კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საოცნებო გზა „ჰოლივუდისკენ“

საუნაზე გადის!

ის, რომ ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ძალისხმევით „ბოლივუდი“ საქართველოში კინოს გადაღებით დაინტერესდა, ერისა და ბერისთვის უკვე ცნობილია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გზა არა მხოლოდ „ბოლი“, „ჰოლივუდისკენაც“ გაგვიკაფავს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვამცნო ჩვენმა ელმედიამ და მას ეს ფაქტი ტელეკამერიან-სადენებიანმა პერსონებმაც დაუდასტურეს. ერთი სიტყვით, გვახარეს, რომ „ჰოლივუდს“ საქართველოში ფილმის გადაღება უკვე დაუწყია; თქვენს მსგავსად, ბუნებრივია, გადასაღებ მოედნად თვალწინ მეც ლამაზ-ლამაზი სანახები წარმომიდგა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვაი, რომ ამაოდ: ფილმის (პირობითი სახელწოდებით „ფარენჰეიტი 247“) სიუჟეტი ფინურ აბანოში (საუნაში, რა!) ვითარდება. ის საშინელებათა კინოჟანრს მიეკუთვნება და რამდენიმე მსახიობი (არცთუ ნაცნობი) ამ სახელდახელოდ აგებულ აბანოს მთელი ფილმის განმავლობაში არც კი ტოვებს.

ქართული კინემატოგრაფის წარმომადგენლებმა, რომლებიც ფილმის გადაღების პროცესს ეხმარებიან, ამაყად გვამცნეს, რომ ეს „ჰოლივუდისკენ“ მიმავალი საოცნებო გზაა.

რთული სათქმელია, მას, რაც ვნახეთ, საოცნებოსი რამე ეცხოს, თუმცა, ისიც აშკარაა, რომ არა მხოლოდ მჭადი იჭმევა ორი ხელით, თუ გული გულობს, „ჰოლივუდისკენ“ გზა ხელოვნური საუნითაც იკვალება. ოღონდ, თუ ეს ჩვენი კინოინდუსტრია ასეთი გაკვალვების იმედზეა, არც ისაა გამორიცხული, იქით, ოკეანის გაღმა, ჩვენებური, აღმოსავლური ფეხსალაგებითაც დაინტერესდნენ.


скачать dle 11.3