კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: სახის კანს სახლის პირობებში ვიწმენდ, თან არც ისე ხშირად. საცხებს კი ყოველდღიურად ვისვამ. ეს რაიმე პრობლემას ხომ არ შემიქმნის მომავალში და აუცილებელია თუ არა სახის რეგულარულად წმენდა?
პასუხი: გასაწმენდ კანზე ნებისმიერი საცხის წასმა დაუშვებელია, რადგან ფორები დახურულია და რაც უნდა ძვირად ღირებული საცხი შეიზილოთ კანზე, სასარგებლო ნივთიერებები კანში ვერ შეაღწევს. ცუდად გაწმენდილი სახის კანი კი, მიდრეკილია აკნესა და ანთებისკენ. თუ კანის ცხიმი, მტვერი და კოსმეტიკის ნარჩენები ერთმანეთში აირევა და მათ სახიდან დროულად არ მოიშორებთ მისი გაწმენდით, ძალიან მალე ნაზი და მბზინვარე სახის ნაცვლად, პრობლემური კანი შეგრჩებათ.
კითხვა: როგორ ვიხმარო სახის სკრაბი და ნიღბები, რომ ფორებიდან ჭუჭყი და მტვერი ადვილად ამოვიღო?
პასუხი: როდესაც სარგებლობთ სკრაბით, ჯერ კარგად გაისუფთავეთ სახის კანი. იმავე წესის გათვალისწინებაა საჭირო ნებისმიერი ნიღბით სარგებლობამდე. თუ ფორები მტვრითა და ჭუჭყით იქნება გაჭედილი, სასურველ შედეგს ვერანაირი აქტიური ნივთიერება ვერ მოგიტანთ.
კითხვა: ბიკინის ზონის გაპარსვის მერე, მაყრის და საშინელი შესახედია. რა მოვიმოქმედო, რომ ეს პრობლემა არ მქონდეს?
პასუხი: გაპარსვამდე 10-15 წუთით ადრე აუცილებელია ბიკინის ზონის დაორთქვლა თბილი წყლით და ნაზად, სკრაბით ან გელით დამუშავება. შედეგად რბილდება კანი, იხსნება ფორები და გაპარსვის პროცესი მარტივდება.
კითხვა: მინდა, შვებულება მთაში გავატარო. იქ არ მექნება საშუალება მანიკიური სალონში გავიკეთო. ვფიქრობ, თბილისში გავიკეთო და ისე წავიდე. რას მირჩევთ, რომ ლაქმა დიდხანს გამიძლოს?
პასუხი: გაიკეთეთ შილაკი ან ლაქის ზემოდან დამცავი ფენა გადაისვით. არ დაგავიწყდეთ, რომ ფრჩხილის ლაქის ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


скачать dle 11.3