კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ ცხოველს ქერტლის არსებობის შემთხვევაში და არის თუ არა ეს დაავადების სიმპტომი

ვფიქრობთ, ბევრი მკითხველისთვის საინტერესო იქნება დღევანდელი ინტერვიუს თემა, რომელიც ძაღლის სხეულზე ქერტლის წარმოშობასა და მის შემდგომ აღმოფხვრას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი ისაუბრებს.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ჯანმრთელი კანი პერიოდულად განიცდის განახლებას ძაღლის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ბებერი და მკვდარი უჯრედები განიცდის გამოშრობას, ჩამოიფცქვნება და იცვლება ახალგაზრდა უჯრედებით, რომლებიც წარმოიქმნება კანის ქვედა შრეებიდან. ნორმის დროს ეს პროცესი თვალისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

თუ კანის საფარველის განახლება რაიმე მიზეზით შეფერხდა და შემდგომში ინტენსიურად დაიწყო აღნიშნული პროცესი, ამ დროს ჩამოფცქვნილი კანის ზედაპირული უჯრედები თოვლის ფანტელებივით არის სხეულის ზედაპირზე და სწორედ ამ ფანტელებს უწოდებენ ქერტლს.

– უფრო ზუსტად რომ აგვიხსნათ, ანუ, ძაღლის ქერტლი ისეთივეა, როგორიც ადამიანის?

– ქერტლი შეიძლება გამოიყურებოდეს სხვადასხვანაირად, მაგალითად, მისი ფანტელები შეიძლება იყოს: თეთრი, რუხი, ყვითელი, ყავისფერი და ხანდახან შავიც კი. ქერტლის ზომა შესაძლოა, იყოს ძალიან პატარა – როცა ქერტლს ფქვილის სახე აქვს და, ასევე, დიდი ფანტელის ზომის. ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ფანტელები ქმნის, მთელ რიგ ფენებს.

– რაც შეეხება მის რაოდენობას?

– ფანტელის რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს რამდენიმედან ძალიან ბევრამდე, როცა ქერტლი ფარავს ცხოველის მთელ კანის ზედაპირს ან მის უმეტეს ნაწილს. გენერალიზებული დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნული პროცესი ლოკალიზებული იყოს სხეულის გარკვეულ ან რამდენიმე ნაწილზე. გარდა ამისა, ქერტლის ფანტელები შეიძლება იყოს ცხომოვანი ამ მშრალი.

– რა აჩენს ქერტლს?

– ერთის მხრივ, ქერტლის დროს, ცხოველის გარეგნულ შესახედაობას არ აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი და იგივე დაავადების დროს სხვადასხვა ცხოველს ქერტლი, შესაძლოა, სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სახით გაუჩნდეს.

– ქერტლის არსებობა ცხოველის სხეულზე კონკრეტულად რომელიმე დაავადების მანიშნებელია?

– ქერტლი არ არის ცალკე დაავადება, ეს არის სიმპტომი. ის, შეიძლება, წარმოიშვას სხვადასხვა დაავადების დროს, მაგალითად, პარაზიტული, სოკოვანი, ბაქტერიული, ენდოკრინული, ონკოლოგიური, ვირუსული, ასევე, კერატიზაციის დარღვევის შემთხვევაში, ცუდი მოვლა-შენახვის პირობებში და სხვა მრავალი მიზეზის გამო.

– თუ არის სრულიად ჯანმრთელი ცხოველი მისგან დაზღვეული?

– ქერტლისგან არც ჯანმრთელი ცხოველია დაზღვეული, რადგან, შესაძლებელია, ქერტლი გაუჩნდეს ჯანმრთელ ცხოველს სტრესის დროს. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ცხოველებს სტრესის შეგრძნება არ აქვთ, მაგრამ ეს ასე არ არის.

– მიუხედავად ყველაფრისა, თუ სტრესის დროს გაუჩნდა ცხოველს ქერტლი, შემდეგ რა ხდება? ანუ, რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი?

– როგორც აღვნიშნე, ცხოველს ქერტლი შეიძლება იმ დროს გაუჩნდეს, როცა ნერვიულობს, ხოლო გაქრეს იმ მომენტში, როცა მას სტრესის ფაქტორი მოსცილდება და დაწყნარდება.

– ქერტლი ადამიანს ყოველთვის დისკომფორტს უქმნის და მუდმივად ცდილობს მის მოშორებას. ცხოველის შემთხვევაში როგორ უნდა მოგვარდეს ეს ამბავი? მკურნალობას ვგულისხმობ.

– მოგახსენებთ. ქერტლი, როგორც წესი, სხვადასხვა დაავადების დროს ჩნდება, ამიტომ, მის სამკურნალოდ ერთი უნივერსალური საშუალება არ არსებობს. იმისათვის, რომ საფუძვლიანად ვუმკურნალოთ ქერტლს, საჭიროა, დავსვათ სწორი დიაგნოზი და დავადგინოთ ქერტლის გამომწვევი დაავადება.

როგორც აღვნიშნეთ, ქერტლის დროს ცხოველის გარეგან შესახედაობას არ აქვს მისი გამომწვევი მიზეზის დასადგენად რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა, დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია იმ თანმდევი სიმპტომების გათვალისწინება, როგორებიცაა: კანის სიწითლე, ქავილი, არასასიამოვნო სუნი, ბეწვის ცვენა და ასე შემდეგ; ასევე, დაზიანების ლოკალიზაცია, ანამნეზი და სხვა საერთო პრობლემის არსებობა, როგორიცაა, მაგალითად, გარემო ფაქტორები, ასაკი და სიმსუქნე.

– ადვილია თუ არა დიაგნოზის დასმა და რა ანალიზების ჩატარებაა ამ დროს საჭირო ცხოველისთვის?

– დიაგნოზის დასასმელად შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა სახის ანალიზების, მაგალითად: კანის ანაფხეკის, სისხლის ანალიზის გაკეთება და სხვა. ამიტომ, თვითნებური მკურნალობა ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია. უმჯობესია, მიმართოთ ვეტერინარ ექიმს, რომელიც დასვამს დიაგნოზს და საჭირო მკურნალობას ჩაუტარებს ცხოველს.


скачать dle 11.3