ბრძნული აზრები
ბეკონი: ბავშვები ართულებენ ჩვენს ცხოვრებისეულ საზრუნავებს, მაგრამ, იმავდროულად, მათი წყალობით, სიკვდილი ისეთი საშინელი აღარ გვეჩვენება.
დოსტოევსკი: წამდაუწუმ უნდა შევახსენოთ ახალგაზრდებს ოქროს წესი: არაფერი ზედმეტი! მოერიდონ ყველგან და ყველაფერში ზედმეტობას.
სენეკა: მართალი სიტყვა უბრალოა.
გიოარსი: სახის სილამაზის სრულყოფის მოყვარულთათვის: იკითხეთ გონივრული წიგნები, საერთოდ, კლასიკოსები. ისინი თქვენს სახეზე ისეთ შტრიხს შეიტანენ, რომელსაც ვერანაირი კოსმეტიკა და პლასტიკური ოპერაცია ვერ შეძლებს.
სტენდალი: სირცხვილი ადამიანის ყველაზე მშვენიერი გრძნობის – სიყვარულის დედაა.
დემოკრიტე: გულახდილი საუბარი თავისუფალი სულის თვისებაა, ოღონდ, მთავარია შესაფერისი დროის შერჩევა.
პითაგორა: მიუხედავად იმისა, რომ „კი“, და „არა“ ძალზე მოკლე სიტყვებია; ყველაზე სერიოზულ გააზრებას სწორედ ისინი მოითხოვენ.
ლაროშფუკო: შენდა შეუმჩნევლად თავის მოტყუება ისევე ადვილია, როგორც ძნელია ის, რომ სხვისი მოტყუება შეგრჩეს.
გაიუსი: არ მესმის იმ გაჭირვების, რომელშიც დიდი გონება შეიძლება აღმოჩნდეს.
ჟან პოლი: ბრძენმა აპოლონმა იცოდა, რომ ყველაზე უკეთ მშიერი ძაღლები ნადირობენ; რომ ყველაზე უკეთ მსუბუქი მორბენლები დარბიან; რომ გამხდარი პეგასი მასიურ ცხენზე უფრო ამტანია, რომ კაჟისგან იქმნება ცეცხლი და ამიტომ იგი თავის რჩეულებს სიღატაკით ასაჩუქრებდა, რაც აკეთილშობილებდა მათ სხეულებს.
რონი: ბედნიერება არაა შემთხვევითი და არც რაღაც შეუძლებელი. ბედნიერება – ეს არის ის, რასაც თქვენ საკუთარი ხელებით ქმნით.
ბრუნო: ერთ საუკუნეში გმირული სიკვდილი ადამიანს ასაჩუქრებს სიცოცხლით ყველა მომდევნო საუკუნეში.
ადისონი: დუმილი ზოგჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებულია, ვიდრე ყოვლად კეთილშობილური და მეტყველი ენამჭევრობა და, ხშირ შემთხვევაში, მაღალ გონებაზე მეტყველებს.
შოუ: თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, მთელი არსებით უნდა მიეცე საყვარელ საქმეს, მაშინ დრო არ დაგრჩება იმის განსასჯელად, ხარ თუ არა ბედნიერი.
ჯონსონი: ჯიუტი უგუნურება დანაშაულის უკანასკნელი თავშესაფარია.
როხასი: არ არსებობს იმაზე ცუდი უგუნური, ვიდრე ის, ვინც ლაპარაკში თავის შეკავება არ იცის.
საადი: ზოგჯერ სულელს, თავისი უვიცობით, მოსწრებული სიტყვაც წამოსცდება.
რიკერი: ფილოსოფოსი, როგორც პასუხისმგებელი მოაზროვნე, დისტანციას იცავს როგორც ათეიზმთან, ასევე რწმენასთანაც.
ფრანკლინი: ფრთხილად იყავით პატარა ხარჯთან, რადგან პატარა ნახვრეტიდან დიდი გემის დაძირვაა შესაძლებელი.
შუმანი: ქებათა სიყვარული მეტ-ნაკლებად ყოველი ადამიანის გულშია დაფარული. მედიდური ადამიანი, ქება რომ დაიმსახუროს, მზადაა, აიტანოს ათასი უსიამოვნება; მოკრძალებული კი ქებას გაურბის მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტი დარწმუნებით დაიმსახუროს ის.
მოპასანი: მამაკაცები ყველაფერში სჯობიან ქალებს – სიბრძნეშიც და სიბრიყვეშიც.