მსუქანი ათეული
თუ საკუთარ მადას ვერ ერევით და ჭამა სილამაზეს გირჩევნიათ, იმხელა წონა მაინც აკრიფეთ, რომ მსოფლიო მსუქნების ათეულში აღმოჩნდეთ. ასეთი ათეული კი ნამდვილად არსებობს:
* ყველაზე მძიმე ქალბატონი დედამიწაზე 727 კილოგრამს იწონიდა. კეროლ იაგერი 1994 წელს 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.
* 635 კილოგრამი აკრიფა ჯონ ბრაუერ მანოხმა. ეს ამერიკელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ კვირაში 72-90 კილოს იმატებდა.
* ამერიკელმა მანუელ იურიბემ (1965 წელს დაბადებული) 40 წლის ასაკში 560 კილოგრამს მიაღწია.
* 544 კილოგრამი – ასეთი იყო როზალი ბრედფორდის წონა, მაგრამ მან მოახერხა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 415 კილოგრამი დაიკლო.
* უოლტერ ჰადსონმა ამერიკაში უცნაური შემთხვევის დემონსტრირება მოახდინა: ის 543 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ საკუთარი საძინებლის კარში გაიჭედა და იძულებითი დიეტით 150 კილო დაიკლო.
* 540 კილოგრამს იწონის ამერიკელი მაიკლ ედელმანი, მაგრამ მისი ფოტო მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა პრესაში, სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ არსებობს.
* მშვენივრად გრძნობს თავს 538-კილოგრამიანი ამერიკელი ფრენსის ჯონ ლანგი. ლანგი 1934 წელს არის დაბადებული.
* 513 კილოგრამით მეცხრე ადგილზეა ჯონ ალი (კანადა).
* 486 კილოგრამს იწონის 1962 წელს დაბადებული პატრიკ დიუზელი.
* 1926 წელს დაბადებული რობერტ ერლ ჰიუზი გარდაცვალებისას 438 კილოგრამს იწონიდა.