კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროვინციალიზმის მოკრძალებული ხიბლი

ანუ „ყანაში“

გასული კვირა მსოფლიო ბომონდურ ცხოვრებაში გარევის მიზნით მეტად დატვირთული აღმოჩნდა: არა მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ საქართველოდან „ჰოლივუდისკენ“ მიმავალი გზა სახელდახელოდ აგებულ ფინურ აბანოზე გადის, არამედ ისიც, რომ „ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ბიონსეს ვიდეოკლიპ Run the World-ში, რომელიც ომის თემატიკაზეა შექმნილი, რამდენიმე კადრში (განა ერთსა და ორში, რამდენიმეში!) ჩანს ტრაფარეტი ქართული წარწერით: „თბილისი, გორი, ცხინვალი“.

ქართული ელმედიის განმარტებით, კლიპს ქართველი მსმენელი სწორედ ამ კადრით დაუინტერესებია (და არა მუსიკალური ღირებულებით) და არც ის დაგვიმალა, რომ „კლიპი ცნობილმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა ფრენსის ლოურენსმა გადაიღო“. უფრო მეტიც, კლიპის პრემიერა ამერიკულ ტელეარხ „ფოქსის“ ეთერში შედგა (რა გაუძლებს ამდენ სიხარულს, „კორსიზი“ მოიშველეთ!).

უფრო ადრე, შევიტყვეთ, რომ „ჰარლინის ფილმი, „აგვისტოს 5 დღე“, კანის კინოფესტივალზე უჩვენეს“, და მერე რა, რომ მხოლოდ კანის კინოფესტივალის კინობაზრობაზე, სადაც, თუ ფულს გადაიხდი, ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნებიც“ კი მოხვდება, ჩვენი გულების გასახარებლად „კანის“ ხსენებაც საკმარისია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, პროვინციალიზმის მძაღე სუნი იმდენად მკვეთრია, რომ ინფორმაციის შემქმნელ-გამავრცელებლებს პარალელურ რეჟიმში იქნებ აირსაწინააღმდეგო მოწყობილობებიც დაერიგებინათ (თავის დროზე, „პროტივოგაზებად“ რომ ვუხმობდით), ყნოსვის ორგანოებს მაინც შევირჩენდით.


скачать dle 11.3