კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიხო ხანში შევიდა და სექსუალურად დაუძლურდა. გახარებული მეზობელს ეუბნება: – მიტუა‚ ჯო‚ ძლივს არ გავიარე ჩემს ჭკუაზე?!


***
ქმარი გვიან დაბრუნდა სახლში. ცოლი დოინჯით დახვდა:
– ახლავე თქვი, სად იყავი‚ თორემ, მე მოვიფიქრებ და შენთვის უარესი იქნება...
***
თუ თქვენი ცოლი სახლში უმიზეზოდ მხიარული დაბრუნდა, ესე იგი‚ თქვენ გამოგიჩნდათ დუბლიორი.
***
– გოგო‚ ნუ გადამრიე‚ სანდრო მოგწონს?
– მომწონს კი არა, მიყვარს... იმიტომ‚ რომ ყველა სიტუაციაში, იმის მაგივრად‚ რომ თქვას‚ შტეროო‚ მეუბნება: ვაიმე‚ რა საყვარელი ხარ!
***
„დუმის“ სხდომაზე:
„მოსკოვის მერია ამზადებს ალკოჰოლის გაყიდვების შეზღუდვის პროექტს... ვერ გაუგიათ‚ რომ ფხიზელი რუსი – რევოლუციონერია“.
***
ავადმყოფი მიხოს საწოლთან თავი მოუყრიათ ცოლს‚ შვილებს‚ ექიმს‚ ადვოკატს და სულის ამოსვლას ელოდებიან. უცებ მიხო წამოჯდა‚ მიმოიხედა და ხმამაღლა აყვირდა:
– მკვლელებო! ქურდებო! უმადურებო! უსინდისოებო! თქვენი დედა!..
– მე მგონია‚ რომ ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა... – თქვა ექიმმა.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– ყველა გვიცნო...
***
– ზურას ცოლი ხომ არ მოუყვანია?
– მაგისგან გაიგებ რამეს?! ისეთი ჩაკეტილი ტიპია‚ „პავაროტნიკს“ არ რთავს‚ რომ ვინმემ არ გაიგოს, საით მიდის...
***
დაკითხვაზე:
– თქვენ გყავთ მანქანა?
– დიახ. და ეს ცუდია?
– აგარაკი?
– კი. ეს ცუდია?
– თქვენს ცოლსაც ჰყავს მანქანა?
– რა‚ ეს ცუდია?
– და, შემოსავალი მხოლოდ 300 ლარი გაქვთ?
– რა‚ ეს კარგია?!
***
მამაკაცს შეუძლია, მთელი 90 წუთი ელოდოს ერთი გოლის გატანას და 10 წუთი ვერ ითმენს‚ სანამ ცოლი სტუმრად წასასვლელად გამოეწყობა.
***
ებრაელის ყველაზე საშინელი სიზმარი: თვითონ გარდაიცვალა და მისი ცოლი საქონელს იაფად ყიდის...
***
ცოლმა მთელი დღე იწვალა და შეაკეთა უნიტაზის „ბაჩოკი“‚ უთო და, მერე მთელი თვე ცდილობდა, ქმარი დაერწმუნებინა იმაში‚ რომ საყვარელი არ ჰყავს...
***
ხალხი შეშინებულია მაიას ტომის კალენდრის მონაცემებით და 2012 წლის დასასრულისთვის სამყაროს დასასრულს ელოდება, თუმცა, ზოგს ამ კალენდრის არ სჯერა.... ბოლოს და ბოლოს‚ მაიას ქურუმები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები კი არ იყვნენ, გამოთვლებში შეცდომები დაეშვათ...
***
დეიდასთან სტუმრად პატარა სანდრო და მისი უმცროსი ძამიკო მივიდნენ და... კატამ მაშინვე თავი მოიმკვდარუნა.
***
ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ანტიპათია გაჩნდა იმ სინოპტიკოსების მიმართ‚ რომლებიც აცხადებენ‚ რომ მოსალოდნელია მცირე ნალექი...
***
პატრიოტული ბანაკიდან ქალიშვილის ესემესი მოვიდა:
„აქ ძალიან კარგი კვებაა‚ ასე რომ‚ ელოდეთ ჩემგან ნამატს“...
***
მამაკაცი სექსოპათოლოგთან მივიდა და ეუბნება:
– ექიმო‚ პრობლემები მაქვს...
