კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სიარვი”, 1997 წლის გამოშვება, ამერიკული. დამიზიანდა ეგრეთ წოდებული „კრესტავინა” და ამის გამო მთელი ღერძის შეცვლას მთხოვენ. აუცილებელია თუ არა ეს?

პასუხი: ვინაიდან „ჰონდა სიარვის” „კრესტავინა” ცალკე დეტალად არ იყიდება, მოგიწევთ მისი მთლიანად გამოცვლა. ამის მიზეზია ის, რომ „კრესტავინას” არაზუსტი ჩასმის შემთხვევაში, ავტომობილი იძიგძიგებდა, ეგრეთ წოდებული „დრაჟენიე” ექნებოდა. ამიტომ, „ჰონდა” თავს იზღვევს და ცალკე ამ დეტალს არ უშვებს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ესკორტი”, 1997 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნზე. დაახლოებით 1 000-1 100 ბრუნზე გადახურების მდგომარეობაშია. შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნების დაკლება არც ისე რთულია ხელოსნისთვის. ამ მდგომარეობაში მუშაობა კოლოფისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნები რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, იმისდა მიხედვით, ავტომობილი რა სისტემითაა აღჭურვილი. მაგრამ, ძირითადად, მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ესენია: შემშვებ კოლექტორში, საიდანღაც ჰაერი იპარება, მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობა დარღვეულია; მეორე – „დროსელი” შეიძლება იყოს ნორმაზე ღია, რაც ავტომობილისთვის იმას ნიშნავს, რომ გაზზე ოდნავ ფეხი გვაქვს მიჭერილი. თუმცა, ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „პასატი”, 1998 წლის. ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა შეექმნა. თუ ავტომობილს გახურების შემდეგ გავაჩერებ, ის აღარ იქოქება. მხოლოდ ცივზე იქოქება. თუ სადმე ხუთი წუთით გაჩერება მინდა, მთელი საათი ველოდები ძრავას გაგრილებას. იქნებ ამიხსნათ, რის გამო ხდება ეს და როგორ გამოვასწორო სიტუაცია?

პასუხი: ამის ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად შეიძლება, ეს რელეს ბრალი იყოს. გირჩევთ, რელეები გადაამოწმოთ, რომელიც სადმე, ერთ ბუდეში იქნება მოთავსებული მცველებთან ახლოს. ყველაზე კარგია გამორიცხვის მეთოდი. იპოვეთ მსგავსი ავტომობილი, გააცხელეთ თქვენი ავტომობილი და როდესაც მიხვალთ იმ კონდიციამდე, რომ აღარ იქოქება, რელეები სხვა ავტომობილიდან გადმოიტანეთ სათითაოდ და ეცადეთ, დაქოქვას. ასე, იოლად მიაგნებთ იმ ერთს, რომელიც დაზიანებულია. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 2.0 „გედეი” ძრავათი, რომელიც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს – დაახლოებით 10 ლიტრს 60 კილომეტრზე. კომპიუტერზე შემოწმებამ არანაირი პრობლემა არ აჩვენა. „ბენზონასოსი” და ყველა სხვა დანარჩენი დეტალი, ისე მუშაობს როგორც საჭიროა. ხელოსნებმა მითხრეს და შევცვალე „სვეჩები”, ჰაერის ფილტრი და არაფერმა არ უშველა. აღსანიშნავია, რომ გაწევაც უჭირს, განსაკუთრებით აღმართზე. 100 კილომეტრ-საათში სიჩქარეზე 3 000 ბრუნზე აწევაც კი უჭირს. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: ეს „მიცუბიშის გედეი” სისტემის სტანდარტული პრობლემაა, მისი მუდმივი თავის ტკივილი, რომლის მოგვარებაც საქართველოში თითქმის შეუძლებელია. მაგრამ, რომ გამოვრიცხოთ თვითონ „გედეი” სისტემის დეფექტი, გადაამოწმებინეთ ზუსტად ზის თუ არა ძრავაზე, ეგრეთ წოდებული, „მეტკები”. ანუ ყველა „შკივი” არის თუ არა იმ პოზიციაში, სადაც უნდა იყოს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჟუკი”. ამას წინათ, სააღდგომოდ რაიონში ვიყავი. ავტობანზე უმუხრუჭოდ დიდი მანძილის გავლის შემდეგ, მომიწია მუხრუჭის გამოყენება. დავაჭირე ფეხი პედალს და მუხრუჭმა არ დაიჭირა, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამძაბა. სიჩქარის დაგდება მოვახერხე, გადაცემათა კოლოფით და როდესაც მუხრუჭს განმეორებით დავაჭირე, ჩვეულებრივ დაიჭირა. რა იყო ამის მიზეზი?

