკეთო?! კი, იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი სიყვარული, მაგრამ, მორჩა, წავიდა. გავიდა პერიოდი და გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელთანაც დღეს გადასარევად ვარ. გვყავს არაჩვეულებრივი შვილი, ელიზბარი, რომელიც მარტში ოთხი წლის გახდება. ამიტომ, პირად ცხოვრებას რაც შეეხება, არაფერი მინანია.

– გოგოებმა როგორ მიიღეს მამინაცვალი?

– ნინუცამაც, რუსომაც და ოჯახში ყველამ, გადასარევად მიიღეს. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი მათგან ასეთ რეაქციას, რადგან, თვითონ მქონდა შოკი, რომ ყოველმხრივ ამხელა განსხვავება იყო ჩვენ შორის. გია, ჩემგან განსხვავებით, არაჩვეულებრივი ადამიანია, რბილი, წყნარი და ამიტომ ყველა გიჟდება მასზე. რაღაცის გამო არაფერი კეთდება.

– ამბობენ, ის პირველი მაინც სულ ახსოვთო. შეუძლებელია, თქვენშიც გამქრალიყო ის გრძნობა, რაც ოდესღაც თქვენი შვილების მამასთან გაკავშირებდათ.

– იცი, რა არის, ჩემო კარგო? ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ 18 წლისაც ისე აზროვნებ, როგორც 40 წლის. პარალელს ნამდვილად ვერ გავავლებ, ახლოსაც ვერ დავაყენებ მეორე შემთხვევასთან. იმას თავისი დრო ჰქონდა და ყველაფერი გადასარევი იყო, ამას კი თავისი დადებითი აქვს. ამიტომ, არანაირად არ მახსენდება, რაც წარსულში იყო. ბავშვებს რაც შეეხება, პატარები იყვნენ, როცა მე და მათი მამა დავშორდით და არანაირად არ განუცდიათ. მამასთან კონტაქტი ჰქონდათ – მოდიოდა, ბავშვები სასეირნოდ მიჰყავდა, მოჰყავდა. მერე თვითონ შეწყვიტა ეს კონტაქტი. გოგონები რომ წამოიზარდნენ, რაღაცეები მოხდა და მერე თვითონ გასცეს კითხვებს პასუხები. მე ყოველთვის ჩემი ოჯახი მედგა გვერდში. ჩემი ძმა დღემდე ჩემ გვერდითაა – გვაცმევს, გვახურებს, გვაჭმევს. ნინუცა და რუსო მისი გაზრდილები არიან.

– რა ვერ განახორციელეთ საკუთარ თავთან მიმართებაში? წეღან თქვით, ბევრ კარგ შემოთავაზებაზე ვთქვი უარიო. რაზე თქვით უარი?

– ძალიან კარგად ვმღეროდი და, როდესაც რუსული რომანსის საღამოში მონაწილეობა შემომთავაზეს რესტორანში, უარის თქმა მომიწია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ იყო იმ პერიოდში პრესტიჟული, თან, ჩემებმაც მითხრეს – როგორ, რესტორანში დადგები და იმღერებო?! ეს ჩემი ოჯახისთვის სრული შოკი იყო. მომღერალი არ ვიქნებოდი, მაგრამ, ერთხელ, მოისმინეს ჩემი სიმღერა, მოეწონათ და შემომთავაზეს. გავიდა დრო და ისეთი ადამიანები ვნახე რესტორნის სცენაზე, გაოცებას ვერ ვმალავდი. ახლა უკვე გვიანია – აღარც ვმღერი და აღარც ხმა მაქვს.

– რა ხდება მაყაშვილების ოჯახში, როგორები ხართ ეკრანს მიღმა?

– ჩვენს სახლში არის სულ ყვირილი და წივილი. ვინც არ იცის, სინამდვილეში რა ხდება, იფიქრებს, მაყაშვილებში მაგარი ჩხუბია, ერთმანეთს ვერ იტანენო. აბსოლუტურად ყველა ხმამაღლა ვსაუბრობთ, სხვანაირი ტონი გვაქვს. მე მოვედი სახლში, რაღაცას ვქაქანებ, ის იქით ქაქანებს. იმ დღეს რუსო გაფსიხდა – მოვედი, რომ დავისვენო და თქვენ ნერვებს მიშლითო. სახლში არიან: დედაჩემი, რუსო, ნინუცა და მისი პატარა – ნოდარიკო. მეც, იქვე, ვაჟაზე ვცხოვრობ, მაგრამ, ჩამოვდივარ და მთელი დღე მათთან ვარ – დედაჩემს ხომ უნდა ყურადღება! ნინუცას რომ ეტყვი, წადი, პური მოიტანეო, მაშინვე ჩაირბენს, რუსო კი არაფრის დიდებით არ წავა, ეზარება. ხომ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია და, არიან ადამიანები, ვისაც არ შეუძლია. რუსო არის კატეგორია, რომელსაც მაღაზიაში, ბაზარში სიარული არ შეუძლია, არ იცის, რა უნდა მოიტანოს. ბავშვობაში დედაჩემმა თხუთმეტი ლარი მისცა და რაღაცის ყიდვა დაავალა. როგორც თქვენ მოიტანეთ, ისე მოიტანა იმანაც – გზაში დაკარგა. სულ ფულს კარგავს: შევა რაღაცის საყიდლად, გახსნის ჩანთას, იქექება, იქექება და – ფული არ აქვს. სადღაც დაფრინავს. ადრე რაზე ვიცინოდით, იცი? სადმე რომ მივდიოდით ერთად, უცებ, ბრახ! – და ეცემოდა. რა იყო, ბექა ხარ ქავთარაძე-მეთქი. იმანაც ასე იცის: დგას და, უცებ – დაეცემა.

– რა აზრის ხართ რუსკას პირად ცხოვრებაზე?

– გადასარევად აქვს აწყობილი პირადი ცხოვრება. გიორგი მშვენიერი ბიჭია, დარბაისელი, მშვიდი, ზრდილობიანი. რუსკა არ არის ადვილად ასატანი. ჯერ ერთი, არანორმალური გრაფიკი აქვს, სულ გასულია სახლიდან და სულ გადაღლილი მოდის. თუ დაქორწინებას გადაწყვეტენ, ყველას გაგვიხარდება. რუსო არ არის ის გოგო, დაუფიქრებლად გააკეთოს რამე. ამიტომ, თავიდან ბოლომდე ვენდობი, რაც არ მოხდა ნინუცასთან მიმართებაში. იყო ხვეწნა-მუდარა, მუხლებზე დაჩოქება: შენი ჭირიმე, ოღონდ რამე სისულელე არ გააკეთოო და მაინც გააკეთა. მერე კი მალევე მობრუნდა და სახლში დაჯდა.

– როცა შვილები ვერ იწყობენ საქმეს სწავლაში, სამსახურში, პირად ცხოვრებაში, მშობლები თავს იდანაშაულებენ ხოლმე თავს, რომ იქნებ, რაღაც დავაკელიო. თქვენ თუ გიფიქრიათ ასე?

– ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შვილებს რამე დავაკელი, აქ მხოლოდ მატერიალურზე არ მაქვს ლაპარაკი. არ მოჰკლებიათ სულიერი აღზრდა, კითხვა, სწავლა, დასვენება, სამეგობრო წრე, მაგრამ, ამავდროულად, საკმაოდ მკაცრად ვზრდიდი. მე და ჩემი ძმაც თავის დროზე ასე გავიზარდეთ – სულ რეჟიმში ვიყავით.


скачать dle 11.3