კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ითამაშა ანი კალანდაძემ ბოლივუდის ცნობილ ფილმებში ქართველი გოგონების როლები და რატომ მიიღო მან შოკი ინდოეთში

მოდელი ანი კალანდაძე, დანარჩენ სამ გოგონასთან ერთად, ლეილა საფოევას წყალობით მუმბაიში, ბოლივუდში აღმოჩნდა. თავდაპირველად ის მხოლოდ საიუველირო და სხვა ცნობილი ბრენდების სახე იყო, შემდგომში კი ოთხ ბოლივუდურ ფილმში ითამაშა, რომელთაგანაც სამი ნამდვილ კინოჰიტად იქცა.

ანი კალანდაძე: ვიყავი მეთერთმეტე კლასში და „გრაციას“ მოდელი. ჩვენთან სკოლაში ქალბატონი ნანი მსხილაძე მოვიდა და რაღაც მოსაწვევი გადმომცა – სილამაზის კონკურსს ატარებდნენ, მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. შემდეგ ქალბატონმა ნანიმ მითხრა, რომ ჰყავდა ნაცნობი, რომელიც ქართველ გოგონებს ბოლივუდის კინოინდუსტრიასთან აკავშირებდა. შემომთავაზეს, გამეგზავნა ჩემი ფოტოები და თანხმობის შემთხვევაში წავსულიყავი მუმბაიში მოდელად სამუშაოდ. სხვათა შორის, კონკრეტულად არ ვიტყვი, მაგრამ, ჰოლივუდიდანაც არის რაღაც შემოთავაზებები. როგორც ვიცი, მალე ჩამოვლენ ამერიკიდან და ქალბატონი ნანი მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რამდენიმე რეჟისორია დაინტერესებული.

– წარმოიდგენდი, რომ ოდესმე ინდური კინოს მსახიობი გახდებოდი?

– რას ამბობ! (იცინის) ბოლივუდის მსახიობი კი არა, იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ინდოეთში წავიდოდი. ინდური კინო თვალითაც არ მქონდა ნანახი. ერთი, აიშვარია რაი ვიცოდი. მეგობრები დამცინოდნენ, რომ ჩამოხვალ, სპილო ჩამოიყვანეო (იცინის). არადა, ვფიქრობ, რომ ეს დიდი წარმატებაა. მე და ანუკი ჭოხონელიძე, ჩემი მეგობარი ერთად გავფრინდით. წავედით როგორც მოდელები, მაგრამ, შემდეგ ლეილამ წამიყვანა ქასთინგებზე, გარისკა და არც შემცდარა – ოთხ ფილმში გადამიღეს. თავიდან მართლა გამიჭირდა. ლამაზია ინდოეთი, მაგრამ, მუმბაიში ისეთი რაღაცეები ვნახე, კინაღამ გული გამისკდა! საშინელი სიბინძურე და სიღარიბეა. ქუჩაში ისეთი სუნი დგას და ისე ცხელა! ხომ იცი, თბილისში რომ ჩამოდის სოფლიდან ხალხი, იქაც ჩამოდიან პროვინციებიდან. ასეა მუმბაიშიც, ოღონდ, იქ ბარაკებში და პირდაპირ ქუჩაშიც ცხოვრობენ ძროხებთან ერთად, ღია ცის ქვეშ ბანაობენ; ფეხმძიმე ქალები სხედან და მათხოვრობენ ცნობილი ადამიანების სახლებთან და პოლიცია სულ დასდევს... მოკლედ, ამ ყველაფერმა შოკში ჩამაგდო, მაგრამ, მალე მივეჩვიე, იმდენად თბილი და უშუალო ხალხია. თავიდან ენაც არ ვიცოდით კარგად – არც ინგლისური, არც ჰინდი. ლეილა დაგვყვებოდა ყველგან. კინაღამ დავიკარგეთ ბომბეის აეროპორტში. თან, რომ ჩავედით, წვიმები იყო სეზონური, ატალახებული იყო იქაურობა. 

– ქალბატონი ლეილა მკაცრად გექცეოდათ?