პასუხი: როგორც ჩანს, მოხდა სამუხრუჭე ხუნდების სამუხრუჭე დისკისგან დაშორება და პირველ დაწოლაზე არ ეყო სითხე იმისთვის, რომ მუხრუჭი მოქმედებაში მოსულიყო. დაშორება კი, შეიძლება გამოეწვია სამ მიზეზს, რომელსაც საფუძვლად უდევს ავტობანის ტალღოვანი ზედაპირი. პირველი – მწყობრიდან გამოვიდა ან საერთოდ არ აქვს ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდებს პატარა ზამბარასავით ან წვრილი მეტალივით მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ხუნდების მიბჯენას დისკოსთან. მეორე – მწყობრიდან იყო გამოსული ბორბლის ღერძის საკისარი („ცაპკის პაჩებნიკი”). მესამე – საბურავს დარღვეული ჰქონდა ბალანსი ან დისკი იყო გაღუნული. კარგი იქნება, თუ მომავალში გრძელი მანძილის უმუხრუჭოდ გავლის მაგივრად, პერიოდულად გამოიყენებთ მუხრუჭს, თუნდაც ის საერთოდ არ გჭირდებოდეს ან ავტობანზე გასვლამდე აღმოფხვრით ზემოხსენებულ პრობლემებს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა ჰაშერვე”, 2001 წლის, მართვის მექანიკური კოლოფით. ამ ბოლო დროს სიჩქარეებში გადართვა უჭირს. მართალია, ხმა არ აქვს, არ „ფხიკინებს”, მაგრამ  ძალა სჭირდება სხვადასხვა სიჩქარეში გადასართველად. ეს ნელ-ნელა დაეწყო, ჯერ ოდნავ გართულდა გადართვა და დროთა განმავლობაში, მოიმატა. მითხრეს, მოდების წნევის შემქმნელი სისტემა („ცეპლენიის ბაჩოკი”) იქნება დაზიანებულიო, მაგრამ მოდების პედალი ისევ ჩვეულებრივად მუშაობს. ავტომობილი იმ დროს იძვრება, როგორც ადრე იძვრებოდა. სწორია ეს დიაგნოზი და თუ არა, რა შეიძლება იყოს დაზიანებული?

პასუხი: წნევის შემქმნელი სისტემა, მსგავს სიტუაციებში შეიძლება მართლაც იყოს „დამნაშავე”, მაგრამ ამ შემთხვევაში, ავტომობილის დაძვრა მოდების პედლის იატაკიდან ოდნავი აწევისთანავე მოხდებოდა. თქვენს შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, ერთი დამატებითი დეტალიც რომ მოგესინჯათ და გეხსენებინათ – სიჩქარეებში გადართვა ჩამქრალზეც იგივენაირად უჭირს ავტომობილს როგორც დაქოქილზე, თუ არა? მაგრამ, რადგან ეს არ ვიცით, ორი შესაძლო ვერსიიდან ერთ-ერთი იქნება პრობლემის მიზეზი. პირველი – ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული „ცეპლენიის პლიტა”, რომელიც დაზიანების შემთხვევაში გამოცვლას საჭიროებს. მაგრამ, ეს მაშინ, თუ სიჩქარეებში გადართვა მხოლოდ დაქოქილზე უჭირს. თუ ჩამქრალზეც იგივე ხდება, გაუმართაობის მიზეზი ძალიან პრიმიტიულია („ჰონდას” ამ მოდელს, რატომღაც, გარკვეული პერიოდულობით, ეს გაუმართაობა „ეწყება” ხოლმე) სიჩქარეების გადამრთველ მექანიკურ მოწყობილობაში, ეგრეთ წოდებულ „კულისაში”, ან „კულისიდან” სიჩქარეების კოლოფამდე გამავალი ბერკეტების დაბოლოებებში, მოხვდა ჭუჭყი და ის უბრალოდ, შეზეთვას საჭიროებს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, მართვის ავტომატური კოლოფით. ამას წინათ, მოულოდნელად, ავტომობილი გაჩერდა, მაგრამ არ ჩაქრა, მუშაობდა. გაზს ვაწვებოდი, თუმცა ძრავას ბრუნები არ იმატებდა და არ მიდიოდა. პარალელურად ხელსაწყოების დაფაზე რაღაც ყვითელი მაჩვენებელი ამინთო. ავტომობილი რამდენჯერმე ჩავაქრე და დავქოქე, მაგრამ პრობლემას არ ეშველა. იძულებული გავხდი, ბუქსირით წამეყვანა, მეორე დღეს კი მაინც მოვსინჯე, რას იზამდა – დავქოქე და ჩვეულებრივ წავიდა, ყველანაირი შუქის ანთების გარეშე. ორი დღე მშვენივრად მატარა, მერე ისევ იგივე დაემართა და ისევ დაიქოქა. ანუ, გარკვეული პერიოდულობით გაზის პედალი არ რეაგირებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, სად წავიყვანო ავტომობილი, რის ხელოსანთან?

პასუხი: ყველაზე დიდი ალბათობით, დაზიანებულია ელექტრონული გაზის პედალი, რომელიც სიგნალს აწოდებს კომპიუტერს თუ რა დონეზე გვაქვს გაზის პედალზე ფეხი მიბჯენილი. თუმცა, არის იმის ალბათობაც, რომ თვითონ კომპიუტერში იყოს რამე დაზიანებული, ან სისტემაში, რომელიც უშუალოდ ბენზინის ჩაფრქვევას ახორციელებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კომპიუტერული დიაგნოსტიკა უძლურია თუ ხელსაწყოების დაფაზე ის ყვითელი მაჩვენებელი არ ანთია. ხელოსანი მხოლოდ მაშინ გაიგებს მიზეზს, როცა ის მთლიანად გამოვა მწყობრიდან. ამან შეიძლება, სადმე გზაში, უხერხულ ადგილას დაგტოვოთ. თუ გაგიმართლათ და კარგი „კომპიუტერშიკი” შეგხვდათ, ის კომპიუტერის მიერ ჩაწერილ ძველ ინფორმაციებსაც ამოყრის და ყვითელი ნათურის ანთების გარეშეც  გაიგებს გაუმართაობის მიზეზს. თუმცა, ასეთ ადამიანს საქართველოში ძნელად თუ იპოვით.

 

 

скачать dle 11.3