კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 650 წელს ჩინელი იმპერატორის ბრძანებით გამოიცა იმ დროისთვის მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია – პაო-ცზაო, ქაღალდის ფული, რომლის ერთეული 10 000 იუანის ღირებულების იყო.

* ფრენბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სათამაშო ფართობის ზომებს ყოველთვის ზუსტად იცავენ. „დიდი მოედნის“ თამაშის, მაგალითად, ფეხბურთის მოედნის ზომები ხშირად ირღვევა. გამონაკლისი ამერიკული ფეხბურთია, რომლის ზომები აუცილებლად ზუსტად უნდა იყოს დაცული. ამავე დროს, ყველა გულშემატკივარმა ზუსტად იცის, რომ მოედნის სიგრძე 1 იარდი, ანუ 91,44 მეტრია.

* მეცხრამეტე საუკუნეში ბევრი ოფიცერი ატარებდა იაფფასიანი ლითონის – რკინის, თუჯის ბეჭედს, რომელსაც შიდა მხარე ოქროსი ჰქონდა და ზედ მფლობელის სახელი და გვარი იყო ამოტვიფრული. ამ ხერხს კი მოროდიორისგან თავის დასაცავად მიმართავდნენ.

* პირველი სალარო აპარატი ჯეიმს რიტმა 1878 წელს გამოიგონა.

* ინგლისელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ რვაათასმეტრიან მწვერვალზე ასვლისას, ალპინისტების საუბრის 9,5 პროცენტი საექსპედიციო გეგმასა და პოლიტიკას ეხება, 0,5 პროცენტი – ქალებს, დანარჩენი 9,5 პროცენტი კი – საჭმელს.

* სახელმწიფო დღესასწაულებზე, ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ტრასებზე მდებარე პატარა რესტორნებში ფინჯანი ყავით უფასოდ უმასპინძლდებიან, რადგან ამ დროს ტრასები გადატვირთულია და ამით დაღლილ მძღოლებს ეხმარებიან, ფხიზლად იყონ და საჭესთან არ ჩაეძინოთ.

* მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებდა მაღაზიათა ქსელი „თაიმ სთორი“, სადაც საქონლის შეძენა შესაძლებელი იყო ზუსტად თვითღირებულების ფასში, თუმცა, მყიდველს მაღაზიისთვის გარკვეული დროის განმავლობაში უნდა ემუშავა.


скачать dle 11.3