კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა ჩვეულებრივი „უბიცა“ გიორგი ნადიბაიძე და რა დადის მისი აზრით, კაცის სექსუალურ მოთხოვნილებამდე #17

ნიჭიერი მომღერალი გიორგი ნადიბაიძე ფართო საზოგადოებამ „ახალი ხმიდან“ გაიცნო, რომლის გამარჯვებულიც გახდა. გიორგი მონაწილეობდა კონკურსშიც „ახალი ტალღა“, სადაც საუკეთესო სამეულში შევიდა. ახლო მომავალში ის ვიდეოკლიპის გადაღებასა და საკუთარი რეპერტუარის შექმნას გეგმავს.
გიორგი ნადიბაიძე: სულ ვცდილობ, რაღაცეები ვაკეთო, განვვითარდე. თუმცა, პირადმა მიზეზებმა და სხვა რამეებმაც შემიშალა ხელი – გავნელდი ცოტა. შეიძლება, დავიღალე კიდეც და საჭირო იყო ეს პერიოდი, რომ რაღაცეები გადამეფასებინა. დღეს საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ ცნობილი ადამიანებიც ბევრს ვერაფერს აკეთებენ. გარდა იმისა, რომ არ არის ადვილი, რამე გააკეთო, რეალურად ხელსაც არ გიწყობენ. ბევრი მეკითხება: სად დაიკარგე, შენ, მოსკოვში არ ხარ? გიო, შენ, აქ ხარ? ჩვენ მოსკოვში გვგონიხარ. რატომ ვგონივარ მოსკოვში, არ ვიცი.
– გამარჯვების შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ მოსკოვში წახვიდოდი და ქეთა თოფურიაც დაგეხმარებოდა კარიერის გაგრძელებაში?
– გარკვეული გეგმა იყო მოსკოვთან დაკავშირებით, მაგრამ მე არ მიყვარს ილუზიებში ცხოვრება. რეალურად ვაფასებ სიტუაციებს, რაღაცას უნდა ეყრდნობოდე, როცა ნაბიჯს დგამ.  იმ შემთხვევაში ჩემთვის დასაყრდენი არ იყო, ამიტომ არ გავრისკე. ჩემი და ქეთას საქმიანი თანამშრომლობა არ იგეგმება – პროექტების შემდეგ საქმიანი ურთიერთობა მორჩა. თავად ვცდილობ, რაღაცეები გავაკეთო. ჩემმა პირადმა მცდელობებმა, წვრილ-წვრილმა შემოთავაზებებმა ჩაანაცვლა უფრო სერიოზული, სამთავრობო საახალწლო კონცერტები. უკმაყოფილების გრძნობა არ მქონია, რადგან კარგად ვაცნობიერებ, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობ და აქ ვიღაცის ვიღაცა თუ არ ხარ, ნაკლებად შეიძლება, ვინმეს აინტერესებდე. არის მომენტი, როდესაც გინდა, დაარღვიო სიჩუმე, ამოხეთქო, მაგრამ მერე ისევ თავს იკავებ. შეიძლება, ამით თავი უფრო დავიმცირო, ვიღაცას ვაგრძნობინო, რომ მე არ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. შეიძლება, ამბიციურობაში ჩამეთვალოს, მაგრამ „ვოისის“ მოგების შემდეგ, იყო ადგილები, სადაც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვიყავი. რა თქმა უნდა, მქონდა პროტესტის გრძნობა, რადგან, როცა გარკვეული გამოცდილება გაქვს, რაღაცას მიაღწიე, მერე პროტესტიც გიჩნდება. ჯერჯერობით ვარჩიე, რომ იქნებ, რაღაცა შეიცვალოს-მეთქი, მაგრამ სადამდე მიმიყვანს ეს მოთმინება, არ ვიცი.
– რატომ არის შენ მიმართ ასეთი დამოკიდებულება?
– ფრაზა, რომ „მე დაბლოკილი ვარ,” ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მე არავინ მყავს – ეს უფრო სწორი იქნება. შეიძლება, ვიღაცამ მითხრას: რა გაგიკეთებიაო. მაგრამ რას გავაკეთებ, თუ არ შემიწყობს ვინმე ხელს. რაც მთავარია, მუსიკასთან ყოველდღიური შეხება მაქვს და ეს დანებების საშუალებას არ მაძლევს.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში, ხარ იმ ეტაპზე, რომ სერიოზულ ურთიერთობებზე იფიქრო?
– ყოველთვის მზად ვიყავი და  ვიქნები სერიოზული ურთიერთობისთვის, ოღონდ უნდა მინდოდეს. მე ის ტიპი ვარ, თუ რაღაცას მოვინდომებ, იმას აუცილებლად დავაფასებ და გავუფრთხილდები. ჯერ არ მომდომებია, თორემ 20 წლისასაც რომ შემყვარებოდა, ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვიქნებოდი. შეიძლება, ფინანსური ზურგი არ მქონოდა იმ ასაკში, მაგრამ ამასაც დავძლევდი. ცოტა დიდური ტიპი ვარ ჩემს ასაკთან შედარებით და შემიძლია, საკუთარი თავი ვმართო. თუ მეყოლება რჩეული, მას უნდა სჯეროდეს, რომ პასუხისმგებელი ვიქნები ყველაფერზე და არაფერს არ გავექცევი. ზოგადადაც, არაფერს გავურბივარ.
