კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მოტაცებული პატარძლის დაკარგული ქალწულობა ცხრაწელიწადმისჯილი პატიმრის ციხიდან გათავისუფლების მიზეზი

29 წლის თორნიკე მ-მ მოტაცებული გოგონა გააუპატიურა! ხუთდღიანი ტანჯვის შემდეგ, დალურჯებულ-დალილავებულ დაზარალებულს მშობლებმა პოლიციის დახმარებით მიაგნეს და სახლში დააბრუნეს. დამნაშავეს 9 წელი, ხოლო მის ორ დამხმარე მეგობარს 5-5 წელი მიესაჯათ. სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეში მოვლენები ზედა ინსტანციაში შეიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ მოტაცებულმა „საქმრო” არ დაინდო, განსასჯელმაც ბოლომდე გაიმეტა „საცოლე“. კერძოდ, „დამზარალებელმა” განაცხადა, რომ ელზა კ-მ სხეულზე დაზიანებები თავად მიიყენა, მიზეზი კი ის გახდა, რომ ის ქალწული არ იყო, რაც მისმა მშობლებმა არ იცოდნენ. სხეულზე არსებული დაზიანებებით კი ყველას დაარწმუნებდა, რომ ის მსხვერპლი გახდა. ამ დეტალის გახმაურების შემდეგ, შესაბამისად, განსასჯელისა და მისი მეგობრების სიტუაცია შეიცვალა. ისინი მთლიანად უდანაშაულოდ არ ცნეს, მაგრამ, სამივე პირობით გაათავისუფლეს.
ეს ამაზრზენი და სამარცხვინო ვერსია განსასჯელმა განაჩენამდე რამდენიმე კვირით ადრე გაახმოვანა და, არცთუ უსაფუძვლოდ – გაათავისუფლეს! მანამდე კი ის თავს იდანაშაულებდა. ირწმუნებოდა, რომ 27 წლის ელზა კ. სიგიჟემდე უყვარდა, მის გარეშე თავს არ იცოცხლებდა. პატიმარს ეგონა, რომ სასამართლოს პირადი გრძნობებით აუჩუყებდა გულს, მაგრამ, ამ ხერხმა არ გაჭრა. პირველმა ინსტანციამ დაასკვნა, რომ სახეზე იყო გაუპატიურება ძალადობითა და ქალის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით და, ამიტომ, სამივე განსასჯელს – მოძალადესა და მის დამხმარეებს მძიმე სასჯელი არგუნა.
რა მოხდა რეალურად? პირველ სასამართლო პროცესზე ბევრ კითხვას პასუხი მართლაც არ ჰქონდა. ერთადერთი, დაკავებულის მხარე ჩუმად ამბობდა, რომ თორნიკეს ელზა ისე უყვარდა, რომ მის ქალწულობას ყურადღება არ მიაქცია. თუმცა, გოგონა მასთან მაინც არ დარჩა. ამით კი საკუთარი თავი გადაირჩინა – სხეულზე დაზიანებები თავად მიიყენა და მშობლები დაარწმუნა, რომ ინტიმური კავშირი პირველად თორნიკესთან ჰქონდა.
საქმის მასალების მიხედვით, თორნიკეს ელზა კ. ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა, გოგონა იმავე გრძნობით არ პასუხობდა. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ თორნიკემ ელზას მოსალოდნელი გათხოვების შესახებ შეიტყო, მისი მოტაცება დაგეგმა. ანუ, გამოძიება ამბობს, რომ მოტაცების მიზეზი ელზა კ-ს გათხოვება გახდა: „ამის გამო თორნიკე მ-მ საყვარელი ქალის მოტაცება გადაწყვიტა”. გამოძიების მასალებითვე, მეგობრები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ თორნიკე, რომ სწორად არ იქცეოდა, მაგრამ, განსასჯელმა ისინი დაარწმუნა, რომ მის მიმართ გრძნობა ქალსაც ნამდვილად ჰქონდა და, დიდი გარჩევების შემდეგ, მეგობრები დახმარებაზე დაიყოლია.
