კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა როლს თამაშობს გრძელი თმა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში და რას მოგიტანთ ცხოვრებაში ჯიბით ცაცხვის ყვავილების ტარება

წელიწადის განმავლობაში არსებობს დღეები, როცა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი ბედი შეცვალოს. ამ დღეებს, უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, რომ ამ დღეებს ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მათი ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებაც საკმაოდ მარტივია. მისივე თქმით, თუ ელემენტარულ წესებს დაიცავთ, რომ იტყვიან, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. 

 

ნინო: ზოგი ადამიანი ცდილობს, არ დაემორჩილოს ბედის კანონებს, რომელიც ზეცაში დაბადების მომენტში იწერება და თავად „გამოჩარხოს“ საკუთარი ბედი დედამიწაზე. ბევრი გაუაზრებლად იქცევა ასე და აგზავნის კონკრეტული ადამიანისკენ უარყოფით ენერგიებს მზერით, შელოცვით, ათასგვარი ხერხით და არც კი იცის, რა დანაშაულს სჩადის. თავად მე, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი და მისი დები ძალიან განათლებული, ასე ვთქვათ, ყოვლისმცოდნე ქალები იყვნენ. მათთან ხშირად მოდიოდნენ მეზობლები, ნათესავები თუ უბრალოდ ნაცნობები ჭკუის სასწავლებლად. მოკლედ, ისინი  ხალხურ მედიცინაში, პარაფსიქოლოგიაში, ეზოთერიკასა თუ ასტროლოგიურ საკითხებში კარგად ერკვეოდნენ. რომ წამოვიზარდე, ხშირად მეუბნებოდნენ, ჯიბით ან ჩანთით ცაცხვის ყვავილები, რკო ან წაბლი ატარე, ეს ავი თვალისგან დაგიცავს და ბედნიერებას მოგიტანსო. მაშინ მათი ნათქვამი სასაცილოდ არ მყოფნიდა. თუმცა, ხათრს ვერ ვუტეხდი და ჩანთით დამქონდა პატარა ტომსიკაში ჩაწყობილი, ცაცხვის ყვავილები და რკო. რომ მივიდოდი სახლში და მკითხავდნენ, როგორი დღე გქონდაო, მეც ვპასუხობდი, ჩანთით ცაცხვის ყვავილები და რკოები დამაქვს და, როგორ შეიძლება ცუდად ჩაევლო დღეს-მეთქი (იცინის). თან, ამის დასამტკიცებლად ვაჩვენებდი, რომ ის  მცენარეები  ნამდვილად მქონდა და არ ვიტყუებოდი.

– და, ეს მეთოდი, ნამდვილად ჭრიდა?

