კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძალადე მესი

ბალოტელი დააყაჩაღეს

იტალიის ნაკრებისა და „მილანის” ფორვარდი მარიო ბალოტელი დააყაჩაღეს. ფეხბურთელის სახლიდან მძარცველებმა საიუველირო ნაკეთობანი, ძვირად ღირებული საათები და ავტომობილი გაიტაცეს. ლიმიდო-კომოსკოში მდებარე მდიდრულ ვილაში მაშინ შევიდნენ მძარცველები, როდესაც მარიო თავის ძმასთან ერთად რამდენიმე საათით იყო გასული. სახლში მისულ  ფეხბურთელს რამდენიმე ათას ევროდ შეფასებული საიუველირო ნაწარმი, ძვირად ღირებული მაჯის საათები და „პორშე კარერა” ადგილზე აღარ დახვდა. იტალიელმა კარაბინერებმა ავტომობილი მალევე დაუბრუნეს პატრონს, თუმცა, ჯერჯერობით ვერც დანარჩენი მოპარული ნივთები აღმოაჩინეს და ვერც მძარცველები დააკავეს.

 

მოძალადე მესი

ყველაზე ცნობილმა სამხრეთამერიკელმა ფეხბურთის ქომაგმა, პარაგვაელმა მოდელმა ლარისა რიკელმემ, ერთ-ერთ ბრაზილიურ ტელეშოუში სენსაციური განცხადება გააკეთა. ლამაზმანის თქმით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ლიონელ მესიმ მას ფულის სანაცვლოდ სექსი შესთავაზა, რაზეც თავაზიანი უარი მიიღო. რიკელმე ირწმუნება, რომ ბოლო დროს სისტემატურად განიცდის ზეწოლას ლიონელ მესისგან, რომელიც ცდილობს ყველა ხერხით დაითანხმოს ის ინტიმურ კავშირზე. მესის მოძალადეობა სამხრეთ ამერიკული პრესის ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ტირაჟირებულ სკანდალად სახელდება.

 

გაკოტრებული დევიდ ჯეიმსი

ცნობილმა ინგლისელმა მეკარემ, ინგლისის ნაკრების რეკორდსმენმა დევიდ ჯეიმსმა ოფიციალურად გამოაცხადა თავი გაკოტრებულად. მან მთლიანად დაკარგა 20-მილიონიანი ქონება და ჰერტფორდის საგრაფოს სასამართლომ იგი ბანკროტად გამოაცხადა. ფინანსური აქტივები ჯეიმსმა ხანგრძლივი განქორწინების გამო დაკარგა, რომელიც 2005 წლიდან გრძელდება, ანუ, ის, ფაქტობრივად, ყოფილმა მეუღლემ გააკოტრა. ამჟამად ვეტერანი ფეხბურთელი ინგლისურ სპორტულ არხებზე მუშაობს ექსპერტად და ასევე „არმანის” მოდელი გახლავთ. 

დევიდ ჯეიმსი ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტია მსოფლიო ჩემპიონატებზე – 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, ჯეიმსი 40 წლის ასაკში გავიდა საფეხბურთო მინდორზე.

 

„პუმას” ახალი რეკლამა

სპორტული ინვენტარის მწარმოებელმა ცნობილმა კომპანია „პუმამ” ახალი სარეკლამო რგოლი წარადგინა, რომელშიც მთავარ როლებს ფეხბურთის ვარსკვლავები: არგენტინელი სერხიო აგუერო, გერმანელი მარკო როისი, ესპანელი სესკ ფაბრეგასი და იტალიელი მარიო ბალოტელი ასრულებენ. მსოფლიო დონის ვარსკვლავები სარეკლამო რგოლში „პუმას” ახალი ტექნოლოგიით შექმნილ ბუცებს უკეთებენ რეკლამას  და, სავარაუდოდ, ამ სპორტულ ფეხსაცმელში ისინი ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მუნდიალზე იასპარეზებენ.

скачать dle 11.3