ელზა კ. ბიჭებმა იმ დროს მოიტაცეს, როდესაც გოგონა სახლში ბრუნდებოდა. მომხდარის შესახებ მისმა მშობლებმა მოგვიანებით შეიტყვეს და ძებნა დაუწყეს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. ამიტომ საქმეში ძალოვნები ჩართეს, მაგრამ მოტაცებულის ადგილსამყოფელი ვერც მათ დაადგინეს.
ვინაიდან მშობლებმა იცოდნენ, რომ მათი შვილი თორნიკე მ-ს უყვარდა და მოსვენებას არ აძლევდა, მასთან სახლშიც მივიდნენ. თუმცა, ბიჭის მშობლებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ (იმ მომენტში მშობლებმა მართლა არ იცოდნენ შვილის მიერ ქალის მოტაცების ამბავი).
სამართალდამცველების აქტიური მუშაობის შემდეგ, წყვილს ბიჭის ნათესავის ბინაში მიაგნეს. პოლიცია მოტაცებულის მშობლებს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ თორნიკე მ-მ მათი შვილი ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა და ნათესავის ბინაში ჰყავდა. პოლიციამ მშობლებს ისიც აუხსნა, რომ ისინი გოგონას გაესაუბრნენ და ჰკითხეს ძალადობას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რაზეც უარი მიიღეს და ქმართან დატოვეს. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ გოგონა სრულწლოვანია და პოლიცია ვერაფერს გააკეთებდა, მშობლებს უთხრეს, შვილი თავად ენახათ.
მოვლენები მშობლების ჩარევის შემდეგ შეიცვალა: მშობლების დანახვისთანავე, მოტაცებულმა ელზამ თორნიკესთან დარჩენაზე კატეგორიული უარი განაცხადა და სასწრაფოდ სახლში წაყვანა მოსთხოვა. თორნიკეს კი დაამადლა, რადგან პოლიციას დაუმალა, რომ ბიჭმა ის ძალით ჩასვა მანქანაში და გააუპატიურა...
ცხადია, მშობლები შვილის ნება-სურვილს დაემორჩილნენ და გოგონა სახლში დააბრუნეს. დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით კი პოლიციაში საჩივარი შეიტანეს, რის შემდეგაც, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციამ თორნიკესა და მის მეგობრებს ვეღარ მიაგნო, მაგრამ, საბოლოოდ, ისინი პოლიციაში თავად გამოცხადდნენ. პარალელურად, თორნიკეს ახლობლები მორიგეობით დადიოდნენ ელზას ოჯახში და მათ საჩივრის გამოტანას სთხოვდნენ, მაგრამ ელზას მშობლებმა ისინი ახლოს არ გაიკარეს. მათი პოზიცია კატეგორიული იყო – დამნაშავეები უნდა დასჯილიყვნენ.
მოტაცებულმა ელზამ გამოძიებას ჩვენება მისცა: დაზარალებულმა თორნიკეც და მისი მეგობრებიც ამხილა და სამივეს მკაცრად დასჯა მოითხოვა.
