კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რის შემდეგ აქვს თორნიკე ჯგერნაიას ფეხებზე ნალები და რატომ შექმნა მან „უკანონო შვილი“

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

თორნიკე ჯგერნაიას ცხოვრება სკანდალურია. მის ცხოვრებაში არის სტიგმატები, მისტიკა, თეოლოგია, გამოფენები და ახლა შეემატა სკანდალური წიგნი – „თორნიკე ჯგერნაიას უკანონო შვილი“, რის შესახებ არის ეს წიგნი და რატომ არის სკანდალური, თავად თორნიკე გვიამბობს.
თორნიკე ჯგერნაია:  ამ წიგნს დიდი ხანია ვწერ, უკვე ათი წელია. დიდი გზა გაიარა. რაც დავწერე, თავიდან, თეოლოგიური ნაშრომი იყო – ძალიან ვიწრო საზოგადოებისთვის. შარშან, რუსეთში ყოფნის დროს, შუალედური პერიოდი გამომიჩნდა და დავიწყე სიარული ლექციების კურსზე – „როგორ დავწეროთ ბესტსელერი“. დავესწარი ამ ლექციებს, მერე დავბრუნდი. ზაფხულში, ჩემს დაბადების დღეზე ბებოსთან წავედი, გამოვაცხადე, რომ ვიკეტები, არ შემაწუხოთ, მხოლოდ შაბათს მეკონტაქტეთ-მეთქი და დავიწყე ამ წიგნის წერა. ჩემი წიგნი უნდა ყოფილიყო ჩემი წიგნი და არა ისეთი, როგორიც არის წიგნი. ეს წიგნი ჩემი მისტიკური სხეული გამოვიდა. ხომ ცნობილია, რომ ჩემში ორი ადამიანია, ერთი - როგორც სტიგმატი და მეორე ისეთი, „თორო“ რასაც ჰქვია. ჩემთვის ორივე ერთია.
– ალბათ, დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოგიწევს გავლა. მზად ხარ ამ ყველაფრისთვის?
– ძალიან ბევრი, ალბათ, გაბრაზდება. წიგნი უფრო შეკითხვებს აჩენს, ვიდრე პასუხებს სცემს. მე მაქვს პასუხები ამ შეკითხვებზე. ყველა ადამიანს შემიძლია, ვუპასუხო, ვისაც რა შეკითხვა გაუჩნდება. წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველი საერთოდ ახალ ღვთისმშობელს პოულობს. ჩვენთვის ცნობილია ისტორია წმიდა ღვთისმშობელზე, მისი ადამიანური ბუნების შესახებ კი არაფერი ვიცით. ეს არის გოგო, რომელიც იზრდებოდა ყველაზე მძიმე გარემოში, როდესაც ყველაზე მძაფრი და დაუნდობელი იყო რომი, სადაც ხდებოდა ძალადობა, გაუპატიურება, ის ამ გარემოში იზრდებოდა. ამ ადამიანებს ადამიანური ისტორიები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ღვთისმშობელი, როგორც დედა. მათ ჰქონდა  ჩვეულებრივი ადამიანური ისტორიები. მთავარი ის არის, რომ ადამიანური ფაქტორი მოქმედებს, ბევრი ცნობილი ფაქტი იმის გამო მოხდა, რომ ისინი იმ დროში ცხოვრობდნენ.
– შენ ამბობ, რომ იმ ტკივილებს განიცდი, რასაც იესო განიცდიდა ჯვარცმისას და ამის შემდეგ ადამიანურად ცხოვრობ?
