კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქრებს უკეთებენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დუბაიში ერთადერთ ქართველ ექიმს #18

ლადო შენგელაია: თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩავირიცხე 1978 წელს. საკმაოდ დიდ კონკურსში გამარჯვებულმა, დავამთავრე  4 კურსი და უკვე მეხუთე კურსზე სწავლა  განვაგრძე მოსკოვის სემაშკოს სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში. იქ იყო მაშინ მსოფლიოში ცნობილი თვალის ქირურგის, ფიოდოროვის, კათედრა. ინსტიტუტის დამთავრების მერე, 1984 წელს ჩავაბარე ოფთალმოლოგიის ორდინატურაში მოსკოვის თვალის კლინიკაში, მოსკოვის ცენტრში – ტვერსკაიას ქუჩაზე (გორკის). დიდი პროფესიული გამოცდილება მივიღე და უკვე 26 წლის ასაკში, განაწილებით, ვიმუშავე მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში მთავარ ოფთალმოლოგად. შემდეგ სამეცნიერო მოღვაწეობას მოვკიდე ხელი მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა კვლევის ინსტიტუტში და 3 წელიწადში დავიცავი დისერტაცია და უკვე დოქტორის ხარისხით, ისევ ფიოდოროვის კლინიკაში მიმიწვიეს ფილიალების კოორდინატორად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავე დროს მქონდა შემოთავაზება ემირატების საელჩოს კონსულისგან დუბაიში, კერძო კონტრაქტით მუშაობაზე. იმდროინდელ რუსეთში დარჩენას წასვლა ვარჩიე და ასე მოვხვდი 1991 წლიდან დუბაიში, კერძო კლინიკაში.
– მაშინ, ალბათ, თქვენ იყავით პირველი ქართველი დუბაიში... რთული იყო სრულიად სხვა სამყაროში მოხვედრა და ცხოვრება?
– ქართველი მაშინ მხოლოდ მე ვიყავი ოჯახით და საერთოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ალბათ, მე ვიყავი აქაური ემიგრაციის პირველი მერცხალი. რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებული გარემო დამხვდა. მე მეცნიერებას და აკადემიურ გარემოს ჩვეულმა აქაურ თავისუფალ, სააგარაკო და უაღრესად კომფორტულ პირობებში თავი მოშვებულად ვიგრძენი, თითქოს პენსიაზე ვიყავი. ასე, რადიკალურად საპირისპირო გარემოს შეჩვევა თავიდან ძალიან გამიჭირდა. ბევრჯერ მიფიქრია უკან, მოსკოვში, ჩემს ინსტიტუტში დაბრუნება, სადაც საკმაოდ სერიოზული პერსპექტივები მქონდა კარიერასა და ჩემს პროფესიაში. მაგრამ, მერე გავაანალიზე და აქ დარჩენა ვარჩიე, თანაც, აქ უკვე ვგრძნობდი აღმოსავლურ პატივისცემას და მოკრძალებას ჩემი, როგორც ექიმის, მიმართ. ამავე დროს, ჩემი ოჯახიც თანდათან უკვე შეეჩვია აქაურ ცხოვრებას, სიმშვიდეს,  ლამაზ პარკებსა და ზღვის ნაპირს. მოკლედ, ასე შევრჩით აქაურობას. ისე, ყოველ წელს მეკუთვნოდა შვებულება და ჩამოვდიოდით საქართველოში. ახალი ჩამოსულები რომ ვიყავით, ლიკას და თეას შავებში გახვეული აქაური ქალბატონებით ვაშინებდით, რომ დროზე ეჭამათ და დღისით დაეძინათ. მერე ამასაც შეეგუვნენ, ხოლო კაცების მორთულობა გასაოცარი და ერთგვარი გასართობი ეგონათ. ქუჩაში თოვლის ბაბუებს ეძახდნენ.
– რაში გამოიხატება „აღმოსავლური“ პატივისცემა?
– იციან განათლების ფასი. ექიმი აქ ყველაზე დაფასებულია. უფრო მეტად უყვართ თავიანთ ოჯახში დაპატიჟება, რაც აქ ყველაზე დიდად ფასდება. მახსენდება, დუბაის ერთ-ერთ დამაარსებელ შეიხთან სტუმრობა, რომელმაც ემირატების ისტორიაში, პირველი სამედიცინო კოლეჯი 80-იან წლებში დააარსა. ეს კაცი 80 წელს კარგად გადაცილებული იყო და მიუხედავად ამისა, დაინტერესდა უნივერსიტეტის აშენებით და პირადად ხვდებოდა მსოფლიოს ყველა მოწინავე პროფესორებს კონსულტაციებისთვის. მაშინ ვუთხარი, ქართველი ვარ მეთქი. ასეთი რამ მითხრა: ჩვენ ვიცით რომ ცივილიზაცია ისლამამდე თქვენგან დაიწყო, ბერძნებმა თქვენგან გაიტაცეს ოქროს საწმისი და წარმოიდგინეთ, მედეა რომ ქართველი იყო, ისიც სცოდნია ამ ბედუინს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი კლასის განათლება ჰქონდა. მაშინ, პატივისცემის მიზნით, საშუალება მომცა, ადგილობრივ სამედიცინო გაზეთებში პერიოდულად გამომექვეყნებინა უახლესი მიღწევები ოფთალმოლოგიაში. ისე, პირველი საჩუქარი, მახსოვს, კატარის სამეფო ოჯახიდან, ალთანის საგვარეულოს 7 წევრი მესტუმრა ერთდროულად. ყველას ჰქონდა დიაგნოზი ღამის სიბრმავე – პიგმენტური რეტინიტი, რაც დღემდე განუკურნებელია. რუსეთში კი მაშინ ახალი პრეპარატი იყო „ტაუფონი“, რისი ნემსებიც თვალში საკმაოდ ეფექტური გახლდათ ამ დაავადების საწყის ეტაპზე. სწორედ მაშინ საწყისი ეტაპი იყო. იმ შეიხმა პატივისცემის ნიშნად, საჩუქრად გადმომცა პირველი მობილური – მანქანის ტელეფონი, რაც მაშინ დუბაიშიც იშვიათი იყო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მანქანიდან დავრეკეთ ზუგდიდში და თეამ და ლიკამ ბებოს ხმა გაიგონეს მანქანაში.
