კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გახდნენ ფაქო და ამიკო „კაი ტიპები“ და როგორ ჩამოაყალიბეს მათ „ოჯახური კლანი“

ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი‚ ანუ „ფაქო“‚ როგორც იცით‚ რამდენიმე თვის წინ GDS-ზე (ჯორჯიან დრიმ სტუდიო – TV) გადავიდნენ. ამბობენ‚ რომ ახალი და საინტერესო სახეების მოზიდვა გრძელდება. საინტერესო სიახლე იყო ჩემთვის  ახალ ტელევიზიაში გოჩა თანდარაშვილის დანახვა. „ჯი-დი-ესზე,“ იუმორისტულ გადაცემებთან ერთად, შემეცნებითი და სხვა სახის პროგრამებიც გავა.

ამიკო ჩოხარაძე: მოკლედ‚ ვემზადებით სიახლეებისთვის. „ჯი-დი-ესი“ ეთერში დაახლოებით თვის ბოლოს გავა‚ პრინციპში‚ გასულია კიდეც‚ თუმცა, გარკვეული პრობლემების გამო, ყველა საკაბელოზე არ გადიოდა. იყო პატარა ხარვეზები‚ გვბლოკავდნენ‚ გადაღების უფლებას არ გვაძლევდნენ‚ კლუბშიც კი არ გვიშვებდნენ – თქვენ ივანიშვილის მომხრეები ხართო. ისე კარგად მიდის ყველაფერი‚ ცოტა არ იყოს‚ გვიჭირს უპრობლემობასთან შეგუება (იცინიან).
ფაქო: საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის,  უცებ – „უიმე‚ კაი ტიპები“ გავხდით‚ არადა‚ წნეხი გვქონდა მანამდე. ახლა მივხვდი‚ ხალხს როგორ ვყვარებივარ და, იმასაც მივხვდი‚ ჩემი ნამდვილი მეგობარი ვინ არის. ყველამ ძალიან სწრაფ ტემპში ჩამოიხსნა ნიღაბი – ისე‚ რომ პირდაღებული დავრჩი! ჩემს ცხოვრებაში ორი ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი: „რუსთავი 2-ში“ მისვლა და იქიდან წამოსვლა – სულს მიხუთავდა უკვე იქაურობა და, ვფიქრობ‚ რომ იქ არაფერი არ დამრჩენია. 30 მეტრში ვცხოვრობდი სამსახურიდან‚ საწოლიდან რომ ფეხს გადავდგამდი‚ უკვე სამსახურში ვიყავი‚ მაგრამ, მაინც სულ მაგვიანდებოდა... პირადად ალეკო მალხაზიშვილისთვისაც მითქვამს‚ იმიტომ მაგვიანდება‚ რომ ცუდი სამსახურია და მოსვლის ხალისიც არ მაქვს-მეთქი. ალეკო მალხაზიშვილი კი იყო ჩვენი უფროსი, თუმცა, რეალურად, ის ვერ წყვეტდა ბევრ რამეს. ერთადერთი‚ რაც შეიძლებოდა იქ დამრჩენოდა‚ ამიკო იყო (იცინიან). ჩვენ რა არ გვქონდა ერთად.
– ამიკო როგორ დაგრჩებოდა‚ მე მგონი‚ ერთმანეთის გარეშე ვერავის ვერ წარმოუდგენიხართ...
ამიკო: იმდენი წელია‚ ერთად ვართ‚ უკვე ერთმანეთთან ვასოცირდებით: ფაქო და ამიკო‚ ამიკო და ფაქო...
– ძველ თანამშრომლებთან გაქვთ კონტაქტი?
ფაქო: რამდენიმესთან‚ სულ ერთი ხელის თითები ეყოფა ჩამოსათვლელად. იყო შიდა დაპირისპირების მომენტი – ვერ წარმოიდგენთ‚ ისეთ რაღაცეებს ჭორაობდნენ ჩვენზე, რაც ნელ-ნელა დაგვიგროვდა და ყელში ამოვიდა. თურმე‚ ჭურში ვისხედით. ბევრი ჭური რომ დაგროვდა, „მეღვინეობა“ გადავწყვიტეთ. ჩვენც შეგვიძლია‚ რაღაცა დავრგოთ და გავახაროთ (იცინის). გადაცემის წამყვანობიდან მოგვხსნეს და თან გვაყვედრიდნენ – რა გინდათ‚ ხელფასი ხომ არ დაგაკელითო. გიორგი აფციაურს რაც შეეხება‚ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასეთი გვაქვს.
– დიდი ორომტრიალი გაქვთ ტელევიზიაში‚ როგორც ვხედავ...
