კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკოლოზის კვალზე

ანუ საკურთხეველთან

 მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება იმაზე ბჭობდა, ქორწინება დედაკაცისა და მამაკაცის კავშირია თუ მაინც დედაკაცი-დედაკაცისა და მამაკაცი-მამაკაცისაცო (სხვათა შორის, ბჭობა ბჭობად დარჩა, რამეთუ ერთიანი აზრი ამ საკითხზე კვლავაც არ ჩამოგვიყალიბებია), რფ-ის პრ.-მა ფრიად საინტერესო რამ განაცხადა: არც მეტი, არც ნაკლები, ნიკოლოზ მეორის გზას უნდა დავადგე და მისი დაწყებული საქმე კეთილად გავასრულოო.
ამ განაცხადით, პრ. პუტინმა, იმას გარდა, რომ გაამყარა მავანთა ეჭვი, თავი იმპერატორი ჰგონიაო და დაადასტურა, რომ რუსეთს მესამე რომობის პრეტენზია აქვს, გამოაჩინა, რომ უკან დასახევ გზას თითქმის არ იტოვებს.
არ იტოვებს, რადგან (მომყავს ციტატა პრ. პუტინის განცხადებიდან): „თუ თურქეთი არ შეწყვეტს ალ-ქაიდას სირიული განშტოების მხარდაჭერას, ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო რუსეთის ბოლო მეფის, ნიკოლოზ მეორის მიერ დაწყებული საქმე. პირველი მსოფლიო ომის დროს ის აპირებდა, დაებრუნებინა ქრისტიანებისთვის კონსტანტინოპოლი, გაეთავისუფლებინა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები, რომ ზღვიდან რუსეთის უსაფრთხოება უზრუნველეყო.“
იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთმა ხელის შემობრუნება იცის, თეორიულად, მოვლენები იმდენად დრამატულად შეიძლება განვითარდეს, მეორედ მოსვლის ყველაზე თამამი „ჰოლივუდური“ ფანტაზია „თხა და გიგოდ“ მოგვეჩვენოს, თან – ზედ საკურთხეველთანაც მოგვისწროს. –

скачать dle 11.3