– სხვათა შორის, მართლა ბედნიერი ვიყავი, ყველა ჯანმრთელად მყავდა, ჩაცმა მე არ მაკლდა, სმა-ჭამა და გავლა-გამოვლა. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელსვე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და დავხურე თუ არა პირველი კურსი, გამოცდები ჩავაბარე და გავიპარე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბავშვის შეძენის შემდეგ, ჩემი მეუღლე ისე შეიცვალა, თავბედს ვიწყევლიდი. თან, არც მინდოდა ჩემი ოჯახის წევრებისთვის რაიმე მეგრძნობინებინა, გულში ვიხვევდი დარდს და ერთ დღესაც ძალიან ცუდად გავხდი. როცა დედასთან გადავედი სამკურნალოდ, მაშინ მოვუყევი ყველაფერი ჩემებს და კინაღამ გადაირივნენ. ბებიაჩემი ისე განერვიულდა, წნევამ აუწია. მახსოვს, მითხრა, არ ინერვიულო, შვილო, ისეთ რამეს გასწავლი და დაგარიგებ, ბედნიერებას კვლავ დაიბრუნებო. დაჯდა და ამიხსნა, რომ ჩვენს შორის სიყვარული კი არა, უბრალოდ მოხიბვლა და მოწონება იყო. ანუ, ჩვენ შევცდით, კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, როცა ოჯახი შევქმენით. ამის გამოსავალი კი სწორედ ბებიამ მირჩია. თურმე, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგია 7 მაისს  ჩატარებული პატარა რიტუალი. კერძოდ, სწორედ ამ დღეს დაველოდეთ და დილით ბებიამ ჩემს ოთახში გამჭვირვალე ბროლის ვაზით წყალი შემოიტანა. მასში ჩაყარა ვარდისფერი ვარდის ფურცლები, შაქარი, ვაშლის ნაჭრები, ცაცხვის ყვავილები და კიდევ ერთი კვერცხი ჩადო. როგორც შემდეგ ამიხსნეს, ვაშლი და კვერცხი – მარადიულობის, შაქარი – ოჯახში სიამტკბილობის, ვარდის ფურცლები – სიყვარულის, ხოლო ცაცხვის ყვავილები ბედნიერების სიმბოლოაო. ამით სავსე ბროლის ვაზა ჩემს ოთახში 7-დან 13 რიცხვამდე უნდა მდგარიყო, ყოველ დილით ამ წყალში უნდა ჩამეყო ხელები, თვალები დამეხუჭა და მეფიქრა საკუთარ, სასურველ მომავალზე. შემდეგ, ამომეღო ხელები წყლიდან და სახეზე მომესვა. ასეც მოვიქეცი. ადრიანად ვდგებოდი და გულით მჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა – გავაგრძელებდი მეუღლესთან და შვილთან ერთად წყნარად და სიყვარულით ცხოვრებას. ოჯახურ თანაცხოვრებაში ჰარმონიას მივაღწევდი სამომავლოდ. 13 მაისს, დილით ბებია შემოვიდა და მითხრა, შვილო, ახლა ამ ვაზიდან წყალი სამი დღე დილა-საღამოს ამოიღე ჭიქით, ისე რომ არაფერი ამოჰყვეს და ამ წყლით სახე დაიბანეო. ესეც შევასრულე. შემდეგ ეს წყალი და კვერცხი, ბებიაჩემმა გამდინარე წყალს შეუშვირა. ვაზაში ჩაწყობილი ვარდის ფურცლები და ცაცხვის ყვავილები კი პატარა ტომსიკაში ჩაყარა და ჩანთაში ჩამიდო. ვაშლის ნაჭრები უზმოზე შემაჭამა. ვერ წარმოიდგენთ ამ დღის შემდეგ, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დღესაც კი უბედნიერესი ქალი ვარ. წარმოიდგინეთ, ამ უბრალო და მარტივმა რიტუალმა ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა და ოჯახური იდილია დღემდე შემინარჩუნა. ასე რომ, თუ მსგავსი პრობლემები გაქვთ მეუღლესთან, შეგიძლიათ, ამისთვის ბებიაჩემის წესი გამოიყენოთ.

– თუ გოგონა გასათხოვარია, მაგრამ თაყვანისმცემლები არ ჰყავს და სიყვარულში ბედს უჩივის?

– ძალიან კარგია, თუ გასათხოვარი გოგონა 5 ივლისს ჩაატარებს ცოცხის რიტუალს. ეს მის ბედზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. 5 ივლისი ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა. ამ დღეს დიდია ალბათობა ადამიანმა სასურველი ბედი დაიბედო. გასათხოვარმა გოგონამ უნდა აიღოს ცოცხი დილის 8 საათზე, გარეცხოს გამდინარე წყალში. ამ დროს საჭმელი არ უნდა გქონდეთ ნაჭამი და ცოცხიც ახალი უნდა იყოს. მასზე ჩამოჰკიდეთ პატარა ზარი, საქორწინო ბეჭედი და წითელი კოჭის ძაფი დაახვიეთ. ღამით ეს ცოცხი თქვენი საწოლის ქვეშ დადეთ, დილით კი გამოიღეთ და სახლის გამოგვა შემოსასვლელი კარიდან დაიწყეთ. თან, გონებაში იმეორეთ, ისეთივე სპეტაკი და სუფთა იყოს ჩემი მომავალი სიყვარული, როგორიც ეს იატაკიაო. მოგვილი ნაგავი სახლის მარჯვენა კუთხეში დააგროვეთ, შემდეგ ქაღალდში გაახვიეთ და ისე გაიტანეთ გარეთ. ცოცხს მოხსენით საქორწინო ბეჭედი და ზარი, გაახვიეთ თეთრ ქაღალდში და ზემოდან ის წითელი ძაფი შემოახვიეთ, რომელიც დაგვის პროცესში ცოცხს ჰქონდა შემოხვეული. ეს ცოცხი საწოლის ქვეშ შეინახეთ მანამდე, სანამ სასურველი ადამიანი არ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ხოლო, როცა, საბედო პირველად დააპირებს თქვენთან ბინაში მოსვლას, სახლი ისევ ამ ცოცხით გამოგავეთ. დამიჯერეთ, ეს რიტუალი ძალიან მოქმედებს და ამართლებს. ბევრ ჩემს ნაცნობ გოგონას აპოვნინა სასურველი საბედო და ბედნიერი ოჯახებიც შექმნეს. ასე რომ, ჩვენს ცხოვრებაში შეგვიძლია, თავადვე შევიტანოთ ცვლილებები და ამაში სხვა ვერ დაგვეხმარება. 

– ბევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ყოველთვის სტრესთან და მტკივნეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული და თავს არიდებს რადიკალურ მოქმედებებს მის შესაცვლელად, თუნდაც მსგავსი მარტივი რიტუალების შესრულებით.

–  ეს თავად ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. დაძალებით არაფერი გამოვა. არადა, როგორც გითხარით, საქმე გაცილებით მარტივადაა. მაგალითად, ინტერიერის შეცვლითაც კი შეგიძლიათ, შეცვალოთ ყველაფერი თქვენს გარშემო. თუ დამიჯერებთ, ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება და სანამ პრობლემა თავს იჩენს, მანამდე დაიწყოთ მოქმედება. მე გასწავლით ასევე, მარტივ ხერხს, როგორ შეგიძლიათ იმ მამაკაცის ყურადღება მიიპყროთ, რომელიც მოგწონთ. მოკლედ, თუ გსურთ, სასურველი მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ და თავი შეაყვაროთ, ყოველდღე უნდა წაიკითხოთ ლოცვა, ანთებული წითელი სანთლის წინ. ეს უნდა მოხდეს ზუსტად დილის ექვს საათზე. თან, უნდა დააკვირდეთ სანთლის ალს. თუ სანთელი მშვიდად იწვის, კარგის მომასწავებელია, თუ ტკაცუნს იწყებს და ნაპერწკლებს ყრის, შელოცვის კითხვა უნდა შეწყვიტოთ.  ხშირად მსმენია, გოგონები ათასგვარ სისაძაგლეს რომ სჩადიან, მჩხიბავების დახმარებით და ამაზე ძალიან ვბრაზობ. ვისარგებლებ თქვენი ჟურნალის საშუალებით და ერთ რჩევას მივცემ ბრმად შეყვარებულ გოგონებს: ხელოვნურად ნუ ჩაერევით სხვის ბედში, რადგან ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება. ისიც საკითხავია, როდემდე გასტანს  ხელოვნური ჩარევის შედეგად გამოწვეული სიყვარული.

– გამიგია, შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში თმა უდიდეს როლს თამაშობსო. ამაზე რას იტყვით?

– მართალია. გრძელი თმა ქალებში მეტ მგრძნობელობას ავითარებს, უფრო მიმზიდველს და სექსუალურს ხდის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. გრძელი თმის წყალობით, შეგიძლიათ, ისე მოხიბლოთ მამაკაცი, რომ მისი სიუხეშე, აგრესია და სიხისტეც კი შეასუსტოთ. ასე რომ, გრძელი თმა ნამდვილად დიდ როლს თამაშობს ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაში. ეს ფაქტია. სხვათა შორის, გრძელი თმის წყალობით, ადამიანს შეუძლია, საზოგადოებაში ადვილად დაიმკვიდროს ადგილი და ჰარმონიული ურთიერთობაც კი დაამყაროს კოლეგებსა და გარშემო მყოფებთან. 

 

 

скачать dle 11.3