– ო‚ აქ მართლა დიდი ამბავია (იცინის). ეს ჩვენი მეორე სახლია‚ ბოლომდე ვიხარჯებით. დასვენებას‚ რომ დავბერდებით‚ მერეც მოვასწრებთ... ჩვენ პოპულარობის პიკში ვიყავით‚ მეტი რაღა უნდა გაგვეკეთებინა? რა თქმა უნდა‚ ფინანსური მომენტიც იყო. ძალიან ბევრ პროექტზე ვმუშაობთ. ალბათ‚ დაინახე‚ რომ შემოგვიერთდა გოჩა თანდარაშვილი‚ რომელიც შემეცნებით პროგრამებზე იმუშავებს. იქნება გეიმ-შოუები‚ ახალგაზრდული სერიალი თბილისელ „გოგჩოებზე“, თან, ჩვენი სტუდია – „პოზიტივ პროდაქშენი“ მალე ცალკე გადავა.
ამიკო: და, მაგარი რა არის‚ იცი? მემონტაჟე‚ დეკორატორი‚ მუსიკალური რედაქტორი – ყველა ერთნაირად არის ჩართული‚ იდეებს ერთმანეთს ვუზიარებთ ხოლმე. მართლა ერთი ოჯახი ვართ.
– „გოგჩოებზე“ რა სერიალს აკეთებთ‚ მაინტერესებს.
ფაქო: სამი გოგო იქნება სერიალის გმირი‚ როგორი თაობაც ახლა წამოვიდა – „კეკოები“‚ რაღაცნაირები‚ პრანჭიები... გვენაზებიან და ბიჭებთან მიმართებაშიც სხვანაირად სტკივათ გული (იცინის). ბევრი გოგო დაინახავს თავის თავს, ალბათ. კაცისთვის ხომ ყოველთვის საინტერესოა‚ რას ფიქრობს ქალი‚ რა აზრები მოსდის თავში.  მალე გამოვაცხადებთ ქასთინგს‚ გვინდა სამი ჩვეულებრივი‚ კარგი გოგო შევარჩიოთ. არ არის აუცილებელი‚ მაინცდამაინც გამაოგნებელი სილამაზის იყვნენ. გვინდა‚ მაქსიმალურად რეალური იყოს. შეიძლება‚ ერთი გოგო იყოს შედარებით ლამაზი‚ მაგრამ‚ ეგ‚ ალბათ‚ უფრო სულელი იქნება (იცინის).
– კი მაგრამ‚ ასე კარგად იცნობთ ქალების ბუნებას?
– ამიტომაც გვეყოლებიან ქალი სცენარისტებიც. არის ერთი ძალიან კარგი მსახიობი გოგონა – ანი ამილახვარი და მან შემომთავაზა წიგნის წაკითხვა‚ სადაც „გოგოშკური“ რაღაცეები კარგად წერია‚ ანუ‚ ვცდილობ‚ გავიგო‚ რა სურთ ქალებს.
ამიკო: მელ გიბსონია‚ რა! (იცინის).
– ჰო‚ დენმა უნდა დაგარტყათ‚ ალბათ‚ და მერე გაიგებთ.
ფაქო: ეგ რომ შველოდეს‚ ერთი-ორჯერ კი დავირტყამდი.
– მთელი დღე რომ ერთად ხართ‚ არ ღლით ერთმანეთს?
– მთელი დღე კი არა‚ შვიდი წელია‚ ერთად ვართ‚ რა ვიცი...
ამიკო: ჩემი ცოლი გიჟდება ხოლმე: კი მაგრამ‚ სულ ერთად ხართ‚ ამდენი საათი და, სახლში რომ მოდიხარ‚ გამაგებინე‚ რაღას ურეკავო?! ეჭვიანობით, კი არ ეჭვიანობს‚ მაგრამ, იმ დროს‚ როცა‚ წესით და რიგით‚ დრო მეუღლესა და შვილს უნდა დავუთმო‚ ისეთი განცდა მაქვს‚ რომ ის ადამიანები ჩემთან უნდა იყვნენ მაინც.  საერთოდ‚ სიტყვა „სამსახური“ არ მომწონს‚ ხელოვნურად დარქმეული სახელია. ეს არის იგივე ჩვენი ოჯახი.
ფაქო: „რუსთავი 2-ში“ ჩვენი ოთახი გვქონდა ცალკე‚ ჩავიკეტებოდით და არავის ვუშვებდით. ვიყავით მე‚ ამიკო‚ თემო მჟავია‚ ვახო ბიჭიკაშვილი და სიკო ჭუმბურიძე. ერთი მდედრობითი სქესიც შემოდიოდა ხანდახან (იცინის). სხვა თუ შემოვიდოდა ვინმე‚ აურა ირღვეოდა უკვე.
ამიკო: ხომ იცი‚ ოჯახისთვის არასასურველს რომ მოიყვან და ოჯახის წევრები არ გელაპარაკებიან? ჩვენ „ჯი-დი-ესზე“ დავქორწინდით და „რუსთავი 2“ გაგვებუტა. ხანდახან კი გვენატრება ხოლმე‚ მაგრამ, იქიდან ისეთი კულუარული ამბები მოგვდის‚ იქით გახედვაც არ გვინდა.
– ფაქო‚ შენ სვანი ხარ, ამიკო კი – გურული. თქვენი ხასიათები როგორ ეწყობა ერთმანეთს, არ ჩხუბობთ ხოლმე?
