კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბიზნესი წამოიწყო ნანიკო ხაზარაძემ ვაკეში და რატომ ცხოვრობს ის ასკეტურად

ახალი სატელევიზიო ეთერიდან ნანიკო ხაზარაძე  ტელეკომპანია „იმედს” მეორე წრეზე დაუბრუნდა.  ეს მისთვის უჩვეულო არც არის  – ტელევიზიებს ისე ხშირად იცვლის, საკუთარი რეკორდიც კი აქვს მოხსნილი. „დღის შოუს” წამყვანს ძველი დისლოკაციის ადგილზე ახალი მხოლოდ თანაწამყვანი დახვდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა სულაც  არ უჭირს და შესაბამისად, ამ ამპლუასაც ისე მოერგო, თითქოს  ტაიმაუტი არც  ჰქონია.    

 

ნანიკო ხაზარაძე:  იქიდან გამომდინარე, რომ „იმედზე” დაბრუნებულს ახალი არც ტელევიზია დამხვედრია და  არც თანამშრომლები, არც ერთი წამი არ მქონია   განცდა, რომ აქაურობა დავტოვე და მერე უკან დავბრუნდი. ასე მგონია, სულ აქ ვიყავი. ეს განცდა, ალბათ, იმიტომაც მქონდა, რომ დიდი ხანი ვიყავი აქ.  სამი წელი მქონდა ნამუშევარი „იმედში”. ციფრი სამი თითქოს ცოტაა, მაგრამ ყოველდღიური ეთერისთვის, არაა ცოტა დრო, პირიქით, ბევრიც კია.  შესაბამისად,  აქაურობასთან შეჩვევა და შეგუება, არ გამჭირვებია.  გუნდურ მუშაობას სხვა მობილიზაცია სჭირდება, მაგრამ მე ამას მიჩვეული ვარ.  კოლექტიური არაფერი მიყვარს, მუშაობის გარდა. აქ  „ახალი” დამხვდა სოფიკო ნარჩემაშვილი, რომელიც ძალიან კომფორტული ადამიანია. მასთან  არ დამჭირვებია აწყობა. ისე მოხდა, რომ ერთმანეთს შევხედეთ და გავუგეთ.  

– ძველი პარტნიორები ხომ არ მოგენატრა?

– მე საერთოდ არ მაქვს  ნოსტალგიის გრძნობა. არ მაქვს ნოსტალგია არც ჩემს ძველ სახლებზე, არც ნივთებზე. მიჯაჭვულობა არაფრის მიმართ არ მაკავშირებს. ეს, ალბათ,  ჩემი თავდაცვაა სენტიმენტებისგან, რომ ბევრი არ ვიფიქრო იმ ყველაფერზე, რაც უკან რჩება.  იასთან  და დოდოშკასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ერთმანეთს  ხშირად ვერ ვნახულობთ. ჩემი  დღის რეჟიმი, ბავშვი ბევრ  დროს მოითხოვს.    

– შუადღის შოუ განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვს შენგან,  მით უფრო, მას შემდეგ, რაც დიდი ხანი  დილის ეთერს იყავი  მიჩვეული.

– კი, მაგრამ მე ხომ დღის პირველის ნახევარზე არ ვიწყებ მუშაობას? სამსახურში  ადრე მოვდივარ, აგერ სხედან ჩემი დირექტორები, ბევრნი არიან, მაგრამ კარგები. ისინი მუშაობენ,  მიგზავნიან ტექსტს, რასაც უნდა გავეცნო, რომ  ვიცოდე, რაზე ვისაუბრო, ტვინში როგორ დავალაგო.  სულ მობილიზებული ვარ, ჩემი ტვინი სულ რაღაცაზე ფიქრობს და ალაგებს. ამას გარდა, მყავს შვილი, რომელსაც ძალიან ბევრი დრო სჭირდება. 

– დროდადრო კინოპროექტებშიც ჩნდები. ეს კომერციული ინტერესია, თუ ძველი, პროფესიული?

– შემოთავაზებები სულ მაქვს და ნეტავ, სულ მქონდეს.  გარდა იმისა, რომ ეს მატერიალური შემოსავლის წყაროა, მიყვარს ამის კეთება – დროს სასიამოვნოდ ვატარებ. ჩემთვის ყველა სამუშაო საინტერესოა, რასაც კი ხელს ვკიდებ. პერმანენტულად სადღაც ყოველთვის ვარ. ზოგი პროექტი ბესტსელერიც კი ხდება, როგორც საახალწლო ფილმმა მოხსნა ყველა რეკორდი. მე ჩემს პროფესიასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, ამ მხრივაც სულ რაღაცას ვაკეთებ.  სწორედ ასეთ დროს შეიძლება, ჩემი ნახვა  ხალხმრავალ ადგილებში.  ერთადერთი შანსი, რომ ხალხმრავალ ადგილებში მოვხვდე, ეს არის ჩემი სამუშაო. 

