კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუსწორდა ოთხჯერ ნასამართლევი მამაკაცი მეზობელს, რომელმაც ის კრიმინალურ გზაზე დააყენა

ტვირთი ¹337

– ამხანაგო ვარლამ, „ტვირთი 337“ ათ წუთში წამოვა. ჩემი ადიუტანტი პირადად დაესწრება გადმობარებას და მიღება-ჩაბარების აქტი გამოატანეთ, – „ჩეკას“ კომისარმა ნესტორ ესაკიამ ყურმილი დაკიდა და იქვე მდგომ ადიუტანტ ტიტე ხუბუას უთხრა:

– წაიღეთ ტვირთი, აბა, შენ იცი!

ვარლამ ზარიძე საქართველოს ცენტრალური ბანკის საცავის უფროსი იყო. „ჩეკას“ კომისარი ნესტორ ესაკია კი საქართველოს „ჩეკაში“ ექსპროპრიაციებს კურირებდა. „ტვირთი-337“ კი ქართველი ჩეკისტების მიერ ექსპროპრირებული ძვირფასეულობა გახლდათ.

ძვირფასეულობით სავსე ყუთი უჟანგავი ფოლადისგან იყო დამზადებული და 102 კილოგრამს იწონიდა. ყუთის წონა 30 კილოგრამი იყო, ძვირფასეულობის კი – 72 კილოგრამი. მას მიჰყვებოდა ოთხი ადამიანი: მძღოლი შაყულაშვილი, ოპერმუშაკები – კეკელიძე და დოდაშვილი და ტიტე ხუბუა. ტვირთის ღირებულება იმ პერიოდისთვის, ანუ 1926 წელს 3 მილიონ მანეთს შეადგენდა, რაც ფანტასტიკური თანხა გახლდათ. მანქანა შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე „ჩეკას“ შენობიდან გამოვიდა, რომელიც მთაწმინდაზე მდებარეობდა. მას სულ რაღაც ორი კილომეტრი უნდა გაევლო და სოლოლაკში, ბანკში მისულიყო. მთავარი მარშრუტი რუსთაველის გამზირზე გადიოდა, მაგრამ ტიტე ხუბუამ შაყულაშვილს უბრძანა:

– ზემოდან გადადი. სოლოლაკში მთაწმინდის გავლით წავიდეთ!

შაყულაშვილი ბრძანებას დაემორჩილა და მთაწმინდის აღმართს აჰყვა. ვიწრო ქუჩებით სოლოლაკში გადავიდა და ამჟამინდელი ჭონქაძის ქუჩით ქვევით დაეშვა. მოსახვევში ეტლმა ამოუხვია. ხუბუამ მძღოლს უთხრა:

– ეტლთან გააჩერე და ჩემი ბრძანების გარეშე არ დაიძრა!

შაყულაშვილმა გააჩერა. ხუბუამ მოულოდნელად პულვერიზატორი ამოიღო და სალონში გაზის ნაკადი გაუშვა. თავად კი მანქანიდან გადახტა და ათიოდე წამი დაელოდა, სანამ მძღოლი და ოპერები გონებას დაკარგავდნენ. შემდეგ ეტლიდან გადმოსულ ორ მამაკაცს უთხრა:

– ჩქარა აიღეთ ყუთი და წავედით!

მამაკაცებმა ყუთი ეტლში ჩადეს და ეტლი ადგილიდან დაიძრა. ცხენებმა ჭენებ-ჭენებით გაიარეს გზა ავლაბრამდე და ერთ ეზოში შევიდნენ.

– წამომყევით და სამალავის გაღებაში მომეხმარეთ, – უთხრა ხუბუამ თანმხლებ პირებს. მოულოდნელად კი, მათ გაზი ასხურა და იქვე დატოვა. თავად ძვირფასეულობით დატვირთული ეტლი ორთაჭალის ერთ-ერთ კერძო ეზოში მიიყვანა და ბერკეტების დახმარებით ყუთი სარდაფში ჩაათრია.

საღამოს ხუბუას შავპიჯაკიანი მამაკაცი მიადგა და უთხრა:

– ყველაფერი ბრწყინვალედ შეასრულე. ხუთივენი არამიანცის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები და მთელი ჩეკა იქაა. შენ კი გეძებენ. აი, ბილეთი. ბათუმიდან თურქეთში სანდო კაცი გადაგიყვანს. შემდეგ კი – როგორც შევთანხმდით. აბა, მშვიდობით იარე!

ხუბუა დაემშვიდობა შავპიჯაკიანს და სადგურისკენ გაემართა. მეორე დღეს კი ის და აჭარელი მეგზური ვიწრო ბილიკებით თურქეთში გადასვლას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდე მოწყდა და ორივე უფსკრულში გადაიჩეხა.

