კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშიში სიმპტომები


ქალის მთავარი ღირსებაა ერთმანეთს შეუთავსოს საზოგადოებრივი საქმიანობა, ოჯახზე, შვილებზე ზრუნვა და თან სულ ფორმაში იყოს. ძალიან ბევრი ქალბატონისთვის ეს სულაც არ არის ძნელი. თუმცა, როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ, ზომიერება ამ შემთხვევაშიც საჭირო ყოფილა. თუ მუდმივად უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით და ამას უკვე აშკარად გამოხატული სახე აქვს, ერთი ნაბიჯი დეპრესიისკენ გადადგმული გაქვთ. საშიში სიმპტომების სია ასეთია:

* რეცხავთ და აუთოებთ ყველაფერს. არ კმაყოფილდებით სარეცხი მანქანის „ნამუშევრით“ და თქვენც აქტიურად „ეხმარებით“ მას სხვადასხვა მეთოდებით;

* სახლიდან იქამდე არ გადიხართ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი კოლგოტის ფერი ჰარმონიულად ერწყმის ხელჩანთის ფერს;

* თუ ბავშვს წვნიანის ან ჩაის ერთი წვეთი მაინც ტანსაცმელზე ჩამოეღვარა, საშინელ აყალ-მაყალს ტეხთ;

* მიგაჩნიათ, რომ ქმართან იდეალური ურთიერთობა იმას ნიშნავს, თუ მას დილაობით თქვენთვის პირდაპირ საწოლში მოაქვს ყავა;

* მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ სამუშაო საათებში მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოთი უნდა იყოთ დაკავებული. ინტერნეტი და სოციალური საიტები მხოლოდ უსაქმურთა გასართობია;

* აბსოლუტურად ყველაფერს წინასწარ გეგმავთ. შემთხვევით სტუმრად მოსული მეგობარი ან ნაცნობი პანიკაში გაგდებთ, იმიტომ რომ ვერ მოასწარით, სახლში იდეალური წესრიგი გქონოდათ. ამის გამო განწყობა ისე გიფუჭდებათ, რომ გაღიმება გიჭირთ.

P. S. კარგია, როცა ქალი ცდილობს, ყველაფერი იდეალურ წესრიგში ჰქონდეს. ქმარიც განსაკუთრებულად მოვლილი ჰყავდეს და მისი შვილებიც სამეფო კარის დიდგვაროვნებივით იცავდნენ ქცევის წესებს, მაგრამ გახსოვდეთ, იდეალური ამქვეყნად არაფერია. ნაკლს ყველგან აღმოაჩენ. ამიტომ, ნუ ეცდებით, ცხოვრება არაფრისმაქნისი წვრილმანებით გაიმწაროთ.


скачать dle 11.3