– სამეფო ოჯახთან, შეიხებთან გიწევთ ურთიერთობა. როგორი ხალხია, რას იტყვით მათ ტრადიციებზე?
 – უპირველეს ყოვლისა, ძალიან ტრადიციების მიმდევრები არიან და ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ სამეფო ოჯახის წევრებიც და შეიხებიც, უბრალო და უკომპლექსო ხალხია, მიუხედავად სიმდიდრისა და მათი სტატუსისა. სტუმართმოყვარე, თავდამბალი და კეთილი ადამიანები არიან. განსხვავებით სხვა აღმოსავლეთის შეიხებისგან (ქუვეითელების, საუდის, კატარის), აქაურები გამოირჩევიან დიდი ჰუმანურიბით და გასაოცარი ფილოსოფიური სიბრძნით. 1991 წელს ახალი ჩასული ვიყავი და იქაურ ტრადიციებში ნაკლებად ვერკვეოდი. ერთხელ ერთი დიდგვაროვნის ქორწილში დამპატიჟეს მხოლოდ მე, როგორც ექიმი. ღონისძიება გაიმართა საუკეთესო სასტუმროს რესტორანში. ყველა კაცი რომ ვნახე სუფრასთან, თანაც უღვინოდ და სადღეგრძელოების გარეშე, გამიკვირდა და ერთ ჩემს სპონსორს ვკითხე: სიძე-პატარძალი სად არიან, დავლოცავ-მეთქი. სიცილი აუტყდა: პატარძალს შენ ვინ გაჩვენებს, ხოლო სიძე აგერ არის და მიულოცეო. მოკლედ, ერთ საათში მორჩა სუფრა და ხალხიც დაიშალა. ერთხელ, 90-იანი წლების ბოლოს, „საფარი ტურის“ დროს ჩემი მანქანით წავედით და გზა ამებნა. შემოგვაღამდა. ვიყავით მე, ჩემი მეუღლე და სტუმრები მოსკოვიდან – ექიმი ცოლ-ქმარი. მოკლედ, ცოტა არ იყოს, შევშინდით, მაგრამ კოცონი დავანთეთ და გადავწყვიტეთ, გათენებამდე მოგვეცადა. მობილურიც არ იჭერდა სიგნალს და ამ დროს, ჩვენდა გასაკვირვად, თითქმის უხმაუროდ, ბნელი ციდან დაეშვა ვერტმფრენი, რომელსაც თურმე, თვით შარჯის ერთ-ერთი შეიხი მართავდა. როცა გაიგო, რომ მე ვიყავი და სტუმრებიც თან მახლდა, რადიოთი გადასცა და ორი ვერტმფრენით, პირდაპირ თავის უდაბნოს სასახლეში გადაგვიყვანა. იქ კი ნამდვილად დაუვიწყარი მიღება მოგვიწყო – მეორე დილით კი უკვე ჩვენი მანქანა ეზოში იდგა. ორი ბაიკერის თანხლებით მივაღწიეთ ჰაივეის – მთავარ ტრასას და მერე უკვე ჩვენით გავერკვიეთ.
– ბევრი ჭორ-მართალი არსებობს მათ დამოკიდებულებაზე ქალების მიმართ. სინამდვილეში როგორები არიან?
 – აქ დედებს, შვილების დედას დიდ პატივს სცემენ. მოხუც ქალბატონს საერთოდ მეტი გავლენა აქვს ოჯახზე, ვიდრე მამას. ოჯახში, შიგნით, ერთგვარი დემოკრატია აქვთ, ხოლო გარეთ, ქალი მამაკაცის უსიტყვოდ მორჩილია. მეც რომ უნდა გავსინჯო ქალბატონი თვალზე, მეუღლისგან იღებს ნებართვას, მოიხსნას ნიღაბი თუ არა. იყო ერთი შემთხვევა, ქმარმა არ მისცა  ნება, ჩადრი მოეხადა და უნდოდა, ჩადრიანად  გამესინჯა მიკროსკოპით, რაც წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ამაზე უარი განვაცხადე და ვურჩიე, მდედრობითი სქესის თვალის ექიმთან მისულიყო.

скачать dle 11.3