კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წარბშეუტოკებელი

ანუ უსამართლობით „გულმოკლული“

მიუხედავად საკითხის საჩოთიროობისა და შეგონებებისაც (ნუ იზამთ მაგ საქმესო), მაინც თქვეს და აასრულეს: საქართველოს პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვას უკვე შეუდგა (ნეტავ, ხალხის რამდენ რჩეულს აქვს წაკითხული თავიდან ბოლომდე?). თუმცა რაღა შეუდგა, აღიარა და ესაა. შეგონებების საფუძველი კი შემდეგი იყო: თუკი ჩერქეზთა გენოციდს ვაღიარებთ, სომხების გენოციდმა რაღა დააშავაო. ბოლო დრომდე ამ შეგონებაზე არც საპარლამენტო უმრავლესობას უპასუხია და არც ჩერქეზთა რეზოლუციის სულისჩამდგმელს – ხალხის რჩეულ ნუგზარ წიკლაურს, თუმცა, მხოლოდ ბოლო დრომდე.

პარლამენტის ზემოხსენებულ სხდომაზე ვნებათაღელვა მაინც „აიწია“ და მისი შემოქმედის როლი ცალუღელა დეპუტატმა ბ-ნმა ბაღათურიამ შეასრულა (შესაძლოა, ეს „გედის სიმღერის“ დასაწყისადაც მივიჩნიოთ, რადგან, თუ ბ-ნი ბაღათურიას გადეპუტატების ისტორიას გავიხსენებთ, საეჭვოა, იგივე შედეგი 2012 წელსაც აჩვენოს). კერძოდ, ამ უკანასკნელმა ბრძანა, რომ „გენოციდის აღიარების თხოვნით ჩერქეზებზე ადრე საქართველოს პარლამენტს საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა მიმართეს და იქმნება ერთგვარი უსამართლობის ფონი, როდესაც პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდს აღიარებს, სომეხთა ინიციატივის განხილვა კი არც დაუწყია.“ ამ ისტორიული სიტყვების შემდეგ ბ-ნმა ბაღათურიამ რიტორიკული კითხვაც დაუსვა კოლეგებს: „როგორ უნდა შევხედოთ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათ თვალებში (სავარაუდოდ, ისევე, როგორც ის უყურებს იმ თავის თანამებრძოლებს, რომელთა წყალობითაც 2008 წლის მოწვევის პარლამენტში მოხვდა და შემდეგ წარბაუტოკებლად „გადააგდო“)?

თუმცა, როგორც უნდა იყოს, ბ-ნ ბაღათურიას კარგად მოეხსენება (ყოველ შემთხვევაში, უნდა მოეხსენებოდეს), რომ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის სომეხთა გენოციდის აღიარება წამგებიანია (და მხოლოდ ეთნიკურად სომეხი ამომრჩევლის გულის მოგებაზე არ უნდა იმუშაოს); ისევე, როგორც ბ-ნ წიკლაურს ესმის, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით რფ-ს მხოლოდ უფრო გააცოფებს. თუმცა ამ უკანასკნელმა ამჯერად განგვიმარტა, რომ „სომეხთა და ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხები განსხვავებული თემებია.“ მეორე მხრივ, მთელი ცივილიზებული მსოფლიოც ამტკიცებდა, კოსოვოს ცნობა და აფხაზეთ-„იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობა განსხვავებული თემებიაო, თუმცა შედეგი ყველასთვის აშკარაა. ასე რომ, პირადად მე ბ-ნი წიკლაურის ადგილას ასეთი კატეგორიულ-ომახიანიც ვერ ვიქნებოდი (შესაძლოა, იმიტომაც ვერ ვიქნებოდი, რომ სკამის გემო არ მიგრძნია, არც მეგრძნოს არასდროს!).


скачать dle 11.3