კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 თმის ცვენის შესაჩერებელი მარტივი ნიღბები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

თმის ცვენის მიზეზები ინდივიდუალურია და შეიძლება, იყოს: სტრესი, ჰორმონული დისბლანსი და ცვლილებები, გენეტიკური ფაქტორი, იმუნური დარღვევები ორგანიზმში, საფუარის სოკოს ანომალიური ზრდა ორგანიზმში,  ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სახის დაავადება; ცილოვანი დიეტა, რომელსაც მოსდევს უეცარი და დიდი რაოდენობით წონის დაკარგვა; მკვებავი ნივთიერებების, განსაკუთრებით, D და A ვიტამინების, რკინისა და ცილის დეფიციტი; ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, სხვადასხვა სახის ალერგია და მკურნალობის მკაცრი პროცედურები; მწვავე ინფექციური და მძიმე ქრონიკული დაავადებები და ასე შემდეგ.
30 წლამდე ასაკში, თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ორგანიზმის ჰორმონული გარდაქმნა. ამ ასაკში, თმის ცვენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი კი, სტრესული სიტუაციები და მასთან დაკავშირებული, მკაფიოდ გამოხატული ნერვიულობა, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესიაა. ასევე, თმის ქიმიური შეღებვა, რთული ვარცხნილობების გაკეთება, ფენის არასწორად გამოყენება, თმის ქიმიური დახვევა და ასე შემდეგ.
40 წლის ზემოთ, თმა ხდება სუსტი და მეტი სიხშირით ცვივა. დამატებით „დარტყმას“ აყენებს თმას სხვადასხვა სახის ვირუსული და ასაკობრივი დაავადება. ასევე, სტრესი. თმის მდგომარეობაზე მწვავედ აისახება რკინის ნაკლებობა. ეს, შეიძლება, გამოიწვიოს არა მხოლოდ არასწორმა კვებამ ან დიეტამ, არამედ ასაკის გამო, ორგანიზმის მიერ რკინის ათვისების უნარის გაუარესებამ. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს თმის ცვენა ქალებში, ფარისებრი ჯირკვლის შეფერხებული მუშაობაა.
გაამდიდრეთ თქვენი საკვები რკინით, თუთიით, ცილით, მინერალებითა და ვიტამინებით გაჯერებული საკვებით – ხილით, ბოსტნეულით, ქორფა მწვანილით, რძემჟავა პროდუქტებით, ხაჭოთი. ყოველდღიურად გამოიყენეთ საკვებში ზეითუნის ან სელის ზეთი. შეარჩიეთ ეფექტური ვიტამინების კომპლექსი ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად და თმის ცვენის პრევენციისთვის, ძალიან ეფექტურია თევზი. ის შეიცავს ცხიმოვან მჟავას, ომეგა 3-ს და  D ვიტამინს.
თმის ცვენის შესაჩერებლად, ეფექტურად მიიჩნევა ნიღბები. ის ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.
კეფირისა და დარიჩინის ნიღაბი – ნახევარ ჭიქა კეფირს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი დარიჩინი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზავი ოდნავ ნოტიო თმაზე. შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ჩამოიბანეთ შამპუნის გარეშე. ნიღაბი გამოიყენება კვირაში ერთხელ.
თიხის ნიღაბი – შეურიეთ ერთმანეთს ორი სადილის კოვზი ცისფერი თიხა, ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი სადილის კოვზი თაფლი და კვერცხის გული. საჭირო კონსისტენციისთვის დაამატეთ წყალი და მიღებული ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებში. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
ოხრახუშის ნიღაბი – 20 გრამ ოხრახუშს დაასხით 200 მილილიტრი წყალი,  დაახურეთ თავზე და გააჩერეთ სიბნელეში, 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ, გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. გააკეთეთ დღეგამოშვებით, ერთი თვის განმავლობაში.
ალოეს ნიღაბი – აიღეთ ერთი სადილის კოვზი ალოეს წვენი, ერთი კოვზი თაფლი და ერთი სადილის კოვზი ნივრის წვენი. დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. გაიკეთეთ ნიღაბი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ შედეგის მიხედვით.
კვერცხის, თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი – აიღეთ ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 2 კვერცხის გული. კარგად შეურიეთ ერთმანეთს და შეიზილეთ თმის ძირებში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის შესაჩერებლად, არამედ აქტიურად ებრძვის ქერტლს.
ჭინჭრისა და აბუსალათინის ზეთის ნიღაბი –  100 გრამი ჭინჭარი წვრილად დაჭერით, შეურიეთ 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი. ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, გამოყენებამდე შეათბეთ და წაისვით მშრალ თმაზე, დაბანამდე ერთი საათით ადრე.
რძის ნიღაბი – თბილი რძე შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით. ნახევარი საათის შემდეგ, ჩამოიბანეთ ლიმონის წვენით გაზავებული თბილი წყლით, შამპუნის გარეშე.скачать dle 11.3