კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამხრეთ სანაპიროს დიეტა



მესამე ფაზა: დიეტა – თქვენი ცხოვრების წესი



ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, ჩვენ მიერ შემოთავაზებული კვების რეჟიმი ცხოვრების წესად აქციოთ. ეს რომ გაგიადვილდეთ, გთავაზობთ 8 მარტივ რჩევას, რომელთაგან თითოეული იწყება სიტყვით – „არ“. თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ორგანიზმი დამჯერი ბავშვივით დაგემორჩილებათ და სიმსუქნის პრობლემა არასოდეს შეგაწუხებთ:

1. არ დანაყრდეთ,

2. არ გამოტოვოთ საუზმე,

3. არ დატვირთოთ თქვენი რაციონი ცხიმებითა და ნახშირწყლებით,

4. არ ჭამოთ კონსერვები და ნახევარფაბრიკატები,

5. არ მიირთვათ ღამით,

6. არ მიაყოლოთ საკვებს წყალი,

7. არ გადაყლაპოთ ლუკმა, სანამ კარგად არ დაღეჭავთ,

8. არ ჩართოთ თქვენს რეჟიმში შუალედური პროდუქტები ძირითადი კვებიდან 2-3 საათზე ადრე.

S-დიეტის „პლუსები“ და „მინუსები“

პლუსები:

ადვილი შესასრულებელია; არ იწვევს სისუსტეს; არ გჭირდებათ ქულებისა და კალორიების დათვლა-დაჯამება, ეფექტურია: პირველ კვირას იკლებთ 3-5 კილოგრამს, შემდგომ დღეებში კი კლება უფრო თანაბრად მიმდინარეობს; საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ წინა, უკვე განვლილ ფაზას; არასასარგებლო ცხიმების მიღება მინიმუმამდეა დაყვანილი; მრავალფეროვანია და, აქედან გამომდინარე, არ მოგბეზრდებათ.

მინუსები:

კარგი მადის მქონეებს გაუჭირდებათ შედარებით მკაცრი პირველი ფაზის გაძლება; მათ, ვისაც აწუხებს ნებისმიერი ქრონიკული ან არაქრონიკული დაავადება, უნდა მიმართონ ექიმს, გააცნონ ეს დიეტა და მისგან აიღონ ნებართვა; ზოგიერთისთვის დიეტის „ლიბერალობა“ სწორედ იმით არის მიუღებელი, რომ პროდუქტების მრავალსახეობიდან არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს.

ზოგადი რჩევები S-დიეტის დასრულების შემდეგ:

* კერძის მომზადების წინ ყოველთვის მოაცალეთ კანი ქათამს. ამით თქვენი ორგანიზმი 50 კილოკალორიით ნაკლებს მიიღებს და თვეში 4 კილოგრამსაც „ჩამოგაჭრით“ (რომ არაფერი ვთქვათ კანში შემავალი ქოლესტერინის მავნებლობაზე).

* წვენი და ნებისმიერი სითხე დალიეთ მაღალი (კოქტეილის) ჭიქით, პატარა ყლუპებით. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ასე უფრო მალე ვიკლავთ წყურვილს.

* არ გათალოთ ვაშლი, რადგან სწორედ კანი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის სარძევე ჯირკვლებში, ღვიძლსა და ნაწლავებში კიბოს უჯრედების განვითარებას.

* ნებისმიერ სალათას მოასხით 1-2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი: ის შეიცავს მჟავებს, რომლებიც აიძულებს ორგანიზმს, კვებიდან 5 საათის განმავლობაში მაქსიმალურად დაწვას ცხიმები.

* ხორცის ნაჭერი, რომელსაც ერთ კვებაზე მიირთმევთ, ზომით არ უნდა აღემატებოდეს თქვენს ხელისგულს (თითების გარეშე), სისქით კი – 1 სანტიმეტრს.

* სადილობა დაიწყეთ ბოსტნეულის ან ხორციანი, ოღონდ, ცხიმმოხდილი სუპით. (უპუროდ) – მისი მირთმევის შემდეგ ნაკლები რაოდენობის საკვები დაგანაყრებთ.


скачать dle 11.3