კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნუკრი მიბჩუანი იეჰოვას მოწმე უხუცესი და დადის თუ არა ის წყალზე

ნუკრი მიბჩუანი  ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უხუცესია იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში. მასთან საუბარი  რამდენიმე დღის წინ ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ  დავიწყეთ.
ნუკრი მიბჩუანი: ინციდენტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა  ვაზისუბნის დასახლებაში ჩვენი ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დაახლოებით ოცამდე გასროლა  ჩვენი ოფისის მიმართულებით 11 საათზე მოხდა.  ჩვენი ოფისის წინ ავტობუსის გაჩერებაა, სადაც იმ დროს ხალხი იმყოფებოდა.  მადლობა ღმერთს, არავინ დაშავებულა, თუმცა გაჩერებაც დაზიანდა და ჩვენს შენობასაც მიადგა ზარალი.  ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება იყოს გარეული ამ საქმეში; ვერ წარმოვიდგენ, რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა. იმედია, საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ  ყველაფერს. საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ არაერთგვაროვანია და ამას ვგრძნობთ. ბევრს არ ვუყვარვართ, ბევრს ვძულვართ კიდეც და ეს არ მიკვირს.
– როგორ გახდით იეჰოვას მოწმე და მოგვიანებით – უხუცესი?
– 16 წლის ვიყავი, როცა იეჰოვას მოწმე გავხდი. მანამდე ვიყავი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბავშვობაში მონათლული. ჩვენ ოჩამჩირეში ვცხოვრობდით და მშობლებს ხშირად დავყავდი იქაურ  ეკლესიაში. ისინი მართლმადიდებელი მორწუნეები იყვნენ. საომარი მდგომარეობის შემდეგ, როდესაც თბილისში გადმოვედით, უფრო მეტად დავინტერესდი იეჰოვას  მოძღვრებით. ნაჩქარევად, სპონტანურად არ მიმიღია გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდი ვიყავი კვლევა-ძიებაში, ვსვამდი შეკითხვებს, რომელზე პასუხებიც ბიბლიიდან გავიგე. ამის შემდეგ მივიღე გააზრებული გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი იეჰოვას მოწმე. იმ დღის მერე მთლიანად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება, ფასეულობები, განწყობა,   27 წლის ასაკში კი გავხდი იეჰოვას მოწმეთა კრების უხუცესი. ეს საკმაოდ  პატარა  ასაკია უხუცესობისთვის, თუმცა უხუცესობა ასაკზე არაა დამოკიდებული. ეს ჩემთვის არც თანამდებობაა, არც პრივილეგია.
– რა არის უხუცესის ფუნქცია და როლი თქვენს ორგანიზაციაში?
– ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ, მე  არაფრით გამოვირჩევი  კრების სხვა წევრებისაგან; როგორც იესო უწოდებდა თავის მიმდევრებს დებსა და ძმებს, ასე ვართ ჩვენც. ასე იყო პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში და ასეა ჩვენთანაც, ამიტომ, ჩემს უხუცესობას ვუყურებ როგორც შესაძლებლობას, მოვემსახურო ჩემი კრების წევრებს. კრებაზე რომ მოხვიდეთ, ვერც კი მიხვდებით ვინ უხუცესია და ვინ – არა. არც შესამოსელი გვაქვს, არც განსაკუთრებული ატრიბუტები. მე დღემდე ვავრცელებ ჩვენს  ლიტერატურას, კარდაკარაც  დავატარებ. 
– ამ მეთოდს ბევრი გიწუნებთ, ამბობენ, რომ სახლებში უცვივდებით ხალხს.
– მსმენია, რომ თითქოს ხალხს  სახლებში ვუცვივდებით, თუმცა, არცერთი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს უფლება, კარდაკარ იქნება თუ ქუჩაში, ვესაუბროთ ნებისმიერ ადამიანს, თუ მას ამის სურვილი ექნება.
– უხუცესებიც დადიხართ კარდაკარ?  ჩვენს რელიგიაში უხუცესის „ტოლი” წოდება რა არის?
– ბიბლიის მიხედვით, უხუცესობა თქვენს  სარწმუნოებაში ეპისკოპოსის რანგის ტოლია. ახალგაზრდა და გამოუცდელი ვერ გახდება უხუცესი. მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმები არის ბიბლიური მოთხოვნების დაკმაყოფილება – ჩამოწერილია  გარკვეული  პრინციპები, იეჰოვას მოწმე  უხუცესი რომ გახდეს. პერიოდულად შეიკრიბებიან თანაუხუცესები, რომლებიც ამ კრიტერიუმებით იმსჯელებენ, თუ ვინ შეიძლება შეესაბამებოდეს კრებაში ამ პასუხისმგებლობას. უხუცესის მთავარი  ვალია, კრების წევრებს  სულიერი დამოძღვრა და სწავლება გაუწიოს.
–  მთავარი ის არაა, შენს  „ანგარიშზე”  იეჰოვას მოძღვრებაში  გადაბირებულთა რა  რაოდენობაა?
– არა, ეს ასე არაა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს გაზვიადებული ჭორია, ამ სტატისტიკას არავინ არ ითვლის და არც მე  დამითვლია. შეიძლება, ვინმემ გაიხსენოს, რამდენ პიროვნებას დაეხმარა და დააყენა გზაზე, მაგრამ მე ასეთი ანგარიში არასდროს გამიკეთებია.
– თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს შესვლას იეჰოვას მოწმეთა რიგებში?