– ხალხმრავლობაში ყოფნაზე რატომ ამბობ უარს?

– მე უფრო სახლის ტიპი ვარ, მიყვარს სახლში ყოფნა. თუ მაქვს თავისუფალი ერთი საათიც კი, მირჩევნია, სახლში გავატარო. სახლში  უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე ბევრ ხალხში. სახლის საქმეც ძალიან მიყვარს – ვგიჟდები სახლის დალაგებაზე. სახლში ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ყოჩაღი ვარ, მაგრამ ასეთი ვარ და არ მესმის იმ ადამიანების, ვინც გაიძახის, რომ დრო არ აქვს და ნერვები.  თუ გაკეთება  არ გინდა, ეს სულ სხვა თემაა.

– და შენი  ეპატაჟური იმიჯი, ცოტა ავანტიურისტული ხასიათი ასე, სახლის კედლებში რჩება? 

– მე არ ვფიქრობ, რომ ეპატაჟური ვარ. ქერა მოკლე თმა ეპატაჟია? ეპატაჟური ისაა, ვინც ავანტიურაზე მიდის, რომ ყურადღება მიიქციოს. კარგი გაგებით ავანტიურა და გამოწვევა მიყვარს, არ ვიხევ უკან სიახლეზე, რისკზე. იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიო, ყველაფერზე არ წავალ. გადაცემის გამო იმას არ გავაკეთებ, რასაც არ გავაკეთებ ცხოვრებაში. რასაც არ გავუკეთებ საკუთარ თავს, იმას არც სხვას გავუკეთებ. ეს წესი ჩემთვის მარტივია. ერთი-ორჯერ მქონდა შემთხვევა, როდესაც ისეთი თემა და სტუმარი შემომთავაზეს, რომ ვთქვი: მე სამსახურიდან წავალ და ამას არ გავაკეთებ-მეთქი. მაგრამ, მე კარგი დირექტორები მყავს და არ მაიძულეს იმის გაკეთება, რაც არ მინდოდა.

– ტელევიზია არ არის, სადაც არ გიმუშავია. ბევრგან, „იმედის” არ იყოს, მეორე წრეზე ხარ წასული. რატომ იცვლი ასე ხშირად ტელევიზიებს?

– სიახლე კარგია. ეს ჩემთვის საინტერესოა. სიახლეები მირჩევნია ხუთი წელი ერთ ადგილზე მუშაობას. მართლა ყველა ტელევიზიაში ვარ ნამუშევარი, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. პირველი, მეორე არხები, „რუსთავი 2,” „მაესტრო,” „იმედი” – ეს არხები ათვისებული მაქვს. „რუსთავი 2-ზე” ორჯერ ვმუშაობდი, წავედი და მერე უკან დამაბრუნეს. სამჯერ დავბრუნდი  „მაესტროზე”.  არის რაღაცეები, რასაც ვერ ვლახავ, რაზედაც ნაბიჯს ვერ ვდგამ, ეს ალბათ, უფრო ჩემი პირადი პრობლემაა. როცა ვტოვებდი ამა თუ იმ ტელევიზიას, მერე იქ, როგორც ჩანს, იწყებოდა ფიქრი, რატომ წავედი და  რაღაცეები იცვლებოდა. ახლა აქაც კარგად ვარ, სტაბილურად კარგად. სამსახურის შემდეგ მთელი ჩემი დრო ეკუთვნის ლილუს. ის  უკვე ათი წლისაა, მიყვარს მასთან ერთად ყოფნა. თუ ლილუს სამეცადინო არ აქვს, აბსოლუტურად ყველგან დამყავს. 

– შენი სამსახურის ხშირი სტუმარიც იქნება. აქაურობა ოკუპირებული აქვს?

