კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰარი და უილი...

ისინი თითქმის მეფეები არიან... ყოველ შემთხვევაში, ბევრიც აღარაფერი უკლიათ. სწორედ მათი წყალობით მიიღო ბრიტანეთის სამეფო კარმა თანამედროვე იერი... უფლისწულები – უილიამი და ჰარი, სულაც არ ცხოვრობენ იმ ზღაპარში, წიგნებში რომ აღწერენ ხოლმე. მათ უზარმაზარი პასუხისმგებლობები აქვთ და ბევრი მოვალეობაც აკისრიათ; შეზღუდვებიც – რამდენიც გენებოთ... მართალია, დემოკრატიული სულისკვეთებით აღიზარდნენ, მაგრამ ინგლისური კონსერვატიზმი თავისას შვრება... გლამურული ძმებისთვის არაფერი უცხო არ არის... წლის იყო ჰარი, როცა დაიანას ამაყად გამოუცხადა, მე მეფე უნდა გავხდეო!

ინგლისურმა პრესტიჟულმა გამოცემამ ყველაზე დახვეწილი და მოდური ადამიანების სიაში უფლისწული ჰარი მეხუთე ადგილას დააყენა. პრინცი უილიამი კი – 27-ზე. უილიამი ძირითადად კლასიკურ კოსტიუმებს იცვამს, რომლებსაც მას სამეფო კარის ოფიციალური მკერავი „ტურნბულ ენდ ასერი“ უკერავს. ოფიციალურ მიღებებზე კი ორივე ძმას საზეიმო სამხედრო მუნდირები აცვია.

მოტოციკლი ორივე ძმის სერიოზული გატაცებაა. უილიამის საყვარელი ბრენდია იტალიური „დუკატი“, ჰარის კოლექციაში კი არის „ტრიუმფი“, „ჰონდა“. მამა ჩარლზი შვილების ამ გატაცებას დიდად არ სწყალობს და ურჩევნია, ბიჭები ავტომობილების საჭესთან იხილოს.

დრეს-კოდი – ძმები მკაცრად იცავენ ამ წესს. ღამის კლუბში გასართობად ჯინსებითა და სპორტული პერანგებით დადიან. ჰარი ამ დროსაც უფრო ზომიერია, უილიამი – მეტად თავისუფალი. თუმცა, „ცუდი ბიჭის“ იარლიყი მაინც ჰარის მიეწება. პრინცებისთვის მხოლოდ ის ბრენდებია მისაღები, რომლებიც ბრიტანეთთან კავშირშია. და, კიდევ: 2009 წელს უფლისწულ უილიამს გადასცეს ქვეყნის უმაღლესი ორდენი ბაფთით, რომელიც მის მუნდირს ამშვენებს... ეს მისი მთავარი და თითქმის ერთადერთი აქსესუარია...


скачать dle 11.3