– დედა თვითონ იყო იეჰოვას მოწმე, ჩვენს ოჯახში მე არ ვყოფილვარ პირველი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა. სურვილი – გააგებინო ოჯახის წევრს – არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილებას ყველა იღებს ინდივიდუალურად, დაძალებაზე საუბარი ზედმეტია. მე მყავს ძმა, რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა, მაგრამ ის არაა ჩვენი წევრი, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს, რომ  გვქონდეს კარგი ძმური  ურთიერთობა.  ჩვენი ორგანიზაციის წევრია  ჩემი მეუღლეც. როცა ცოლად შევირთე, ის უკვე იყო  იეჰოვას მოწმე – ერთმანეთი კრებაზე გავიცანით. როცა ოჯახს ქმნი, ეძებ ისეთ ადამიანს, ვისაც ის ფასეულობები აქვს, რომლებსაც შენ თვითონაც იზიარებ და მეც ასე შევარჩიე ჩემი მეუღლე.
– თქვენი სამოქალაქო ცხოვრება როგორია?
– მე ვარ მძღოლი, ვმუშაობ საკუთარი ავტოტრანსპორტით და გამოძახებით ვემსახურები  ტურისტებსა და ადგილობრივებს – ასე ვარჩენ ოჯახს. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩვეულებრივი ცხოვრება გვაქვს. 13 და 8 წლის ბიჭები მყავს და გამორიცხულია, მათ დავაძალო, ვაიძულო რამე. ნებისმიერი მშობელი ცდილობს შვილი ისე აღზარდოს, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად, ასე ვარ მეც. ეს ბუნებრივია და, მგონი, გავლენის მოხდენაში არ ითვლება. მინდა,  ჩვენმა შვილებმა გაითავისონ ის ბიბლიური  ჭეშმარიტებები, რაც ჩვენთის ძვირფასია, თუმცა გადაწყვეტილება მათ თავად უნდა მიიღონ. 
– როცა ბიჭები გაიზრდებიან, რომ დაგიწუნონ „არჩევანი” და სხვა არჩევანი გააკეთონ?
– ვერ ვიტყვი, რომ  გამიხარდება, ძალიან დამწყდება გული, თუმცა ეს მათი არჩევანი იქნება. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა ჩემი ხათრის გარეშე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.  
– ამბობენ, თქვენი ორგანიზაცია ძალიან დიდ დაფინანსებას იღებს სათავო ოფისიდან.
–  ეს არის მითები. ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული, ჩვენ არ ვართ მდიდრები. ორგანიზაციის  ოფისები,  მშენებლობები თუ ლიტერატურის გავრცელება, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ნებაყოფლობით შესაწირავებზე. გყავს ბევრი მოხალისე, რომლებიც ყოველგვარი ანაზღურების გარეშე  ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. მე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვასრულებ ჩემს პასუხისმგებლობას, პირიქით, რადგან ვმუშაობ, გარკვეული შესაწირი მე თვითონაც შემაქვს ყოველთვიურად.
– რადგან მითები ვახსენეთ, გკითხავთ: მართალია, რომ იეჰოვას მოწმეები საფლავების კარს ღიად ტოვებთ; რომ მკვდრები აღდგებიან; რომ დედისა და მამის მოკვლაც შეგიძლიათ თქვენი რწმენისთვის; რომ დაფრინავთ და წყალზეც კი დადიხართ?
– წყალზე სიარული რომ შემეძლოს, არ დავმალავდი და, არც ფრენა შემიძლია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.  ისიც ზღაპარია, რომ მიცვალებულებს კარს ვუტოვებთ ღიას სასაფლაოზე, რათა იქიდან გამოვიდნენ. ჩვენთვის ოჯახი ძვირფასია, ძალიან ვუფრთხილდებით, ოჯახურ ურთიერთობებს, მშობლებს, ძმებს. როგორ შეიძლება, პიროვნებამ, რომელიც ღვთის სიტყვიდან სიყვარულს სწავლობს, მოსაკლავად გაიმეტოს  ოჯახის რომელიმე წევრი?! საერთოდ, ჭორი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სიმართლე, ეს ჩვენი დისკრედიტაციისთვის არის გაკეთებული. ქართველებს გვიყვარს  მოგონილი ამბებისთვის იუმორისტული ელფერის მიცემაც.
– ამ სვან კაცს  უხუცესობას მახვშობა არ გერჩივნათ? როგორ შეხვდნენ თქვენ ირგვლივ  მყოფები თქვენს არჩევანს?
– ეს იყო ჩემი არჩევანი, ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე მყავს ბევრი ნათესავი და, ვიცი, რომ ბევრს არ მოეწონა ჩემი  გადაწყვეტილება, რომელიც 17 წლის წინ მივიღე, მაგრამ ეს  განსაკუთრებულად არ გამოუხატავთ. რა მნიშვნელობა აქვს, სვანი ხარ თუ კახელი, ყველანი ღვთის შვილები ვართ.  ღვთის სიტყვა ყოველთვის მოქმედებს უკეთესობისკენ, ბიბლიური სწავლებები გვაძლევს საშუალებას, ვისწრაფოთ უკეთესობისკენ.
– შეიძლება, გავიდეს კიდევ 17 წელი და, ერთ დღესაც, სხვა არჩევანი გააკეთოთ – ხომ გახსოვთ გამოთქმა: არასოდეს არ თქვა არასოდესო.
– ამ გადასახედიდან  ამას გამოვრიცხავ. ვიცი ეგ გამოთქმა, მაგრამ, პირადად  ვარ დარწმუნებული, რომ, რაც მე  მწამს, ჭეშმარიტებაა, რომელიც ღმერთმა იცის და ჩვენც გაგვიმხილა. იეჰოვას წყალობით, 17 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

скачать dle 11.3