კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიდელ კასტროს რომელი გამოსვლებია შეტანილი გინესის რეკორდების წიგნში და რომელი ფირმის მაჯის საათებს ანიჭებს ის უპირატესობას

 

ფიდელ კასტრო, ქარიზმატული და ლეგენდარული ლიდერი, კომუნისტური ეპოქის უკანასკნელი „დინოზავრი” და კუბური რევოლუციის კომანდანტე, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკოსი და ორატორი. მისი პირადი ცხოვრება მუდამ განსჯის საგანი გახლდათ და მითებითა და ლეგენდებით იყო გაჯერებული. როცა ვენესუელელმა ექიმებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ რევოლუციონერს ინსულტი მოუვიდა და რამდენიმე კვირის სიცოცხლე დარჩა, მის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი გაორმაგდა. თუმცა, მისი პერსონა ინტერესის ნაკლებობას არც მანამდე განიცდიდა. 

* ფიდელი, ისევე როგორც მისი ორი ძმა და სამი და, შაქრის პლანტატორისა და მოსამსახურე ქალის უკანონოდ შობილი ბავშვი გახლდათ.  რვა წლის ასაკამდე ის  მონათლული არ იყო, რაც კათოლიკურ ქვეყანაში დაუშვებელია. სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ კუბის მომავალი სულიერი ლიდერი და რევოლუციის ღმერთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში „არაქრისტიანი ნაბიჭვრის” სახელით იყო ცნობილი მის მშობლიურ ქალაქ ბირანში, კუბის მოსახლეობამ არ იცოდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, ამ ფაქტს არ დაუმსხვრევია მითი ფიდელის წმიდანობის შესახებ. ნებისმიერი კუბელისთვის კომანდანტეს ბავშვობის წლები სამაგალითოა და ისინი მიიჩნევენ, რომ არა მისი მძიმე ბავშვობა, შესაძლებელია, ის არასდროს გამხდარიყო ის, რაც დღეს არის. 15 წლის ასაკში, ფიდელის მშობლები ოფიციალურად დაქორწინდნენ და ის კუბური საშუალო ფენის ელიტური ნაწილის ლეგიტიმურ წევრად იქცა. სწორედ ამ პერიოდში, ალექსანდრე მაკედონელის პატივსაცემად ფიდელმა პასპორტში თავის მეორე სახელად ალეხანდრო ჩაწერა და ჰავანის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ დროს გაწევრიანდა ედუარდო ჩიბასას ორთოდოქსალურ პარტიაში. ამ პარტიიდან დაიწყო დიდი რევოლუციონერის პირველი ნაბიჯები.

* 2004 წელს ვაშინგტონის ნაციონალური არქივის თანამშრომლებმა საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. 1938 წელს, 12 წლის ასაკში ფიდელ კასტრომ წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელ პრეზიდენტს, ფრანკლინ დელანო რუზველტს. წერილში ეწერა: „პატივცემულო პრეზიდენტო, მე არასდროს მინახავს მწვანე ათდოლარიანი კუპიურა და ძალიან მინდა, მქონდეს. თქვენი მეგობარი ფიდელი”. კონვერტზე გაგზავნის ადგილად, ფიდელის სკოლის მისამართი ეწერა და საინტერესოა, რომ ფრანკლინ რუზველტმა უპასუხა პატარა კუბელის წერილს, მაგრამ ათდოლარიანი კუპიურა არ გაუგზავნა. ეს ფაქტი თვით კომანდანტესაც აღუნიშნავს რამდენიმეჯერ თავის გამოსვლაში. ეს წერილი ვაშინგტონის ნაციონალური არქივის მუზეუმშია გამოფენილი.

* ურუგვაელი კინოკრიტიკოსის, ალვარო სახურხოს წყალობით ცნობილი გახდა, რომ მეოცე საუკუნის 40-იან წლებში ფიდელ კასტრო ჰოლივუდს ესტუმრა და რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლებიც კი შეასრულა. სახურხომ პირადად ნახა ორი ფილმი, რომლის ტიტრებში აღნიშნულია კომანდანტეს სახელი და გვარი. ამ ფილმებიდან ყველაზე ცნობილია 1946 წელს გადაღებული „არდადეგები მექსიკაში”, ხოლო მეორე ფილმის სახელწოდებაა „ქალთევზების სკოლა”.

* თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში ცნობილია ფიდელ კასტროს მოკვლის 638 მცდელობა. მისი ლიკვიდაციის უმთავრესი მხარდამჭერები იყვნენ – ამერიკის მთავრობა, კუბელი ოპოზიციონერები და ამერიკელ მაფიოზთა ჯგუფი, რომელმაც 1959 წელს მომხდარი რევოლუციის შედეგად მნიშვნელოვანი ობიექტები და ასევე, ჰავანის კაზინოებისა და ბორდელებზე კონტროლი დაკარგა. ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის პერიოდში კასტროზე 38 თავდასხმა განხორციელდა, კენედის პერიოდში – 42, ჯონსონის – 72, ნიქსონის – 184, კარტერის – 64, რეიგანის – 197, უფროსი ბუშის – 16 და კლინტონის – 21. აღსანიშნავია, რომ ვერც ერთმა მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა. მან თავის დროზე რეიგანის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტის არსებობის შესახებ „ცეერუს” შეატყობინა და ამით გადაარჩინა ამერიკის პრეზიდენტი. არსებობს ვერსია, რომ კასტროს შენახული აქვს თილისმა, რომელიც მას აფრიკელმა შამანმა აჩუქა და რომელსაც მაგიური ძალა აქვს. ამ ამულეტს აბრალებენ, რომ ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა მისი ლიკვიდაცია.

* ფიდელ კასტროს ლიკვიდირების რამდენიმე გეგმაა ცნობილი. 1963 წელს კომანდანტე ამერიკელ იურისტს, დონოვანს უნდა შეხვედროდა, რომელსაც კუბელი ლიდერისთვის ამერიკელი ხალხის საჩუქარი, აკვალანგი უნდა გადაეცა. ამერიკის სადაზვერვო სამსახურის წინასწარ მომზადებული გეგმის თანახმად, აკვალანგის საჰაერო ბალონში ტუბერკულოზის ჩხირები იყო შეყვანილი, თუმცა ამის შესახებ იურისტმა არაფერი იცოდა. დონოვანმა მიიჩნია, რომ აკვალანგი არ იყო შესაფერისი საჩუქარი ქვეყნის პირველი პირისთვის და სხვა, გაცილებით ძვირიანი ძღვენი მიართვა კასტროს, აკვალანგი კი თავად დაიტოვა. მოგვიანებით, დონოვანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ცნობილია მეორე ფაქტი, 1971 წელს კასტრო ვიზიტით იმყოფებოდა ჩილეში, რა დროსაც მისთვის 2 სნაიპერს უნდა ესროლა სხვადასხვა ადგილიდან. თუმცა, ტერაქტის განხორციელებამდე ერთ სნაიპერს ბრმა ნაწლავის შეტევა მოუვიდა, ხოლო მეორე – საავტომობილო ავარიაში მოყვა.

* ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნშია მოხვედრილი. ძირითადად მისი რეკორდები მის ორატორულ ნიჭს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ფიდელ კასტრო 27 საათის განმავლობაში, შეუსვენებლად მდგარა ტრიბუნასთან და ასე მიუმართავს ხალხისთვის. მისი გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ნიუ-იორკში 1960 წელს, გინესის წიგნშია შეტანილი. კასტრო 4 საათის და 29 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა ტრიბუნიდან. კიდევ ერთხელ კასტრომ საზოგადოება 2005 წელს გააოცა, როცა იმ ჭორის გასაქარვებლად, რომ თითქოს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, კასტრომ ჰავანის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, 5 საათის განმავლობაში, ისე რომ ერთხელაც არ დამჯდარა, კომუნისტურ იდეოლოგიაზე ილაპარაკა. კიდევ ერთი რეკორდი 1986 წელს დამყარდა, როდესაც ჰავანაში გამართულ კუბის კომუნისტური პარტიის მესამე ყრილობაზე კასტროს სიტყვით გამოსვლამ 7 საათსა და 10 წუთს გასტანა.