– მე განვიცდი იმას, რასაც განიცდიდა მაცხოვარი, ოღონდ რაც შეიძლება, რომ ადამიანმა განიცადოს. მე მის ფიქრებსაც ვგრძნობ. მე არანაირად არ ვიტვირთავ, რაც მაცხოვარმა იტვირთა. მე ვიტვირთე ტკივილის რაღაც ნაწილი, რაც შეიძლება, ადამიანმა განიცადოს. მე ხომ ამით ვცოცხლობ, ეს არის ჩემი ცხოვრება. ჩემთვის ყველაზე რთული გოლგოთის გზის დაწერა აღმოჩნდა, იმიტომ რომ მასზე ძლიერი ფილმია გადაღებული. მე ყველაზე მეტად ვგრძნობ იესოს ტკივილებს, იმიტომ რომ სტიგმატები მაქვს. ჩემს წიგნში ვერ ნახავ პედალირებას ფიზიკურ ტკივილებზე. წიგნში გოლგოთის გზას გადიხარ, სადაც მოთხრობილია ქრისტეს ფიქრების შესახებ, რაც სრულიად ახალია, მაგრამ ესეც ადამიანურია. ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ხვდება იუდას და ეუბნება ასეთ რამეს: „შენ აქ რა გინდა, იუდა?“ იუდა პასუხობს: „არ აქვს ჩემს ცხოვრებას აზრი, შენ თუ ვერ გხედავ, ისინი წამოგყვნენ სამოთხეში, მე წამოგყვები წიგნის ჯოჯოხეთში“. წიგნის ყველაზე მთავარი ხიბლი ის არის, რომ ეს არის განწყობის წიგნი, თუ წიგნს წაიკითხავს ათეისტი, მისთვის უამრავი მტკიცებულებაა, რომ დარჩეს ათეისტად, თუ წაიკითხავს მორწმუნე – მისთვისაც არის არგუმენტები. მე დავიცავი მძიმე მარხვა, ოღონდ არა რელიგიური მარხვა, ეს იყო კათარზისი, წმინდა შაბათი, დასვენების დღე. ისტორია ღმერთზე იწყება ძველ აღთქმაში, რაც ჩემი თავის ინსპირაციისთვის მჭირდება. იყო მომენტი, როცა იმ თავის დახევა მინდოდა, რომელიც ღვთისმშობელზეა, წიგნზე თავის დანებებაც მინდოდა. ჩემს ვიდეორგოლში მე ვარ შიშველი და იდეაც ეს არის, რომ ეს წიგნი არის ჩემი ძალიან გაშიშვლება. რაც კი შეიძლება, ადამიანი საზოგადოების წინაშე გაშიშვლდეს, ეს იყო მაქსიმალური გაშიშვლება. ადამიანური ბრძოლები მქონდა – რამდენად მინდოდა ჩემი სულის ღრმა, დაფარული დეტალები წაეკითხა მკითხველს, ენახა მაყურებელს.
– თორნიკე სკანდალებს შეგნებულად ქმნი?
– სკანდალური უკვე სათაურია. წიგნს ჯვარცმა ახატია და ჰქვია „თორნიკე ჯგერნაიას უკანონო შვილი“. ასე იმიტომ დავარქვი, რომ ებრაელები ქრისტეს უკანონო შვილს ეძახიან. უბრალოდ, არ მიყვარს გადაღეჭილი ისტორიები, მექანიკურად ხდება რაღაც ახალი. როცა რაღაც ფერადია, თავისთავად ხდება ინტრიგნული. სათაურიც სკანდალურია. თუ გვინდა, დედას ვაჩვენოთ, როგორი გულის ამრევია, როდესაც შვილს სცემს, როგორც მხატვარი, იცი რას ვიზამდი? დავხატავდი ღვთისმშობელს, რომელიც ქრისტეს სცემს. მე მიყვარს მკვეთრად ფაქტის წინაშე დაყენება. ეს სიმკვეთრე კი მექანიკურად გამოდის სკანდალი. მე ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, მჯერა იმ ინტელექტის, რომელიც მაქვს, სულ ვამბობ, რომ ყველაფერს გავუმკლავდები.
–  გიფიქრია, რომ შენი სტიგმატები ეშმაკისეულია?