– საქმეში საკმაოდ მკაცრია. საერთოდ, მეგობრულია, უშუალო, მაგრამ, მენეჯერი – მენეჯერია, საქმე კი – საქმე. ინდურ სიტყვებს ქართული ასოებით გვიწერდა და ჩვენც ვსწავლობდით. ცალკე გვიხსნიდა, როგორი სახის გამომეტყველება უნდა გვქონოდა, ცალკე – აქცენტს. ინდურსა და ქართულს მინიმუმ ასი სიტყვა აქვს საერთო, ბევრიც ძალიან ჰგავს. მაგალითად, „ჯიგარ” ნიშნავს ჯიგარს. რომ ვუთხარი, ძალიან გაუკვირდათ და გაუხარდათ. სამაგიეროდ, რუსებსა და უკრაინელებს ისე უჭირთ, იხოცებიან (იცინის).

სხვათა შორის, ყველა ფილმი, რომლებშიც ვითამაშე, ჩემი გახმოვანებულია. მართალია, არ ვმღეროდი, მაგრამ, მაინც გვიწევდა ტექსტის დაზეპირება, რომ პირის მოძრაობა აგვეყოლებინა, თორემ, ისე ყველამ იცის, რომ ინდურ ფილმში თვითონ არ მღერის მსახიობი. 

– კამერის კომპლექსი არ გქონდა?

– იქ არანაირი, აქ კი მაინც მაქვს. იცი, რატომ?! საქართველოში მაინც არის დაცინვის მომენტი – თუ რამე ისე ვერ გააკეთე, იბოჭები. იქ კი  საერთოდ არ იციან დაცინვა, კბენა და ასეთი რამეები. თუ ვერ გააკეთე, ათასჯერ აგიხსნიან მშვიდად და გასაგებად. არ მახსოვს, ვინმეს ეყვიროს. 

– რომელ ფილმებში მიიღე მონაწილეობა? მოგვიყევი, თუ შეიძლება.

– ამჟამადაც მაქვს შემოთავაზებები – ბოლივუდის რეჟისორი დამიკავშირდა სოციალური ქსელის საშუალებით და ინდური კინოს ვარსკვლავისთვის პარტნიორობის გაწევა მომიწევს, ისე, როგორც ვთქვი, ოთხ ფილმში ვითამაშე, რომელთაგან ერთი – ბოლო ფილმი, პოლიტიკური შინაარსის იყო. ლეილა ყველგან დამყვებოდა გადაღებებზე, თუ რამეს ვერ გავიგებდი, ქართულად რომ აეხსნა. ბოლო ფილმზე ვერ მოახერხა წამოსვლა და საშინლად ვნერვიულობდი, ვიფიქრე, არ შევრცხვე-მეთქი. რეჟისორიც ძალიან გაბრაზდა, მაგრამ, იმდენად კარგად გავაკეთე ჩემი საქმე, გადაღებები რომ დასრულდა, მადლობები მიხადა, უფრო დამოუკიდებელიც გავხდი. პირველი ფილმი, რატომღაც, დღემდე არ გამოსულა ეკრანზე. სამ დუბლზე მეტი არც დაგვჭირვებია – სამსახიობო ნიჭიც თუ მქონდა, არ ვიცოდი (იცინის). სიმართლე გითხრათ, ქასთინგზე მაინცდამაინც ვერ გამოვიჩინე თავი – არ აღფრთოვანებულან ჩემით, მით უმეტეს, რომ იქ ისეთი ლამაზი ბრაზილიელი და უკრაინელი გოგონები იყვნენ, ვიფიქრე, მე ვინ შემარჩევს-მეთქი, თუმცა, ისე მოხდა, რომ ზუსტად ქართული ტიპაჟი სჭირდებოდათ, გადაღებებზე ბევრად უკეთ ვითამაშე. სხვათა შორის, თითქმის ყველა ფილმში უცხოელის როლს ვთამაშობ, მათგან სამში ქართველი ვარ და ანა მქვია, ერთში – გლორია. ერთი ფილმი იყო „კანადა კინოს” გადაღებული და არა ბოლივუდის, ამიტომ სრულიად განსხვავებულ, სამხრეთინდურ ჰინდიზე მომიწია საუბარი. 

