კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოხატავენ ქართველი გოგონები სიმპათიებს კამერუნელი ოსვალდ ნკონოს მიმართ და რატომ არ მოსწონთ ის ქართველ კაცებს

კამერუნელი ოსვალდ ნკონო წელიწადი და ექვსი თვეა, რაც საქართველოში ცხოვრობს და თავს უკვე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. როგორც თავად ამბობს, ქართველ გოგონებში პოპულარობით სარგებლობს. რას საქმიანობს ის საქართველოში და რამდენი ხნით აპირებს ჩვენს ქვეყანაში დარჩენას, ამაზე თავად გვესაუბრება.

– რამდენი ხანია, რაც თბილისში ხარ და რას საქმიანობ?

– უკვე წელიწადი და ექვსი თვეა, რაც თბილისში ვცხოვრობ. აქ მასაჟისტად ვმუშაობ, მაგრამ, ეს არ არის ჩემი ერთადერთი პროფესია, მე სპორტსმენი ვარ. ჯიუჯიცუ – ასე ჰქვია სპორტის იმ სახეობას, რომელსაც მე მივდევ და ჩემს ქვეყანაში ჩემპიონიც არაერთხელ გავხდი. აფრიკის კონტინენტზეც გამოვსულვარ, მოკლედ, გარკვეული წარმატებები მაქვს მოპოვებული ამ სპორტში. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ჩემი მოსწავლეებიც მყავს და ვავარჯიშებ.

– საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედი?

– ჩემი ძმა საქართველოში ცხოვრობს და თავიდან სტუმრად ჩამოვედი მასთან. ყოველთვის მინდოდა უცხო ქვეყნების დათვალიერება, მუდამ სიახლეების ძებნაში ვიყავი. აქაურობა ძალიან მომეწონა. შემდეგ ერთი ქალი გავიცანი, რომელსაც საკუთარი სალონი აქვს. როცა გაიგო, რომ მასაჟისტი ვარ, მასთან მუშაობა შემომთავაზა.

– რა სახის მასაჟებს აკეთებ?

– მე ვიცი 4 სახეობის მასაჟი: პირველი – ეს არის გასახდომი მასაჟი და საკმაოდ ეფექტურია; მეორე არის ენერგეტიკული მასაჟი; მესამე ფეხების მასაჟი, რომელშიც შედის ტერფების, ფეხის თითებისა და ყველანაირი მასაჟი; მეოთხე კი არის სახსრების მასაჟი. ზოგადად, მასაჟი, მოგეხსენებათ, განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა, ამიტომ ყველას ვურჩევ მასაჟისტთან სიარულს.

– სად დაეუფლე ამ პროფესიას?

– ამ პროფესიას კამერუნში დავეუფლე. იქ ჩამოსული იყო იაპონელი სპეციალისტი, რომელმაც ეს საქმე შემასწავლა. სხვათა შორის, ქართველებიც ხშირად იკეთებენ მასაჟებს. უფრო ასაკოვანი ხალხი მოდის, ვიდრე ახალგაზრდები. ქალები კი უმეტესად გასახდომ მასაჟებს იკეთებენ.

– ჩვენს ქვეყანაზე რა იცოდი მანამდე, სანამ ჩამოხვიდოდი?

– ჩემი ძმა მიყვებოდა ხოლმე თქვენს ქვეყანაზე რაღაცეებს. მეუბნებოდა, რომ ძალიან თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს. მართლაც, რომ ჩამოვედი, ამ ყველაფერში დავრწმუნდი. ნამდვილად ძალიან კარგი ქვეყანაა. იმდენად ჰგავს ჩვენს ქვეყანას, ასე მგონია, ჩემს სახლში ვარ.

– მაინც, რითი ჰგავს?

– ჩვენთანაც ისე იცავენ ტრადიციებს, როგორც თქვენთან; ქორწილებს, დაბადების დღეებს და სხვა დღესასწაულებს ისე აღნიშნავენ, როგორც აქ. მოკლედ, ბევრი საერთოა, თუმცა, ზოგი რაღაცით განსხვავდება კიდეც, მაგალითად, კლიმატით. იქ ეკვატორული კლიმატია, სულ ცხელა. საქართველოში კი ყველანაირი ამინდია: ხან გრილა, ხან თბილა, ხანაც თოვლია. მოკლედ, ძალიან კარგი კლიმატური პირობებია.

– მოგწონს ჩვენთან?

