კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაიხდის მეტს

„თხა ვიყიდე, თხა გავყიდე“

მართალია, დასაწყისში მხოლოდ შემოგვაპარეს (ჩვენს ნერვებს გაუფრთხილდნენ), მაგრამ, აღარ დაგვინდეს და უკვე გამოგვიცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის ერთადერთ ადგილსამყოფლად ქუთაისი დადგინდება! მეორე მხრივ, ამ საქმეს კოჭებშივე ეტყობოდა, რომ სხვაგვარად ვერც დასრულდებოდა: ქუთაისური პარლამენტის შენობის ასაგებად არაერთი მილიონი დაიხარჯა (და მერე რა, რომ რამდენიმე წელია, გვარწმუნებენ, „ქამრებს ვიჭერთო“). შესაძლოა, იმიტომაც, რომ უნდათ („შემოჭერა“) და ვერ ახერხებენ, ისიც გადამწყდარა, რომ პარლამენტის თბილისში მდებარე შენობა გაიყიდება.

ჯერჯერობით არც რეალური მყიდველის შესახებ გვსმენია და არც ფასი ვიცით დაზუსტებით, თუმცა, თბილისური პარლამენტის შენობას მნახველები არ აკლია. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ შენობა ხეირიან ადგილასაა, სავარაუდოდ, მყიდველიც გამოჩნდება.

ბუნებრივია, არაფერი ვიცით, რას მოხმარდება შენობის გასხვისებისგან მიღებული თანხა (ან, გადაფარავს თუ არა ქუთაისში აგებული შენობის ხარჯებს), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამის მიზანი, საბოლოოდ, ბიუჯეტის შეწევნაა და, იმასაც დავამატებთ, რომ ამ ჩვენს პარლამენტში ისეთებიც გვყავს (დეპუტატებს ვგულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში), რომლებიც თითქმის ყველა მოწვევისა და პოლიტორიენტაციის პირობებში ახერხებდნენ გაპარლამენტარებას (ცხადია, პოლიტპლატფორმების ხელთათმანებივით გამოცვლის თანდაყოლილი უნარის წყალობით), მე რომ მკითხოთ, შესაძლოა, მათი სამუზეუმო ექსპონატებად ქცევაც არანაკლებ წაადგეს ამ ჩვენს ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, შესავსებად.


скачать dle 11.3