– ეწევით? სვამთ?
– არა‚ უკვე კარგა ხანია, დავანებე თავი...
– ესე იგი, ამასაც ადვილად შეეშვებით...
***
ქმარი უცხოეთიდან დაბრუნდა. ცოლი ეკითხება:
– იმედია‚ იქ არ გავიწყდებოდა‚ რომ ცოლი გყავს...
– როგორ არა‚ დაჟე‚ სამჯერ გამახსენდი...
***
მოშე მიდის ტრასაზე. ხედავს, მინდორში მფრინავი თეფში დაეშვა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან‚ დაკრიფა ყვავილები და გაეშურა უცხოპლანეტელებთან შესახვედრად. „ამოსთან“ რომ მიირბინა, გაიღო კარი და იქიდან ორი მწვანე ჰუმანოიდი გადმოვიდა. მოშე გაღიმებული მივარდა:
– შალომ‚ მეგობრებო!
– აუ‚ ესენი აქ ჩვენზე ადრე ჩამოსულან!
***
სანდრო სოფელშია ბებიასთან.
– რა უნდა დავთესოთ?
– მზესუმზირა. გაიზრდება‚ მოვხალავთ და შევჭამთ...
– არ შეიძლება‚ პირდაპირ მოხალული დავთესოთ?
***
აბიტურიენტის დედა რეპეტიტორს მიუვარდა.
– მე თქვენ ჩემი ქალიშვილისთვის ფიზიკის სწავლებაში გაძლევთ ფულს და არა კოცნაში!
– რასაკვირველია... მე ამას სრულიად უფასოდ ვაკეთებ.
***
უროლოგიის გამოცდაზე ლექტორ ქალს ბოლო სტუდენტი პასუხობს... ერთი კითხვაღა დარჩა:
– შარდსადენი არხის სიგრძე ქალებში 3 სანტიმეტრია‚ მამაკაცებში კი...
– მამაკაცებში კი – გააჩნია‚ ვის როგორ გაუმართლებს.... – ჩაილაპარაკა ლექტორმა.
***
წინასაარჩევნო შეხვედრაზე:
– თუ თქვენ ხელისუფლებაში მოხვალთ, სამოსნებსაც გადაუხდით სტიპენდიას?
– მე თუ ხელისუფლებაში მოვალ‚ ყველა ხუთებზე ისწავლის...
***
ზოომაღაზიაში ქალი შევიდა მამაკაცთან ერთად. შეხედა – გალიაში თუთიყუშია ულამაზესი ფერებით.
– თქვენი თუთიყუში ლაპარაკობს?
– ლაპარაკობს‚ ბოზო‚ ლაპარაკობს! – თქვა თუთიყუშმა.
გამყიდველი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ხელი სტაცა თუთიყუშს და მეორე ოთახში გაიყვანა, იქ „მინუტკით“ წყალი გააცხელა და თუთიყუშს შიგ დაუპირა ჩადება... თუთიყუში აფართხალდა. კაცმა გამოიყვანა და ქალს ეუბნება:
– ყველაფერი რიგზეა‚ ისწავლა‚ როგორ უნდა ილაპარაკოს პატივსაცემ ადამიანებთან.
– აბა‚ რას მეტყვი‚ თუ ორ მამაკაცთან ერთად შემოვალ? – გახალისდა ქალი.
– გამარჯობა‚ პატივცემულო ქალბატონო და ბატონებო!
– თუ სამ მამაკაცთან ერთად შემოვალ?
– გამარჯობა‚ პატივცემულო ქალბატონო და ბატონებო!
– თუ ოთხ მამაკაცთან ერთად?
– გააცხელე წყალი‚ ეს ქალი მართლა ბოზია!
***
სვანი კონსერვატორიაში მოეწყო. ერთ კვირაში მშობლებს ურეკავს:
– დედა‚ ჩემს მეზობლად‚ კედლის იქით‚ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს‚ მთელი ღამე კედელს ხელს ურტყამს‚ ხან სკამს ესვრის...
– მაგისგან შორს დაიჭირე‚ შვილო‚ თავი...
– კი დედი‚ მე ოთახის მეორე კუთხეში ვჯდები ხოლმე და ჩემთვის ვუკრავ საყვირზე...

скачать dle 11.3