კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ წამოიწყო მამუკა ხაზარაძის შვილმა, ანა ხაზარაძემ, ბამბუკის წინდების ბიზნესი და ვისზე დაქორწინდა ის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილმა

28 ოქტომბერს, ბიზნესმენის, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შვილი, ანა ხაზარაძე დაქორწინდა. ანას მეორე ნახევარი კოტე გუნიაა, რომელიც წლების წინ „ჯიდიესზე“ გადაცემის წამყვანად მუშაობდა.  კოტე მხატვარი და კინორეჟისორია. წყვილმა ჯვარი მამადავითზე დაიწერა. ჯვრისწერის ფოტოები კი, მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. ანას და კოტეს ჩაცმულობაც ტრადიციული საქორწილო ჩაცმულობისგან განსხვავებული იყო. როგორც ჩანს, კოტეს წითელ პულოვერს, ანამ წითელი ხელთათმანები შეუხამა. საქორწილო თაიგულიც წითელი
ლენტით იყო გაწყობილი. ანას კაბა დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შექმნა.
როგორც ცნობილია, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს 5 შვილი ჰყავს. ანა ხაზარაძე თბილისში ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ, ლონდონში,  სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანა ხაზარაძე ტაბიძის ქუჩაზე, Down Town-ში მიმტანად მუშაობდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ავტომობილი დაამატვრია და მისი შესაკეთებელი ფულის შოვნა საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა. ანას კაფეში დილიდან საღამომდე უწევდა მუშაობა, თუმცა შემდეგ სამსახურს თავი დაანება.
ანა და კოტე ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ და მათ ახლა, ერთობლივი ბიზნესიც აქვთ: პრემიუმ ხაზის ბამბუკის, ჭრელი წინდების ფირმა Rosebud, რომელიც რამდენიმე თვის წინ დააარსეს. მათი წინდები მალევე გახდა პოპულარული. ანას და კოტესაც, ორივეს ძალიან უყვარს კინო, რომელიც მათი საქმიანობის ძირითადი სფეროა, წინდების წარმოება კი, პარალელური ბიზნესია. ფირმის სახელწოდებაც კავშირშია სწორედ ფილმთან „მოქალაქე კეინი.“ Rosebud – ციგის სახელია, რომელიც ფილმის პერსონაჟისთვის მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. წყვილმა საკუთარ ბიზნესში სწორედ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება და მათ შექმნეს ის, რასაც,
უპირველეს ყოვლისა, თავადაც დიდი სიამოვნებით იცვამენ.
„ორივეს გვიყვარს წინდები და ვფიქრობთ, წინდა ჩაცმულობის მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც  სტილს განსაკუთრებულ  დატვირთვას სძენს. იმით, თუ როგორი წინდა აცვია ადამიანს, ხვდები რა დამოკიდებულება აქვს დეტალებისადმი.  სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი სლოგანიც – „დეტალები მნიშვნელოვანია“, –  ასე ახასიათებს თავის ბრენდს ერთ-ერთ ინტერვიუში კოტე გუნია.
 „ჩვენ გვინდოდა, ისეთი ბრენდი შეგვექმნა, რომელიც იქნებოდა ქართული, თან ხარისხთან ასოცირებული და შესაბამისი შეფუთვით, სასაჩუქრედ გათვლილი.  მომხმარებელი, ვფიქრობთ, არის ახალგაზრდა, მომუშავე ადამიანი, რომლისთვისაც ხარისხი და სტილი მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ჩვენი უპირატესობა, კონკურენტებთან შედარებით, მასალაა (ბამბუკი, დავარცხნილი ბამბა), რომელიც გამოირჩევა სირბილითა და ფერებით“, – ამბობს ანა ხაზარაძე.
 კომპანიის ლოგო, ფერი და შეფუთვა ანამ და კოტემ თავად შექმნეს. ბიზნესის კეთების გამოცდილება არცერთს არ ჰქონია, თუმცა საქმისადმი სიყვარულმა, ენთუზიაზმმა გაამართლა და დღეს ორი მეგობრის, ახლა კი უკვე მეუღლეების ბიზნესი, უფრო მეტად გაფართოვდა.
 ჟურნალი „თბილისელები“ ანას და კოტეს ულოცავს ოჯახის შექმნას და დიდ ბედნიერებას უსურვებს.
მოამზადა

 

скачать dle 11.3