კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამსგავსებულები #12

დემოკრატიულ რამსებარეული

 თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე თავს ვიწონებდით ისეთი საერთო მეზობლით, როგორიც თურქეთია (ან კი როგორ არ მოვიწონებდით, როდესაც ეს მართლაც ის შემთხვევაა, როდესაც სავლე, ანუ ოსმალეთის იმპერია პავლედ, ანუ თურქეთის რესპუბლიკად სწორედ ჩვენი ორთავ თვალის წინ გარდაიქმნა?!), რაკი ხანგრძლივ ეს ავყია სოფელი არავის ახარებს, ამ ჩვენს მეზობელსაც, ცოტა არ იყოს, აერია დემოკრატიული რამსები.
სახელდობრ, ნიდერლანდების სამეფოსთან დიპლომატიური კრიზისის გამო, არც მეტი, არც ნაკლები, თურქეთის ტერიტორიაზე ჰოლანდიური ძროხები პერსონა „ნონ გრატებად“ გამოცხადდნენ.
ამიტომაც თურქეთიდან მათი, ანუ ჰოლანდიური ძროხების დეპორტაციაც დაიგეგმა. შესაბამისად, 40 სული გოლშტინის ჯიშის ძროხების პირველი ნაკადი უკვე სპეციალურ ტრანსპორტშიც კი მოათავსეს უკან, სამშობლოში დასაბრუნებლად!
თურქეთის წითელი ხორცის მწარმოებელი ასოციაციის ხელმძღვანელს (ვინმე ბიულენტ ტუნჩის) განუცხადებია: „ჩვენ აღარ გვინდა მეცხოველეობის პროდუქტების მიღება ჰოლანდიიდან. თურქი ფერმერები თავად გამოიყვანენ მეცხოველეობაში კარგ ჯიშებს“.
მეტიც, თუ ჰოლანდია პირუტყვს არ დაიბრუნებს, მათ დახოცავენ და დამარხავენ – ერთი ისაა, თურქეთის მიწაში.
ჩვენ არ ვიცით, რას დაუშავებდა თურქულ მეცხოველეობას 40 სული, თუნდაც, ჰოლანდიური ძროხა,  მაგრამ, რაკი ვიცით, რომ უცხოური არასანქცირებული პროდუქტის განადგურება ჩვეულებრივი ამბავია რუსეთის ტერიტორიაზე (დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და საპასუხოდ, რუსეთის მიერ დასავლურ პროდუქტზე ემბრაგოს გამოცხადების შემდეგ), ჩნდება ეჭვი, რომ, ნუთუ, ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამ ჩვენი ოკუპანტის კვალს დასდგომია?! –

скачать dle 11.3