კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხასიათი – მთავარი სირთულე

ადამიანის ხასიათი არის ის, რასაც ვერ შეცვლი და ვერც ვერანაირ კორექციას ვერ შეიტან, მით უმეტეს, თუ თავად ადამიანს არ უნდა ეს. მაშინაც კი, როცა ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, შევიცვალოთ, „გამოვსწორდეთ“, ან „გამოვისწოროთ“ ხასიათი, ბუნება თავისას შვრება და სერიოზულ სირთულეებს ვაწყდებით. ამიტომაც, თავიდანვე აუცილებლად უნდა განსაზღვრო პარტნიორის ხასიათის რომელი თვისებაა თქვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეგწევთ თუ არა უნარი, მიიღოთ ისეთი, როგორიც არის.

ხასიათი ურთიერთობის ჯაჭვის ყველაზე რთული რგოლია. მარყუჟია, რომლის გამოხსნა ფუჭად დაგაკარგვინებთ დროსა და ენერგიას. აჯობებს, თავიდანვე ზუსტად იცოდეთ, რას შეეგუებით და რას – ვერა. მაგალითად, ძალაუფლებისმოყვარე ქალებს ძალიან მოსწონთ კაცები, რომლებსაც სახლში მშვიდად ჯდომას და ტელევიზორის ყურებას არაფერი ურჩევნიათ. შეიძლება, იწუწუნონ, რომ ქმრისგან მეტი აქტიურობის მომხრეები არიან, მაგრამ, გულის სიღრმეში აღიარებენ, რომ საკუთარი აქტიურობა ურჩევნიათ. თუ ქალს აქვს ნიჭი, მეორე ადამიანი ისეთი მიიღოს და შეიყვაროს, როგორიც ის რეალურად არის, მაშინ ოჯახში სიმშვიდეა.

მამაკაცს ასეთი ნიჭი არაფერში სჭირდება. საქმე ისაა, რომ კაცები ყველაფერს ეგუებიან – ეს მათი ხასიათის მთავარი თვისებაა. კაცისთვის მთავარია, ცოლმა ტვინი არ „გაუბურღოს“, მისი ხასიათის დანარჩენ ნაკლოვანებებს კი უპრობლემოდ შეეგუება.

შეგვიძლია, გამოვკვეთოთ ხასიათის რამდენიმე თვისება, რომლებიც ჰარმონიული კავშირის საფუძველს ქმნის. ესენია: კომპრომისზე წასვლისა და საკუთარი შეცდომის აღიარების უნარი; ძლიერი გრძნობა – მოტივაცია შენი პარტნიორის გაბედნიერებისა; გულუხვობა, უანგარო დახმარების სურვილი, იუმორის გრძნობა. სხვათა შორის, ხასიათის სწორედ ამ თვისებებს ანიჭებენ უპირატესობას ადამიანები, განსაკუთრებით კი – მამაკაცები, როცა სასურველ პარტნიორს ახასიათებენ.


скачать dle 11.3