– ძალიან (იცინის). ძალიან მიყვარს თოვლი, ჩვენთან კი არასდროს თოვს, მომბეზრდა სულ სიცხე. კიდევ არის სხვა განსხვავებები ჩემსა და თქვენს ქვეყნებს შორის. მაგალითად, ჩვენთან არის 280 ენა, თქვენთან – მაქსიმუმ ოთხი. მოკლედ, საერთოც ბევრია ჩვენს ქვეყნებში და განსხვავებაც. ერთადერთი, მეგრელებმა გამაბრაზეს ცოტათი და ამას ვერ ვივიწყებ (იცინის). ერთს რომ ამბობენ, სამს იტყუებიან (იცინის).

– მაინც, რა მოგატყუეს?

– ერთხელ ერთმა მეგრელმა შემომთავაზა, რომ ყავის ბიზნესი წამოგვეწყო ერთად და მეც დავთანხმდი. დავსახეთ გეგმა, რომლის თანახმადაც, კამერუნში უნდა წავსულიყავით და ყავა ჩამოგვეტანა. მე დავრეკე მამაჩემთან, ჩემს ძმებთან და ვუთხარი, რომ ეშოვათ საუკეთესო ყავა, დაეჯავშნათ სასტუმრო, დაექირავებინათ მანქანა, რითაც ყავას გადმოვიტანდით. მათ ეს ყველაფერი გააკეთეს. მოკლედ, მთელი ჩემი ოჯახი ავაწრიალე. თურმე ამ დროს ის მეგრელი სხვას დაუკავშირდა კამერუნში და შეპირდა მისი ყავის ყიდვას. ის წავიდა, ყველაფერში გამოიყენა ჩემი ოჯახი და შემდეგ გაქრა, ჩემი ოჯახი კი ზარალში ჩავარდა.

– მას შემდეგ აღარ გინახავს?

– არა, გაუჩინარდა (იცინის). მას შემდეგ ჭკუა ვისწავლე და ყველას აღარ ვენდობი. საერთოდ, ქართველები ეგეთები არ ხართ, პირიქით, ძალიან ერთგულები და პატიოსნები ხართ. ის, ალბათ, გამონაკლისი იყო. (იცინის). მე ძალიან მიყვარს ქართველები და საქართველო.

– ცოლად ქართველი გოგონას მოყვანას ხომ არ აპირებ?

– ეგ ჯერ არ ვიცი. თუმცა, როცა ცოლის მოყვანას დავაპირებ, რატომაც არა, იყოს ქართველი. ჩემი ძმის ცოლი ქართველია და ყოველდღე იმას მეუბნება, აქ უნდა მოგაყვანინო ცოლიო. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ქართველი გოგონები, კარგები არიან.

– განსაკუთრებით რა მოგწონს მათში?

– ისინი დამოუკიდებლები არიან და თვითონაც აქვთ მუშაობის სურვილი. ეს ძალიან კარგი თვისებაა, ოღონდ, ზედმეტად ეჭვიანები და ცნობისმოყვარეები არიან – სულ ურეკავენ, ამოწმებენ თავიანთ შეყვარებულებს. კამერუნელი გოგონები ასე არ იქცევიან. ხანდახან ერთი თვე არ მოგიკითხავენ (იცინის).

– მერე, შენ რომელი გირჩევნია?

– მე ორივე ვარიანტი მომწონს. (იცინის), ოღონდ, ზომიერების ფარგლებში. პირადად მე, სულ მაინტერესებს, სად არის ჩემი მეგობარი გოგო, ძალიან ეჭვიანი ვარ. მოკლედ რომ ვთქვათ, კაცმა სულ უნდა იცოდეს, სად არის მისი მეგობარი ქალი, ქალმა კი ხანდახან უნდა იცოდეს. (იცინის).

– ქართველი გოგონები თუ გამოხატავენ შენდამი სიმპათიებს?

– კი, მგონი, მოვწონვარ. თავიდან ვერ ვიგებდი, რას ამბობდნენ ჩემზე, ახლა კი ცოტათი უკვე მესმის ქართული სიტყვები. ხანდახან კომპლიმენტებს მეუბნებიან ხოლმე – ამბობენ, რომ მოსწონთ ჩემი ფიზიკური მონაცემები, ჩემი ხმა. ქართველ გოგონებს არაფერი აქვთ ჩემი საწინააღმდეგო, რასაც კაცებზე ვერ ვიტყვი.

– რატომ, ქართველი კაცები რას გეუბნებიან?

– რა ვიცი, რაღაც უაზრობებს მეუბნებიან. მაგალითად, დგანან ქუჩაში, სვამენ ლუდს ან სხვა ალკოჰოლურ სასმელს, გამაჩერებენ და მეკითხებიან, შენ აქ რას აკეთებო. ვცდილობ, დისტანცია დავიჭირო მათთან და არ ავყვე. მართალია, ცოტა გამაღიზიანებელია, მაგრამ, რას ვიზამ.


скачать dle 11.3