–  სტიგმატები როგორც თქვენთვის არის სასწაული, ისეა ჩემთვისაც. რა თქმა უნდა, ეჭვი შემპარვია და ველოდებოდი, სად მიმიყვანდა ეს ყველაფერი. ჩემი ცხოვრება ამ სტიგმატებით ავაშენე ისეთი, როგორიც არის, ხან ახლოს ვიყავი საპატრიარქოსთან, ხან დავშორდი.
– ალბათ, ბევრ ადამიანს აშინებ?
– კი. ხანდახან მითქვამს, ის გაუცნობიერებლი შიში მიცავს, რომელიც ჩემ მიმართ აქვთ. ჩემთვის პირდაპირ უთქვამთ, ხანდახან ვერ ვხვდები, რა გაქვს ასეთი, რომ რასაც ამბობ, ბულინგის მსხვერპლი არ გამხდარხარ. ეკლის გვირგვინი კლიპში სხვას რომ დაედგა, ამის გამო უბედურებას დამართებდნენო. ხანდახან მგონია, რომ წითელ ხაზს არ გადავდივარ, რაღაც მომენტში იმის იქით წასვლა არ მინდა. თურმე, შეიძლება, ადამიანმა გაიხადოს და ისტერიკა არ დაემართოთ. ბულინგი მე რომ გავიარე ისეთი უნდა. ერთდერთი გადაცემა იყო გიორგი თარგამაძის „დროება“, როცა ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და ამ გადაცემას უყურებდა. ამ გადაცემამ აჩვენა, რომ მე ვარ ეშმაკი, კუდი გამომდის და ჩლიქები მაქვს. უცებ გადაცემა მთავრდება ისე, რომ 15 წლის ბავშვს იმეტებენ. იმდენად დაიბნა ყველა ჩემ გარშემო, რომ მხარდაჭერა არავისგან მიგრძნია, მე ამან დამასამარა. გადაცემა რომ დამთავრდა, ხმა არ ამომიღია, პირდაპირ საძინებელში წავედი. მთელი ღამე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დაინგრა, ზუსტად ვიცოდი, რა გარემოში ვცხოვრობდი. მაშინ გავხდი ძლიერი. დილით ადრე გამეღვიძა, დედას ეგონა, რომ სკოლაში არ წავიდოდი. მკითხა, რატომ გაიღვიძე ასე ადრეო. სკოლაში უნდა წავიდე-მეთქი. ერთ რამეს მივხვდი, ან მე გადავაბიჯებ ამას და მოვინელებ, ან არადა ასეთად დავრჩები და ეს იყო ის, რაც უნდოდათ. ბებიაჩემს ვთხოვე, მოეტანა ნალები, საიდანაც გინდა გამიჩინე-მეთქი და ფეხსაცმელებს დავუმაგრე ქუსლზე და სკოლაში წავედი. დიდი დერეფანი უნდა გამევლო, სულ ბოლო ოთახი იყო ჩემი. დამაგვიანდა. ზარის დარეკვას დაველოდე. მახსოვს, ქვის კიბეებზე რომ ავდიოდი და ხმა პარკეტზე. ეს ხმა როგორ გადიოდა. სიჩუმე მახსოვს და ადამიანები კედელთან დგებოდნენ. გამომაცხადეთ ჩლიქებიანად? კი ბატონო. კედელი აღმართეს და არასდროს დამავიწყდება ერთმანეთში გადალაპარაკება და გვერდზე გაწევა. კლასში შევედი და ვიცოდი, რომ იქ შესვლა და გაღიმება ერთი იქნებოდა. ამოვისუნთქე და მივხვდი, რომ მე დავიწყე. ადამიანებს პირდაპირ სჯეროდათ, რომ კუდი და ჩლიქები მქონდა და იმის მაგივრად, რომ ადამიანმა ქვა მესროლოს, სჯობს, გვერდზე გადგეს და კედელზე აეყუდოს. მას შემდეგ ჩემს ფეხებს აქვთ ნალები...
скачать dle 11.3