ბევრ ქალაქში მქონდა გადაღებები: დელიში, გოაში, ბანგალორში, პატარა ქალაქებშიც, რომელთა სახელებიც არ მახსოვს... გოაში საოცარი რამ შემემთხვა, სიკვდილს გადავურჩი. თან, ისეთ მაღალ ადგილზე ვიდექი, ქალბატონ ლეილას რომ არ შეემჩნია, ჩამოვვარდებოდი. მოკლედ, შუადღის მზეზე, საშინელ სიცხეში ვიღებდით სცენებს. კი დამყვებოდნენ ასისტენტები ქოლგებით, მაგრამ, დაღლილიც ვიყავი, მშიერიც და მერიდებოდა მეთქვა, ცუდად ვარ-მეთქი. თან, მზის დარტყმა მივიღე, ცოცხალ-მკვდარი ვეგდე გაშოტილი ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. მერე კიდევ, რომ ვირუჯებოდი, მაფრთხილებდა ლეილა, რამე დაიფარეო, მაგრამ არ დავუჯერე და ისე დავიწვი, დავსივდი, მუმბაიში რომ ჩავფრინდით, ლეილამ ინვალიდის ეტლით გამომაგორა აეროპორტიდან. 

– ინდოელ მამაკაცთან არ გქონია რომანი?

– არასოდეს თქვა – „არასოდეს“. თავიდან, მასა რომ დავინახე, გული გამისკდა – ინდოელს როგორ უნდა გაჰყვე ცოლად-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ქასთინგებზე ისეთი ბიჭები ვნახე, ფანტასტიკური, საქართველოში ეგეთი ბიჭი მე არ მინახავს – ქერები, შავგვრემნები მწვანე თვალებით... გავგიჟდი კინაღამ! სხვათა შორის, გადასაღებ მოედანზეც მქონდა ფლირტი პარტნიორთან, რომელიც ბოლივუდის ვარსკვლავია და ბევრ ფილმში თამაშობს. გაგვიჩნდა ურთიერთსიმპათიები, მაგრამ, სერიოზულ გრძნობაში არ გადაზრდილა ეგ ამბავი (იცინის). სერიოზული როლი მქონდა ბოლო ფილმში, თუმცა, პრემიერას არ დავსწრებივარ.

– პოლიტიკური სიუჟეტი აქვსო, თქვი. 

– დიახ, დაპირისპირებაა პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის. მე ამ ბიზნესმენის შეყვარებულის როლს ვთამაშობ – ქართველ ანას, რომელიც 25 წლის შემდეგ მამასთან ერთად ბრუნდება ინდოეთში. უფრო მძაფრსიუჟეტიანია ეს ფილმი და ამ მსახიობებს საქართველოშიც კარგად იცნობენ. საერთოდ, არც ერთ ფილმში არ მითამაშია ისე, რომ ძალიან დიდ ვარსკვლავს ან ცნობილ სახეს არ ეთამაშა იქ. 

– ცეკვების შესრულება თუ მოგიწია თავად?

–  ერთ ფილმში შევასრულე თანამედროვე ცეკვები; ისე, ინდური ცეკვაც ვისწავლე – გადაღებებამდე ქორეოგრაფი გვიხსნიდა, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ვაკეთებდი. 

– სარიში მქონდა გადაღებებიო, ამბობდი. 

– კი, მქონდა და დავიტანჯე. საქორწილო სარი ულამაზესია, მაგრამ, უმძიმესი –  თვლებით, ქვებით გაწყობილი; 6 მეტრია და სპეციალურად სჭირდება ჩაცმა. 20-25-კილოგრამიანი კაბები მეცვა, თან, საშინლად გრძელია! ორ დღეში 30 სარი გამოვიცვალე, სხვადასხვა მაკიაჟი, ვარცხნილობა... – კინაღამ მოვკვდი. მაგრამ, პორტფოლიოებისთვის სარიში უფრო ბრაზილიელ გოგოებს იღებდნენ – ისინი მაღლები არიან. კიდევ, ვიყავი სხვადასხვა ცნობილი საიუველირო ბრენდის სახე. 

– იქ ქართულ საჭმელს თუ ამზადებდით?

– ქართულს არა, ჩვენ არ ვიცით კერძების მომზადება, ლეილა გვიკეთებდა საჭმელებს. ვგიჟდები ინდურ სამზარეულოზე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ რესტორანში შევიდოდი და ლობიოს შევუკვეთდი, იქ სხვანაირი სანელებლებით ამზადებენ. ორ თვეში 7 კილოგრამი მოვიმატე, სასწორზე რომ შევდექი, კინაღამ გაგიჟდა ლეილა (იცინის). 

скачать dle 11.3