გახდომის და სახის ნაოჭების კორექციის საუკეთესო მეთოდი
– ქალბატონო მარინა, ჭარბი წონა, სხეულის ცალკეული ნაწილების კორექცია და სახის კანის ნაოჭების მკურნალობა. ეს სამი ძირითადი მიმართულებაა, რომელთაც თქვენი მეთოდით საკმაოდ ეფექტურად ებრძვით.
– ადამიანი ცხოვრების რაღაც მონაკვეთში წონაში იმატებს და თუკი ადრე ამ მომატებას მალევე და ადვილად იკლებდა, ახლა უკვე დიდი ძალისხმევითაც ვერ ახერხებს ამას. ზოგიერთი ეგუება ამ ფაქტს, ხელს ჩაიქნევს და განაგრძობს მატებას, ზოგიერთი კი ტანჯვა-წამებით დაკლებულ 2-3 კილოგრამს მალევე ორმაგად იბრუნებს. ისინი, ვინც თვეში ნახევარი კილოგრამის მომატებას არაფრად არ აგდებენ, ერთი წლის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ თურმე ექვსი კილოთი მეტს იწონიან. ვაკუუმ-თერაპია ყველაზე ეფექტური მეთოდია ჭარბ წონასთან და ცელულიტთან ბრძოლაში. სხეულზე პროცედურები კეთდება დიდი და საშუალო ზომის ქილებით. ისინი ქმნიან ძლიერ ვაკუუმს, რის შედეგადაც ცელულიტი ჯერ რბილდება და შემდეგ მცირდება. წარმოიდგინეთ, ერთდროულად დასმული ათი ნახევარლიტრიანი ქილების დიამეტრის ვაკუუმი. ეს ძალიან დიდი ძალაა, გარდა ამისა, თერმულ-მექანიკური ზემოქმედებაც ხდება და კანი, რაც არ უნდა მოიკლოთ, არ დაკარგავს ელასტიკურობას და არ „ჩამოეკიდება”.
– რამდენი კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი საშუალოდ და რა ღირს ერთი პროცედურა?
– 8-10 კილოგრამის დასაკლებად 15-20 პროცედურაა რეკომენდებული, სეანსი ერთი საათი გრძელდება და 35 ლარი ღირს. ერთდროულად პაციენტს ენიშნება სწორი კვება (სისხლის ჯგუფის, ცხოვრების წესის მიხედვით). თუ არ არის წონის პრობლემა, მაგრამ საჭიროა სხეულის ცალკეული ნაწილების (გალიფე, თეძოები, დუნდულები, წვივები, მხრები) კორექცია, ამ შემთხვევაში იგივე პროცედურები უტარდებათ, ოღონდ დიეტის გარეშე. ზოგიერთი მეკითხება: „თუ დიეტა დავიცავი, ხომ ისედაც დავიკლებ, რაღა საჭიროა მასაჟი?” გარწმუნებთ, მარტო დიეტის დაცვით ამ ადგილობრივ პრობლემებს ვერ მოაგვარებთ, მოიკლებთ ყველგან, გარდა ამ ადგილებისა. თანაც მიიღებთ ნატანჯ-ნაწამებ სახის გამომეტყველებას, უფრო მეტად გაღიზიანებულები, კონფლიქტურები და დეპრესიულები გახდებით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, რა თქმა უნდა, წონის დაკლებისას დანიშნული სწორი კვების რეჟიმის მკაცრი დაცვა აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, „დიეტიდან” გამოსვლა. ანუ, მიღებული შედეგის შენარჩუნება. იმიტომ რომ, ამ დროს ორგანიზმი არასწორად მიღებულ საკვებს მაქსიმალურად ითვისებს და ილაგებს ცხიმების სახით. აი, საიდან მოდის დიეტის შემდეგ კვლავ წონის მომატება. აუცილებელია, მიეცეს პაციენტს სწორი რჩევა-დარიგებები, თუ როგორ მოიქცეს შემდგომში იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს „რიკოშეტის” რეაქცია. პროცედურების დროს ჩვენ პარალელურად ვიყენებთ თაფლს, შავ შოკოლადსა და ყავას. მათ გააჩნიათ ანტიცელულიტური მოქმედება. ქილებით დამუშავებულ და გახსნილ ფორებში, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილებში აღწევენ და შლიან მათ. სწორედ ამიტომ აღნიშნავენ პაციენტები, რომ რამდენიმე კილოგრამის დაკლებითაც კი უფრო გამხდრად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან დაკლებულები, რადგანაც ვიზუალური კლება სანტიმეტრების ხარჯზეც ხდება.
