კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულები
მწერ აღფრთოვანებით, როგორ გამოგეცხადა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი და მას შემდეგ როგორ გაჰყევი მართალი სარწმუნოების გზას. შენი გოგონა მძიმედ დასნეულდა და სიცხიანი ბოდავდა. შენ ექიმები მოიწვიე. მათ გოგონა გასინჯეს და სათათბიროდ მეორე ოთახში გავიდნენ. მათ საუბარს თრთოლვით უგდებდი ყურს. ერთმა მათგანმა თქვა, ავადმყოფს ოფლი რომ წამოუვიდეს, გადარჩებაო. სხვებმა თქვეს, უკვე გვიანია და გოგონას აღარაფერი გადაარჩენსო. შენ სასოწარკვეთილებით ხელებს იმტვრევდი და ტიროდი. ბავშვის საწოლის თავზე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ეკიდა. ადრე ამ ხატს უფრო სამკაულად თვლიდი, ვიდრე აუცილებელ ნივთად, მაგრამ სასოწარკვეთილებაში მყოფი, უეცრად მის წინაშე მუხლებზე დავარდი და თვალცრემლიანმა შეჰღაღადე: „ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისა, შენ ხედავ ჩემს სატკივარს. შენ უწყი, დედავ დედათა, რას ნიშნავს ერთადერთი შვილის ყოლა და მისი დაკარგვა. შენც ხომ იხილე შენი ერთადერთი შვილი ჯვარზე ტანჯული. გევედრები, შემიწყალე მე, ცოდვილი და შემეწიე! მხოლოდ შენ გესავ! ადამიანთა იმედი აღარ მაქვს. ამქვეყნად შენ გარდა ვეღარავინ შემეწევა. მხოლოდ შენ, ზეციურო დედუფალო, თუკი ინებებ, შეგიძლია ჩემი შეწევნა. შენ არაერთი დედა გინუგეშებია მეც მანუგეშე, ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო!“ ხანგრძლივი ლოცვისა და სულთქმის შემდეგ ხატს შეხედე და – ღვთისმშობლის თვალზე ცრემლი შენიშნე. ამის შემდეგ გოგონას დახედე და აღმოაჩინე, რომ ოფლისგან მთლად სველი იყო! მეორე დილით ის უკვე საწოლიდან წამოდგა და საჭმელიც შეჭამა, მალე კი სრულიად გამოჯანმრთელდა.
დიდება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს! ამ ამბის შეტყობინებისთვის შენც მადლობას გიხდი. ჩვენი სარწმუნოება გამოცდილებას ეფუძნება და არა თავნება მსჯელობასა და თეორიებს. ჩემთვის შენი შემთხვევა ფრიად მნიშვნელოვანია. აი, გასულ ზამთარში რა მოხდა ჩვენთან: ერთ ქვრივ დედაკაცს შვილი ავად გაუხდა. გოგონა მთელი თვე უგონოდ იყო და ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მისი გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაწურული იყო. ერთ საღამოს დედა თავისი შვილის სასთუმალთან იჯდა და ჩუმად ტიროდა. უეცრად, გოგონამ ისე, რომ თვალები არ გაუხელია, ჩაილაპარაკა: „დედიკო, ნუ ტირი, ხვალ კალიშტეს მონასტერში წამიყვანე და გამოვჯანმრთელდები. ასე მითხრა ზეციურმა დედუფალმა, რომელიც ახლაც ჩემ გვერდით დგას!“ შეძრწუნებული დედა შეკრთა და გოგონა გათენებისთანავე კალიშტეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მონასტერში წაიყვანა, ხოლო იქიდან სახლში გამოჯანმრთელებული შვილით დაბრუნდა.
ასეთი შემთხვევა განა ერთი და ორი ყოფილა? ურიცხვია და უსაზღვრო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის გამოცხადებანი და ქველმოქმედებანი. წმიდა სერაფიმ საროველი ამბობს, რომ მას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი სიცოცხლის განმავლობაში თორმეტჯერ გამოეცხადა, მაგრამ თუკი უტყვი ადამიანები, რომლებიც ამგვარ ზეციურ გამოცხადებებს უძვირფასეს და უტკბილეს საიდუმლოდ მიიჩნევენ, ბაგეს აღაღებენ და ყოველივეს იტყვიან, რაც უწყიან, დედამიწას გაოცება მოიცავდა. გწამდეს, როდესაც ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში ზეციური სამყაროს მოქმედებებისა და გამოვლინებების შეცნობას იწყებს, ის გრძნობს, რომ უცნობ სასწაულთა საუფლოში აღმოჩნდა. ჩვენი ხორციელი თვალები იქ ვერაფერს ხედავენ, მაგრამ სულ რწმენისა და სიყვარულის სხივებით ანთებული შედის იქ, რომ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებით: „სიყუარულით დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაითა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაი-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყვარული ქრისტესი, რაითა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაითა“ (ეფ. 3, 18-19). ღმერთს და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მადლობდე იმისთვის, რომ სულთა საუფლო გაგეხსნა და შენს სულიერ ხედვას მომავალშიც გაუფრთხილდი, რათა იგი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო არ დაკარგო.

მორჩილების გარეშე ხსნა არ არის
არაფერი ისე არ ესათნოება ღმერთს ადამიანისა, როგორც მორჩილება. მორჩილებით ადამიანი უფალს ემსგავსება, რომელიც ამბობს: „დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს“ (მთ. 11,29). მორჩილებს, ანუ სულით გლახაკებს, მაცხოვარი აღუთქვამს უპირველეს ჯილდოს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“ (მთ. 5,3). „მორჩილება, – გვასწავლის წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, – ცათა სასუფევლის კარია“. „მორჩილება, – ამბობს სხვა ეკლესიის მამა, – არის ყველა მადლიანი საქმის სისავსე“.
სადაც მორჩილებაა, იქ სიყვარულიცაა. მხოლოდ მორჩილ გულს ძალუძს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, ამიტომაც ეს სათნოება არის დედა არა მხოლოდ ყოველგვარი სიკეთისა, არამედ – თვით სიყვარულის. ამიტომაცაა, რომ ეკლესიის ისტორია ასე ხშირად წარმოაჩენს წმიდა მამათა მორჩილების მაგალითებს.
წმიდა ეფრემ ასური ამბობს: „გინდა იყო უდიდესი? იყავი ყველაზე მდაბალი“. წმიდა დიმიტრი როსტოველი კი გვასწავლის: „ყველაზე საუკეთესო საშუალება მორჩილების მოსაპოვებლად არის ის, რომ თავს თვლიდე ყველაზე უღირსად ქმნილებათა შორის“.
როგორ შორს ვდგავართ ამგვარი გაგებისგან ჩვენ, ცოდვილნი! ჩვენი გული ბიწითა და მანკითაა სავსე, არ გვიყვარს სხვათა წინაშე თავის დამცრობა. ვინმემ რომ შეურაცხყოფა მოგვაყენოს, მზადა ვართ, გავუსწორდეთ, ათმაგად გადავუხადოთ ბოროტი. არადა, ჩვენ, მოწაფეები, მიმდევრები ვართ მაცხოვრისა – მშვიდისა, მორჩილისა, მოსიყვარულესი. ის ხომ გვეუბნება: „ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი“.
გახსოვდეთ, ქრისტიანებო, რომ „... ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“ (იაკ. 4,6) და რომ, მორჩილების გარეშე შეუძლებელია სულის ხსნა.

скачать dle 11.3