კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარულით მოტრაბახეები

„სო მნოი შანაევ სპალ“

მართალია, მაღალმა სტუმრებმა დაგვტოვეს, მაგრამ, მათი მოსვლით გამოწვეული ფორიაქი ჯერაც არ გაგვნელებია. ან კი რა გაანელებდა, როდესაც მეფისტოლა კაცები გვსტუმრობდნენ. უფრო მეტიც, მათ მიერ ნათქვამი არა მხოლოდ ოქროს ასოებით ამოვიტვიფრეთ გულის ფიცრებზე, არამედ, სტრიქონებს შორის ნაგულისხმების ამოცნობასაც ვცდილობთ.
ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ სათავისო ამოიკითხა და, ლამის იმაშიც კი ეცილებოდნენ ერთმანეთს, საპატიო დელეგაციამ, გინდა თუ არა, ჩემს ბოსტანში ისროლა ყველაზე მეტი ვარდიო.
მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ აშშ-ელი სენატორების ნაუბრის პათოსს არისტოტელესეული ელფერი დაჰკრავდა (პლატონი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – პრეზიდენტი, მიყვარს, მაგრამ, ჭეშმარიტება, ანუ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა მირჩევნიაო).
იმის მიუხედავადაც, რა დაჰკრავდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ცხადზე უცხადესია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს მათთან შეხვედრისას პირზე არც ღიმი მოშორებიათ და არც ბედნიერი გამომეტყველება, რამაც, თქვენი არ ვიცი, მაგრამ, პირადად მე, აი, რა გამახსენა: „ამის შემდეგ ვაკვირდებოდი და დავრწმუნდი, რომ ქალები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება ქართველი პოლიტიკოსი) „ამა ქვეყნისა ძლიერთ“ ან, უბრალოდ, სახელიან მამაკაცებს (იგულისხმებიან, ზოგადად, სახელიანი პოლიტიკოსები) სიყვარულზე ადვილად დაჰყვებიან ხოლმე და, მერე კი, თუ მოხერხებული შემთხვევა მიეცათ, იმ სიყვარულს ტრაბახობენ კიდეც, – რა თქმა უნდა, მისაღებ ფორმებში (ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, როგორც მისაღებ, ისე არცთუ მისაღებ ფორმებში).“

скачать dle 11.3