40 წლის შემდეგ

1966 წლის მაისში, ვაკის პარკთან ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებდნენ და ფუნდამენტს თხრიდნენ. ბულდოზერმა მიწიდან უჟანგავი ფოლადის ყუთი ამოაგდო, რომელზეც ეწერა  „საქართველოს ჩეკა“. ამიტომ, ის „კაგებეს“ გადასცეს. იქ კი მალევე დაადგინეს, რომ ეს სწორედ ის ყუთი იყო, რომელიც 1926 წლის 25 აპრილს გაიტაცა ხუბუამ. იმ საქმეს ნოდარ მიქაძე იძიებდა. ის ცოცხალი აღმოჩნდა და 74 წლის გახლდათ. ყველაფერი კარგად ახსოვდა და მასთან მისულ, ახალგაზრდა გამომძიებელ თემურ გოცირიძეს უთხრა:

– ჩახლართული და კარგად შესრულებული საქმე იყო. თავიდან ეჭვი არავისზე აგვიღია და მხოლოდ ხუბუა გვეგონა დამნაშავე. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ მის უკან ვიღაც იდგა.

– ასე რატომ იფიქრეთ?

– იმიტომ, რომ ხუბუა კლდეზე გადაჩეხილი იპოვეს ჩვენმა მესაზღვრეებმა ჩვენს ტერიტორიაზე. ძვირფასეულობა კი მას არ ჰქონდა. როგორც ეტყობა, ის თურქეთში ცდილობდა გადასვლას და მის თანამონაწილეს იქ უნდა ჩაეტანა ძვირფასეულობა.

– სავარაუდო ეჭვმიტანილთა სია შეადგინეთ?

– შევადგინეთ. ასეთი სულ ოთხი ადამიანი გვყავდა და ოთხივე სუფთა აღმოჩნდა. მახსოვს, განყოფილების უფროსს, ნესტორ ესაკიას, ვისი ადიუტანტიც ხუბუა იყო, გულმა დაარტყა და კარგა ხანს საავადმყოფოშიც კი მკურნალობდა. მან გადადგომის პატაკიც დაწერა, მაგრამ არ გაუშვეს. პირიქით, ბერიამ ის დააწინაურა კიდეც. შემდეგ მოსკოვში თან იახლა და იქ მუშაობდა. ბერიას დახვრეტამდე ერთი წლით ადრე კი ესაკია საქართველოში დაბრუნდა და მაღალი პოსტი ჩაიბარა უშიშროებაში. თუმცა, ბერიას დაპატიმრების ამბავი რომ გაიგო, დამბლა დაეცა და მხოლოდ ამან იხსნა დაჭერისგან.

– ახლა ცოცხალია?

– 1962-ში გარდაიცვალა, ოთხი წლის წინ.

– გმადლობთ, ბატონო ნოდარ. მეტს აღარ შეგაწუხებთ, – თემურ გოცირიძე პენსიონერ კოლეგას გამოემშვიდობა და წავიდა.

 „კაგებეს“ 30 წლის კაპიტანს, თემურ გოცირიძეს, ინტუიცია კარნახობდა, რომ „ტვირთი 337-ის“ საქმეში ნესტორ ესაკიას ხელი ერია. ამიტომ მისი დოსიეს შესწავლას შეუდგა. თუმცა, საეჭვოს ვერაფერს მიაგნო და იმედი თითქმის რომ გადაეწურა, ერთი საგულისხმო ფაქტი აღმოაჩინა. კერძოდ ის, რომ ადრე ესაკიას ვაკეში საკუთარი სახლი ჰქონდა, იმ მონაკვეთში, სადაც ცარიელი ყუთი იპოვეს. გოცირიძე თითქმის დარწმუნდა, რომ „ტვირთი 337-ის“ გატაცება ესაკიას ორგანიზებული იყო. კაპიტანმა დაადგინა, რომ ესაკიას ცოლი – მართა, შვილი – ლავრენტი და შვილიშვილი – ნესტორი, ცოცხლები იყვნენ. მართა 80 წლის მოხუცი იყო. ნესტორი მეექვსე კლასში სწავლობდა, ხოლო 41 წლის ლავრენტი „კაგებეს“ მაღალჩინოსანი გახლდათ და პოდპოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. გოცირიძემ იცოდა, რომ პატარა შეცდომასაც კი არ აპატიებდნენ. ამიტომ, ფრთხილად შეუდგა მოკვლევას.

მან დაადგინა, რომ ესაკიებს კერძო აგარაკი ჰქონდათ წყნეთში, რომელიც 1951 წელს მიიღეს. გოცირიძის აზრით, გარდაცვლილი გენერალი სწორედ იქ მალავდა 1926 წელს გატაცებულ ძვირფასეულობას, შვილი კი საქმის კურსში არ იყო.

თემურ გოცირიძემ პირადი რისკის ფასად ესაკიების დაცარიელებულ აგარაკში შეაღწია, გაჩხრიკა, რისთვისაც ნაღმის მოსაძებნი მოწყობილობა გამოიყენა და სხვენის სქელ კედელში სამალავი აღმოაჩინა. იქ ოთხი ცალი ბიდონი იდო და თითოეულში 18-18 კილოგრამი ძვირფასეულობა იყო შენახული. გოცირიძემ მეორე დღეს პატაკი დაწერა ალექსი ინაურის სახელზე, რომელშიც აღიარებდა, რომ კანონდარღვევით იმოქმედა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობა იყო.

იმავე დღეს, „კაგებეს“ სპეცჯგუფმა აგარაკიდან ძვირფასეულობა ამოიღო და ექსპერტებმა ის 70 მილიონ მანეთად შეაფასეს. პოდპოლკოვნიკი ლავრენტი ესაკია პოსტიდან გადადგა, გოცირიძეს კი მაიორობა მიანიჭეს.

 

скачать dle 11.3