მხოლოდ ფაქტები
* ფრანგმა პოეტმა, ანრი ბრეტონმა, სალვადორ დალის „დოლარის ხარბი“ უწოდა, თანაც მდედრობითი სქესის. მიუხედავად იმისა, რომ დალი საკმაოდ გულგრილი იყო ფულის მიმართ და, მით უმეტეს, არც რაიმე გადახრა ჰქონდა, ეს გამოთქმა დიდხანს იყო პოპულარული.
* ბიბლიის პირველ ჩინურ თარგმანში იოანეს სახარების პირველი ფრაზა ასეთი სახეცვლილებით შედიოდა: „პირველად იყო დაო“.
* ინგლისელი მწერალი სამუელ ჯონსონი ენას „აზრის სამოსს“ უწოდებდა.
* 1978 წელს იაპონელებმა ტბა იკედაში ასობით ლიტრი ბრინჯის არაყი ჩაასხეს, რათა ტბაში მცხოვრები იკედას ურჩხული დაეჭირათ.
* ორი საკუთარი სახელი, რომლებიც მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყანაში წოდებად თუ თანამდებობად იქცა, რუსეთში ერთსა და იმავე მნიშვნელობით დამკვიდრდა: მეფედ – კარლოსი – „კაროლ“ და ცეზარი – „ცარ“.
* მონოგრაფია „მათემატიკის ელემენტები“, ამერიკის მათემატიკურ საზოგადოებაში ავტორთა ჯგუფმა ნიკოლაი ბურბაკის ფსევდონიმით წარადგინა.
* ელიზაბეთ მეორე, პოლ მაკარტნი, მარგარეტ თეთჩერი ცნობილნი არიან, როგორც ენციკლოპედია „ბრიტანიკის“ მფლობელები. მის ავტორებად კი, სხვებთან ერთად, ფორდი, ფროიდი, შოუ და ტროცკი ითვლებიან.
* ჰავანაში ყოველწლიურად ტარდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ხმალთევზას ჭერაში. ეს მაღალი კლასის ტურნირი ერნესტ ჰემინგუეის სახელობისაა.
* ძველ რუსეთში, მათ, ვისაც რუსულად ლაპარაკი არ შეეძლო, „ნემცებს“ ეძახდნენ.
* ჩვენ ვამბობთ: ისინი ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც ორი წვეთი წყალი; ინგლისელები – როგორც ორი მუხუდოს მარცვალი; გერმანელები და ჩეხები – როგორც ორი კვერცხი...
* „სიტყვა „იმპრესიონიზმი“ პირველად 1874 წელს პარიზელმა კრიტიკოსმა ლერუამ ერთ-ერთი ხელოვნების ნაწარმოების დახასიათებისას გამოიყენა.
* 1961 წელს მოკლეს კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. იმავე წელს მოსკოვში დაარსდა პატრის ლუმუმბას სახელობის უმაღლესი სასწავლებელი უცხოელთათვის.