– მომხრე ხარ გენდერული თანასწორობის?
– ქალს და კაცს ისე უნდა ესმოდეს და უყვარდეს ერთმანეთი, რომ იქ რაღაც უფლებებზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. მე ვიცი კაცები, ცოლს რაღაცის ჩაცმას უკრძალავენ. მე პატივს ვცემ ისეთ ადამიანს, რომელიც ცოლს ურჩევს, რა უხდება და არა – მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს ცოლებიც უნდა მიხვდნენ, რა უხდებათ. ვფიქრობ, კაცს აქვს უფლება, ქალს უთხრას, რა ჩაიცვას, რა არის მისთვის უკეთესი. მესამე პირი ამაში არ უნდა ერეოდეს. ზოგადად, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა სხვა პირის, ან თუნდაც საზოგადოების, განხილვის საგანი არ უნდა გახდეს. პირადად მე, არ ვარ აბსოლუტური გენდერული თანასწორობის მომხრე. კაცობრიობამ აჩვენა, რომ კაცია ძლიერი სქესი და მიმაჩნია, ოჯახის უფროსი კაცი უნდა იყოს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის უფლებებზე ჭიდილი უნდა იყოს. კაცი ოჯახში დომინანტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება ქალის აზრის გათვალისწინების გარეშე უნდა მოხდეს.
– ქალები ხშირად უფრო კარგ და სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ ხოლმე.
– გეთანხმები, მაგრამ მე ბევრ ქალთან მქონია ურთიერთობა და არ მგონია, ჭკვიან კაცზე კარგი აზრის გამოთქმის საშუალება ჰქონდეს ჭკვიან ქალებს – ოჯახის ფორმატს ვგულისხმობ. ჭკვიან ქალებზე, ზოგადად, ვგიჟდები და მის აზრსაც გავითვალისწინებ. რასაც კაცი აკეთებს ოჯახის დაცვის, მომარაგებისა და იმისთვის, რომ ოჯახი უფრო ძლიერი იყოს, იმას ქალი ნაკლებად აკეთებს. რატომ გინდათ, ქალებს ოჯახის უფროსები იყოთ? ქალი რომ ვიყო, ნამდვილად არ მენდომებოდა ოჯახის უფროსობა; არ მენდომებოდა, რომ კაცს ისე გაეკეთებინა ყველაფერი, როგორც მე მინდა. თუ გენდერული თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ, რასაც კაცი აკეთებს, ქალმაც ის უნდა აკეთოს, მე არ ვარ ამის მომხრე.
– ღალატიც კაცებს ეპატიებათ და ქალებს – არა?
– ღალატი – ღალატია. არ ვარ ღალატის მომხრე. ცუდად არ მინდა, გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია: ეს ყველაფერი სექსუალურ მოთხოვნილებამდე დადის. ფიზიოლოგიურად კაცის სექსუალურ მოთხოვნილებებს ქალის მოთხოვნილებები ვერ შეედრება – ეს ხომ ცნობილი ფაქტია. ნათქვამია კაცებზე: იქ გვაქვს ჭკუაო. ქალს, კაცთან შედარებით, ნაკლებად უჩნდება სექსუალური მოთხოვნილებები. თუ ღალატის პატიებაზე წავა საქმე: მამის ღალატი და დედის ღალატი ერთი და იგივე იქნება? ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მე არანაირად არ მინდა, ვიყო იმ ქალის ქმარი, რომლის ღალატიც მომინდება და მასთან თანაცხოვრების დროს სექსუალური მოთხოვნილება იმდენად გადამტეხავს წელში, რომ ავდგები და სხვასთან წავალ.
– გავიგე, გიორგი ნადიბაიძე თავისი ნამღერით ნაჩხუბარ შეყვარებულებს არიგებსო.
– კი, ყოფილა. ერთგვარი ქართული ტრადიცია – წამოდი, სერენადა ვუმღეროთ. უბრალოდ, ეს ადრე იყო. ჩხუბის გარეშეც წავსულვართ – დაბადების დღე მიგვილოცია და გვიმღერია. მთელ კორპუსს გაუღვიძია: კიდევ იმღერეთ, შვილოო.
– შენს შეყვარებულს უმღერებ სერენადას?
– თუ საჭირო იქნება, რატომაც არა. თუ მეხუთე სართულზე იცხოვრებს, რაღა დაბლიდან ვუმღერო, პირისპირ ვუმღერებ, ანდა – ქორწილში. ეჭვი მეპარება, არ ეყვარება სერენადები. ბავშვობაში თავი ძალიან რომანტიკული მეგონა, მაგრამ რომ გავიზარდე, ისე გადავედი რეალიზმში, იმდენად დავკარგე რომანტიზმი, რომ ჩვეულებრივი „უბიცა“ ვარ – რეალისტი ტიპი, რომელსაც გრძნობებზე დამყარებული აზროვნება არ აინტერესებს. თუმცა, შინაგანად, მაინც არის ჩემში რომანტიზმი.

скачать dle 11.3