ფაქო: სვანი არ ვარ‚ რაჭველი ვარ. რა ვიცი‚ არ ვჩხუბობთ‚ უფრო ვკამათობთ ხოლმე. ჩვენ რომ ერთმანეთს ვხოცავთ‚ მაშინ ხმას ვერავინ იღებს‚ ფეთქებადი ადამიანი ვარ.
– ფეთქებადი რაჭველი არ გამიგია მე.
ამიკო: იდეაში სვანია‚ სვანური გვარი აქვს.
ფაქო: რა არის‚ იცი? „ვაბშჩეტა“‚ საფრანგეთიდან ვარ წარმოშობით‚ მერე იტალიურ კლანთან დაპირისპირება მოგვიხდა და საქართველოში გადმოვიხვეწეთ – მთიან რეგიონს შევაფარეთ თავი (იცინის).
– პოლიტიკური ხუმრობები გექნებათ?
– არც იქით და არც აქეთ‚ კი‚ სატირა ორივე მხარეზე იქნება. გვქონდა გეგმაში გადაცემა‚ თუმცა‚ სამწუხაროდ‚ დათო გოგიშვილი დაიმტვრა და... ახალ მთავრობას ჯერ არაფერი გაუკეთებია და რაზე უნდა ვიხუმროთ?
– ბერასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
ამიკო: გადასარევი, ზუსტად ისეთივე‚ როგორიც შეხვედრის პირველ წუთებში გვქონდა. ჩვენ ბერასგანაც და ბატონი ბიძინასგანაც უდიდეს სითბოსა და მხარდაჭერას ვგრძნობთ. თვითონაც კარგი‚ საღი‚ დახვეწილი იუმორი აქვთ. ჩვენ 25-26 წლისანები ვართ‚ ბერა კი 18 წლისაა‚ მაგრამ, ძალიან ჭკვიანი და ჩამოყალიბებული ადამიანია‚ არ არის დისტანციური და ქედმაღალი‚ პირიქით‚ მოწიწებით გვეპყრობა. თუ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში‚ მარტო რჩევის მიზნით. რამდენჯერ ყოფილა‚ რომ სამუშაო დაგვიმთავრებია‚ რამე იდეა მოგვსვლია და დავბრუნებულვართ უკან. უფროსობის მომენტიც არ გვაქვს‚ ჩვენ ჩვენ ვართ – ერთი „კლანი“.
– გასართობად გრჩებათ დრო?
ფაქო: არა‚ რა გართობა? მეგობარ გოგოსაც კი ვერ ვნახულობ და სულ წუწუნებს. რა ვქნა‚ დაკავებული ვარ‚ დედაჩემი არ მინახავს‚ მგონი‚ ერთი თვეა.
ამიკო: მინდა, მეგობრებს გადავცე‚ რომ, იქნებ, თვითონ დამირეკონ. მე არ მცალია‚ თავში კი არ ამვარდნია.
– ბატონ ბიძინასთან როგორი იყო შეხვედრა?
– გვითხრა‚ თქვენ ნამდვილი გმირები ხართ‚ ნახავთ‚ ხალხი როგორ შეგიყვარებთო. რომ წავიდა‚ საშინლად დაგვწყდა გული‚ ვიფიქრე‚ ნეტავ კიდევ დარჩენილიყო-მეთქი. შეხვედრის წინ ძალიან ვნერვიულობდით. უცებ, კარი გაიღო და შემოვიდა გაცილებით განსხვავებული ადამიანი‚ ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ასე მეგონა‚ დიდი ხნის მეგობარს ვესაუბრებოდი. თემო მჟავიამ თქვა‚ დედამიწაზე წარმოდგენა შემეცვალაო. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ მისგან.
– პირად ცხოვრებაზეც მინდა გკითხოთ: ამიკო‚ შენს ცოლს კარგი იუმორი აქვს?
– კი, საკმაოდ – ქუთაისელი სვანია. ჩემი ცოლი ზოგჯერ იდეებსაც მაწვდის და ვითვისებ – ჩემია‚ მე მოვიფიქრე-მეთქი.
ფაქო: ხომ გეუბნები‚ სვანებს კარგად ეწყობა...
– შვილი ვინ დაიმსგავსა?
ფაქო: მე დავიმსგავსე‚ ნათლიამ. 14 წლის შემდეგ გამოამჟღავნებს იმ თვისებებს‚ რაც დავანათლე.
ამიკო: ეგრე ზუსტად როგორ გაიყო‚ არ ვიცი: – ცხვირს ქვევით მე მგავს და ცხვირს ზევით – დედამისს; რაც მთავარია‚ წელს ქვემოთ სულ მე ვარ (იცინიან). საყვარელი ბავშვია‚ ენერგიული‚ გიყოლიებს. მე „აკოს“ მეძახის... ამხელა მამა, შვილთან ერთად ვაშავებ ხოლმე რაღაცეებს.

скачать dle 11.3