– ლილუ არაა ტერორისტი, რაც გაჩნდა, იმ დღიდან ტელევიზიაშია. ასე რომ, არაფერს უწევს ოკუპაციას. სადაც არ უნდა წავიყვანო, მშვიდად ზის და მელოდება. მეც ასეთი ბავშვი ვიყავი. სტუმრად რომ წამიყვანდნენ, აივანზე გავდიოდი და ჩემთვის ჩუმად ვიდექი, არავის ვეკონტაქტებოდი, არ ველაპარაკებოდი. დედაჩემი მომიყვა,  ლილუსხელა ვიყავი თურმე, ერთხელ სტუმრად წამიყვანეს. გავედი აივანზე და ჩემთვის ჩუმად ვიდექი. მეზობელს დაურეკავს ჩვენი მასპინძლისთვის, სად იყიდეთ ეს გერმანული თოჯინა, მეც მინდა ბავშვისთვისო. როგორც ჩანს, ისეთი გაშეშებული ვიდექი, თოჯინა ვეგონე.  16-17 წლის ვიყავი, როცა გავიხსენი და  საუბარი დავიწყე.

– როცა პირველი სართულიდან საკუთარი „ბიზნესი” დაიწყე?

– ეს გარემოებებმა მოიტანა. პირველ სართულზე ვცხოვრობდი და ვისაც არ ეზარებოდა, მიკაკუნებდა – დამარეკინე, ტუალეტში შევალ, ყავა დამალევინე. ხუმრობის ფორმით მოვიგონე და ამ „მომსახურებას” ფასი დავადე – 50 თეთრი ღირდა დარეკვა, 50 თეთრი ყავა, 50 თეთრი ტუალეტი. სამ დღეში გავაკეთე  ფული, მაგრამ ტარიფები მალევე მოვხსენი.

– კომერციის ნიჭი გქონია.

– არა. ამ მხრივ ამის შემდეგ  მცდელობები არ მქონია. ჩემი ბინის პირველმა სართულმა და გარემოებებმა გამოიწვია ის მცირე ბიზნესი.      

– ამბობენ, რომ ძალიან აქტიური დედა ხარ. 

– მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი დედა ვარ. ისე მოხდა, პატარაობიდანვე ვერ მივანდე ვერავის და სულ ერთად ვიყავით. მყავს დამხმარე ბებიები, მაგრამ პარასკევს ლილუ სკოლის მერე მასთან რომ მიდის, მეორე დილას მეც იქ მივდივარ და  მაინც სულ ერთად ვართ. 

– შენ გგავს?

– არა, გარეგნულად „კოპიო” მამაა. შინაგანად ჩემზე  ბევრად კეთილშობილი და გახსნილია. მე  ძალიან ჩაკეტილი ვარ. ასეთი მახსოვს საკუთარი თავი ბავშვობიდან. რა არის ამის პრობლემა? ამაზე, ალბათ, ფროიდთან მაქვს სასაუბრო და ეგებ პრობლემის ძირსაც  მივაგნო.  ვცდილობ, დავიცვა ჩემი სამყარო და მასში ვინმე ჩემი ნებართვის გარეშე არ შეიჭრას. 

–  დღეს შენი ცხოვრების წესი როგორია?

– ჩვეულებრივი. სახლიდან არ გავდივარ, ასკეტურად ვცხოვრობ. თუმცა, ხალისიანი და ცხოვრებისმოყვარული ვარ.  ძალიან აქტიურად ვარ ჩართული სპორტულ ღონისძიებებში. სიამოვნებით ვიღებდი მონაწილეობას რალიში, თხილამურებით სრიალში. ტელევიზიიდან წავიღებდი და  როგორც გამარჯვებული, ისევ უკან ვაბრუნებდი თასს (იცინის). ჩოგბურთში ლაბაძე მყავს დაჯაბნული.  ჩვეულებრივი ტურნირი იყო, როცა მკითხეს, ჩოგბურთი იციო? კი-მეთქი, ვუპასუხე.  ტურნირი  ბათუმში იმართებოდა, უფასო ყველაფერი მიყვარს.  როცა ვიფიქრე, რომ  შემეძლო ერთი დღე გამეცდინა სამსახური, ორი დღე კარგ სასტუმროში უფასოდ დამესვენა და კარგად მეჭამა, ამაზე უარს როგორ ვიტყოდი. გარეგნულად არ მეტყობა, თორემ კარგი მჭამელი ვარ. მოკლედ,  ორი კვირა ვივარჯიშე და ბალერინასავით გამოწყობილი წავედი ბათუმში. არც პოკერის თამაში ვიცოდი, არავის ეგონა, რომ პირველად ვიჯექი მაგიდასთან, მაგრამ ფინალში გავედი და ისიც მოვიგე. მთამსვლელობაშიც მაქვს აღებული თასი, მოკლედ, თასებს ვაგროვებ ტელევიზიისთვის. აი, ამ მხრივ ნამდვილად ვარ ავანტიურისტი (იცინის).                    

 

скачать dle 11.3