კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბჭოთა სისხლის ყივილი








ანუ ჩიტდაჭერილები

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორი გასულ კვირასაც მეტად აქტიურობდა, მეც სხვა არაფერი დამრჩენია იმის გარდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გარშემო თითისტარივით ვიტრიალო.

გასულ კვირას თბილისის (შესაძლოა, სრულიად საქართველოსიც, ოღონდ, პირადად მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ) საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს დირექციებმა ზემდგომის, ანუ სამინისტროს შემონათვალი გაანდეს: მეშვიდე-მეთორმეტეკლასელებს დააწერინონ თემა, სათაურით: „ჩემი საყვარელი პოლიცია“. სკოლების ხელმძღვანელობამ, რაკი სკოლის საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულია, მთლად მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში ვერ გარისკა, მაგრამ დანარჩენებს დავალება გაუმხილა. მათმა უმეტესობამ, მას შემდეგ, რაც გაეცინათ (ეს კი მეტად დადებითი სიმპტომია, რადგან, მაგალითად, საბჭოთა სკოლებში პავლიკ მოროზოვსა და ზოია კოსმოდემიანსკაიაზე შეკვეთილი თემების დაწერაზე ვერავინ იცინოდა – იცოდნენ, რომ კარგ ჩიტსაც დააჭერინებდნენ), თემის დაწერის ენთუზიაზმი არ გამოამჟღავნა (საბჭოთა სისტემის დღეგრძელობის მიზეზი ისიც იყო, რომ „რკინის ფარდა“ არსებობდა, რომლის იქითაც საბჭოთა ადამიანები ვერაფერსაც ვერ ხედავდნენ, არც ესმოდათ, ამიტომაც დიდხანს სჯეროდათ, რომ ძირგამომპალ კაპიტალიზმს მართლაც ცუდი სუნი ასდიოდა). მაგრამ, რაკი სკოლების მესვეურებიც საბჭოთა წიაღის შვილები არიან, თითქმის ყველგან მოვლენები საბჭოთა სტილითა და პათოსით განვითარდა: ზოგან თემა სკოლის კოლექტივის წევრთა შვილებს დააწერინეს, ზოგან – მედლის კანდიდატებს (ჩიტის დაჭერის ზემოხსენებული მოტივით). მეორე მხრივ, ისიც უდავოა, რომ ქართული პოლიცია და საბჭოთა მილიცია ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება (თუნდაც იმიტომ, რომ პოლიცია ქართულია, მილიცია საბჭოთა იყო). აქედან გამომდინარე კი, სრულიად გაუგებარია, რატომ იყივლა ამ გადაწყვეტილების მიმღებებში ასე ძალუმად საბჭოთა სისხლმა და რატომ დაისახეს მიზნად საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების თვალში პოლიციის დისკრედიტაცია მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ შეძლეულ ლუკმაზე ძაღლიც კი უარზეა?!


скачать dle 11.3