დაზარალებულის ჩვენებიდან: „მე ის არასდროს მყვარებია, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევდა. ყველანაირად ვცდილობდი, თავიდან მომეშორებინა, მაგრამ, ვერაფერს გავხდი. კარგად იცოდა, რომ სხვა მიყვარდა. ჩემმა შეყვარებულმა გააფრთხილა, რომ თავი დაენებებინა, მაგრამ, ვერაფერი რომ ვერ გააგებინა, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამას შემდეგ კარგა ხანს არ გამოჩენილა, ბოლო დროს კი ისევ მირეკავდა და მოტაცებით მემუქრებოდა. ეს ჩემი შეყვარებულისთვის აღარ მითქვამს – არ მინდოდა, შარს გადაჰყროდა, რადგან, ვიცოდი, რომ ჩემ გამო ყველაფერზე წავიდოდა. ბოლოს ბიძაჩემს ვთხოვე მისი ჩამოცილება. თორნიკეს სწორედ ის შეხვდა (ბიძა, რომელიც გოგონამ დაასახელა, გარდაცვლილია) და გააფრთხილა. მას შემდეგ მშვიდად ვიყავი. ქუჩაში მარტოც კი გავდიოდი. ბოლო ხანებში, თვეზე მეტია, არ გამოჩენილა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, შეყვარებულს ცოლად გავყოლოდი. ოჯახებმაც იცოდნენ, რომ მალე ვქორწინდებოდით. როგორც ჩანს, ეს თორნიკეს შეატყობინეს და ამიტომ მომიტაცა: ჩემ წინ მანქანა გაჩერდა, ბიჭებმა წამებში ჩამტენეს შიგ და ისე დაიძრა, დაკივლებაც ვერ მოვასწარი. დიდხანს მივდიოდით ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. ვემუდარებოდი, უკან დავებრუნებინე. თორნიკეს არაერთხელ გავუმეორე, რომ მისი ცოლი არასდროს ვიქნებოდი, მაგრამ, ვიღაცის დაკეტილ ბინაში მიმიყვანეს.... მან ჩემი მუქარა არ შეისმინა და ჩემზე ძალა იხმარა. ისიც ვუთხარი, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ შორის, შენთან არ დავრჩები და ციხე გელოდება-მეთქი. ამაზე გაიცინა და მითხრა, ჩემი ცოლი იქნებიო... წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, გამაუპატიურა, მეუბნებოდა, ვერსად წახვალო. რამდენიმე დღე ტანჯვაში გავატარე, ვტიროდი. ბოლოს მოვატყუე – ეთქვა ჩემებისთვის სად ვიყავი და მასთან დავრჩებოდი. მითხრა, სანამ არ იტყვი, რომ არსად წახვალ, შენს მშობლებს ვერ ნახავო და მეც დავთანხმდი. ხუთი დღის შემდეგ მომაგნეს ჩემებმა. მასთან არ დავრჩი, რადგან მეზიზღება...”
დაზარალებული რომ ქალწული არ იყო და სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ეს ექსპერტიზითაც დადასტურდა, მაგრამ, გაურკვეველი ის იყო, როდის დაკარგა ქალწულობა. ეს გარემოება ხანდაზმულობის გამო ვერ დადგინდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დადასტურდა, რომ გოგონას სქესობრივი კავშირი მოტაცებამდეც ჰქონდა...
საინტერესო დეტალი: ელზა კ., კი აცხადებდა, რომ უნდა გათხოვილიყო, მისი მოტაცებიდან ერთ კვირაში, მაგრამ მისმა ეგრეთ წოდებულმა საქმრომ ცოლი მოიყვანა და პომპეზური ქორწილი გადაიხადა. რაც შეეხება „საქმროს” მშობლებს, დაკითხვისას განაცხადეს, რომ ელზას შესახებ მათ პირველად შეიტყვეს ანუ, ის ფაქტი, რომ ელზა სხვაზე თხოვდებოდა, მხოლოდ ელზამ და მისმა მშობლებმა დაადასტურეს...
რაც შეეხება დაკავებულს, მოტაცების ფაქტს არ უარყოფდა. ამბობდა, რომ ელზა უყვარდა, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა და ამიტომ მოიტაცა. განსასჯელი ცდილობდა, სასამართლო დაერწმუნებინა, რომ ელზასაც უყვარდა და ამტკიცებდა, გოგონა მშობლების გავლენის ქვეშაა და ჩემზე უარს ამიტომ ამბობსო.