* 1970 წლიდან ფიდელ კასტრო ინგლისურ საფეხბურთო კლუბს „არსენალს” ქომაგობდა. 1970-1971 წლებში კლუბმა „ოქროს დუბლი” მოიგო – ინგლისის ჩემპიონატი და თასი ერთად. სწორედ მას შემდეგ დაინტერესდა კასტრო „მეთოფეებით”.

* ფიდელ კასტრო ცნობილია, როგორც „როლექსის” მარკის მაჯის საათების მოყვარული. ამას მოწმობს არაერთი ფოტო, სადაც კასტრო „როლექსის” საათით არის აღბეჭდილი. სინამდვილეში, 1959 წლამდე, რევოლუციამდე კუბაში არსებობდა „როლექსის” წარმომადგენლობა, რომელიც რევოლუციის დღეებში დააყაჩაღეს და  რამდენიმე საათი კასტროს ხელში აღმოჩნდა. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, ფიდელ კასტრო „როლექსის” საათებს მარჯვენა და მარცხენა ხელზე ატარებდა და არსებობს ვერსია, რომ კასტროს ყველაზე ცნობილმა თაყვანისმცემელმა დიეგო მარადონამ, თავის კერპს ამაში მიჰბაძა – დღემდე ორი საათით ჩნდება საზოგადოებაში. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ფიდელ კასტრო ძვირად ღირებულ „როლექსის” საათებს იაფფასიან ელექტრონულ საათებს ამჯობინებდა.

* 1963 წელს ფიდელ კასტრო პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საბჭოთა კავშირს. კუბელი რევოლუციონერი, საბჭოთა კავშირის მაშინდელ გენერალურ მდივან ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად, აფხაზეთს, კერძოდ, დაბა დურიფშს ეწვია, სადაც მათი მასპინძლობა აფხაზეთის მთავრობის მაშინდელ პირველ მდივანს მიხეილ ბგაჟბას დაევალა. დურიფშის კოლმეურნეობაში კასტროსა და ხრუშჩოვს სახელდახელოდ გაშლილი სუფრა დაახვედრეს, სადაც სტუმრებს ტრადიციულად ღვინით სავსე ყანწით სადღეგრძელოები უნდა ეთქვათ. საბჭოთა ლიდერმა ყანწი სიამოვნებით გამოცალა, ხოლო კასტრომ მხოლოდ მოწრუპა და ღვინო მიწაზე დააქცია. ამ ფაქტით უკმაყოფილო ბგაჟბამ ნიკიტა ხრუშჩოვს გადაუჩურჩულა, რომ სტუმრის ასეთი ქცევა აფხაზების შეურაცხყოფა იყო. მაშინ ხრუშჩოვმა ყანწის გავსების ბრძანება გასცა და კვლავ გაუწოდა კასტროს, რომელმაც ამჯერად სადღეგრძელოც თქვა და ყანწიც ბოლომდე გამოცალა. ამ ფაქტის დამადასტურებელი არაერთი ფოტო არსებობს. იმ სუფრაზე კასტროს ყველაზე მეტად სულგუნი მოსწონებია და შემდგომ საბჭოთა მთავრობა ტონობით აგზავნიდა ყველის ამ სახეობას კუბაში. აფხაზეთის შემდეგ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისს ესტუმრნენ, სადაც სტუმრის პატივსაცემად რამდენიმე კულტურული ღონისძიება გაიმართა. ფიდელ კასტრომ თბილისის ახალმშენებარე უბნები – ვაკე, დიღომი და საბურთალო დაათვალიერა. ესტუმრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს, სადაც კუბელ სტუდენტებს გაესაუბრა. საქართველოს ტერიტორია ფიდელ კასტრომ 1963 წლის 2 ივნისს დატოვა.

 

 

скачать dle 11.3