კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასიამოვნოდ სასარგებლო

„და დრო ახალი პაემანისა“, სულ რაღაც, 15 ლარად!

მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლავაც არ მოსწონთ ჩვენს ციხეებში არც პატიმრების სიმრავლე, არც მათი უფლებების დაცვის ხარისხი და არც ის, რომ ქართული სასამართლო ქართული პროკურატურის მოთხოვნილ სასჯელს 99 პროცენტით აკმაყოფილებს (ამას ჰქვია, თუ ჰქვია, დამთხვეულობა!), მაგრამ ჩვენი მმართველი გუნდი გვაიმედებს, რომ დემოკრატია მუდმივი პროცესია და, ეს ხარვეზებიც, ადრე თუ გვიან, გამოსწორდება (თუ არ გამოსწორდება და, თქვენი დარდიც ეგ იყოსო!).

მეტიც, პენიტენციური სისტემა წუთითაც არ წყვეტს რეფორმირებას (თუ ამ ტემპით განაგრძო, არ გამოვრიცხავ, გამორეფორმირებულობით თვით ისეთ მეტრსაც კი გაუსწროს, როგორიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა). სწორედ ამ ეგიდით, დიდი ხნის წინათ დაპირებული ვიდეოპაემნებიც ამოქმედდა, ოღონდ, ჯერჯერობით მხოლოდ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში (რიგში ქალთა დაწესებულებაა, ბოლოსკენ კი – ზრდასრული მამაკაცებისა). პრობაციისა და ა. შ. მინისტრმა გვახარა, რომ ეს „სერვისი (ჩემს მტერს მოუწია ამ სერვისით სარგებლობა) კომფორტზეა ორიენტირებული (მაშ! აბა, თქვენ რა გეგონათ?!)“. კომფორტი კი იმას ნიშნავს, რომ მსურველს არასრულწლოვან პატიმართან საუბარი და მისი დანახვა „მგზავრობის დისკომფორტის გარეშეც შეეძლება“. თუმცა, თვეში მხოლოდ სამჯერ, ისიც 15-15 წუთით. თითო 15 წუთის ღირებულება კი 15 ლარი იქნება (სავარაუდოდ, პრობაციისა და ა. შ. სამინისტრო თითოეული პატიმრისგან თვეში 45-ლარიან შემოსავალს ელოდება). ხოლო, თუ ამ ციფრს პატიმართა ოდენობაზეც გადავამრავლებთ, „სერვისი“ იქით იყოს და, ქ-ნ კალმახელიძეს კარგა ღრმა ქერის ორმოც უპოვია.


скачать dle 11.3