განსასჯელის ჩვენებიდან: „ელზას ბავშვობიდან ვიცნობ. ერთმანეთი გვიყვარდა და ვხვდებოდით. ერთადერთი, დედამისს არ მოვწონდი. ყველაფერი გააკეთა, რომ დავეშორებინეთ. ისიც ვიცოდი, რომ ელზა სხვას ხვდებოდა. მასთან შეხვედრა ვცადე, მაგრამ, არ შემხვდა. შემთხვევით გავიგე, რომ ელზა თხოვდებოდა, რაც, თურმე, ჭორი იყო, მაგრამ, ელზა მიყვარდა და მოვიტაცე. მანქანაში მართლა ძალით ჩავსვით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და მასზე ძალა არ მიხმარია, თავისი ნებით დამემორჩილა. მე ის მთელი გულით მიყვარს და მზად ვარ, მისთვის ციხეში წავიდე. მომეცით უფლება, დაველაპარაკო და თქვენც დარწმუნდებით, რომ მასაც ვუყვარვარ”, – აცხადებდა განსასჯელი, რომელიც პროცესზე ელზას მოყვანას და მასთან დაპირისპირებას ითხოვდა. თუმცა დაზარალებული არ მისულა, პროცესზე კი წინასწარ გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა.
საბოლოოდ, განსასჯელებს მკაცრი სასჯელები ერგოთ, მაგრამ, სიტუაცია ზედა ინსტანციაში შეიცვალა.
პროცესის დასასრულს, როდესაც განსასჯელი დარწმუნდა, რომ საყვარელმა ადამიანმა ბოლომდე გაიმეტა, ჩევენება კატეგორიულად შეცვალა. გარდა იმისა, რომ სასამართლოს ელზასთან ერთად გადაღებული ფოტოები აუფრიალა და ირწმუნებოდა, რომ ელზა ქალწული არ იყო. იგი ამის გახმაურებას არ აპირებდა და ელზას პირობაც მისცა, რომ არ გათქვამდა, მაგრამ, განსასჯელმა განაცხადა, რომ შეყვარებულმა სხვა გზა არ დაუტოვა. გარდა ამისა, განსასჯელი ამტკიცებდა, რომ ეს საიდუმლო არა საკუთარი თავის, არამედ, მეგობრების გადასარჩენად გაამჟღავნა: „ისინი ჩემი ძმაკაცები არიან. კარგად იცოდნენ ჩვენი ურთიერთობის ამბავი და ამიტომ დამეხმარნენ. გთხოვთ, ისინი მაინც გაათავისუფლოთ”.
რაც შეეხება განსასჯელის მშობლებს: „ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, ელზა ჩვენი რძალი გახდეს. მას ჩვენი შვილი უყვარს და ეს ბიჭებიც მათი სიყვარულის თვითმხილველები არიან. როდესაც მესამე დღეს ჩვენი შვილი ვნახეთ, თორნიკეც და ელზაც თავს ბედნიერად გრძნობდნენ. გოგომ ისიც გვითხრა, ჩემებს არ უთხრათ, სად ვართ, ცოტა დრო გავიდესო. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი”, აცხადებდა განსასჯელის დედა.
საპირისპირო იყო ელზას მშობლების პოზიცია. რაც შეეხება თორნიკეს მეგობრებს, მათ განაცხადეს, რომ „მანქანაში ელზას წინააღმდეგობა არ გაუწევია და, საერთოდაც არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, გოგონა კარგ ხასიათზე იყო...“
ამ საქმეში მტყუან-მართლის გარჩევა რომ ძნელია, აშკარად ნათელია. თუმცა, საქმე განსასჯელთა სასარგებლოდ დასრულდა: თორნიკე მ-ს 9-წლიანი პატიმრობა 2 წელი პირობითით, მის მეგობრებს კი 5-5 წლით პატიმრობა თითოწლიანი პირობითით შეუცვალეს...

скачать dle 11.3