– ამავე მეთოდით ხდება სახეზე ნაოჭების გასწორება? გამიგია, რომ ამ მასაჟის შემდგომ შეიძლება, ლაქები გაჩნდეს. ტანზე კიდევ არა უშავს, მაგრამ სახეზე?
– მეთოდი იგივეა – ვაკუუმთერაპია, მაგრამ სახეზე, სხეულისგან განსხვავებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიყენებთ მცირე და საშუალო ზომის პარამეტრებს და შესაბამისად არანაირი ლაქები არ რჩება.
ამ პროცედურების გაკეთება ექიმისგან დიდ სიფრთხილეს, ყურადღების კონცენტრირებას, პროფესიონალიზმს და გამოცდილებას მოითხოვს. ეს მეთოდი აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას კანქვეშ და ნაოჭები ქვევიდან, სიღრმიდან სწორდება. კრემები (რაც უნდა ხარისხიანი და ძვირად ღირებულიც არ უნდა იყოს), კი ზედაპირზე მოქმედებს და მათი ეფექტი მოკლევადიანია. დოზირებული ვაკუუმით სახის კანზე ჩვენ ვახდენთ ღრმა ზემოქმედებას ნაწიბურებზე, ნაოჭებზე, ამ დროს 4-5-ჯერ ძლიერდება მიკროცირკულაცია. „ცოცხლდებიან” დისტროფიული უჯრედები და „გაზარმაცებულ” კაპილარებში სისხლის დიდი ნაკადი მიედინება. აი, რაშია ამ მეთოდის უნიკალურობა და შეუდარებელი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი!
– ამ შემთხვევაში რამდენი პროცედურაა ჩასატარებელი და რა ღირს ერთი მასაჟი?
– სახის მასაჟი 40-50 წუთი გრძელდება და ისიც 25 ლარი ღირს, თავიდან დღეგამოშვებით კეთდება, სანამ სისხლის და ლიმფის მიმოქცევა აღდგება, შემდეგ კი, მიყოლებითაც შეიძლება. პროცედურები არ ტარდება ჩირქოვანი გამონაყარის, ჰერპესისა და სოკოვანი დაავადებების დროს.
აღსანიშნავია, რომ პაციენტთა უმეტესობა პირველივე სეანსების შემდეგ აღნიშნავს, რომ კანს უბრუნდება ჯანმრთელი ელფერი (ამას განსაკუთრებით მწეველები ამბობენ), წვრილი, მიმიკური ნაოჭების რაოდენობა მცირდება, ხოლო ღრმა, ფუნქციური ნაკეცები ნაკლებად გამოხატული და თვალში საცემი ხდება (დერმატოლოფტინგის ეფექტი). მომდევნო სეანსების შემდეგ კანის სტრუქტურა მკვეთრად უმჯობესდება, მცირდება შეშუპებები და ლაქები თვალების გარშემო, მყარდება სახის კუნთოვანი კარკასი და პაციენტი 5-8 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ვაკუუმთერაპია ებრძვის ძველ, უკვე არსებულ და ახალ მიმიკურ ნაოჭებს. გარდა ამისა, კურსის დამთავრების შემდეგ აბსოლუტურად ყველა პაციენტი აღნიშნავს, რომ არსებული პრობლემების მოგვარების გარდა, მკვეთრად გაუმჯობესდა მათი ზოგადი მდგომარეობა. აღნიშნავენ ენერგიის მოზღვავებას, ძილის მოწესრიგებას, უმიზეზო თავის ტკივილებისა და დეპრესიული მოვლენების ალაგებას, უმჯობესდება ადამიანის გუნება-განწყობილება (რადგანაც ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევაა) და პაციენტი აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება.
ექიმი 893 30-00-08