კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მოეწონა ვახო ბალავაძე მომავალ მეუღლეს გაცნობისას და რა აუკრძალა მან ცოლს



როდესაც ვახო ბალავაძე პარლამენტში შევიდა, ის ყველაზე ახალგაზრდა იყო თავის კოლეგებს შორის, თუმცა ეს მის გამოსვლებსა და ინიციატივებს არასდროს ეტყობოდა. ვახოს უკვე ოთხი წელიწადია, ჰყავს მშვენიერი მეუღლე, ანუკა ხომერიკი. მათ ერთმანეთი ისევ ისე უყვართ, როგორც შეყვარებულობის დროს და, დარწმუნებულები არიან, რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება, როგორც ეს ჯვრისწერისას ღვთის წინაშე დაიფიცეს.



– როგორ და როდის შეხვდით ერთმანეთს, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

ვახო ბალავაძე: ეს ოთხი წლის წინ მოხდა. მაშინ ოცდაშვიდი წლის ვიყავი. ჩვენი შეხვედრა კაფე „პროფილში“ შედგა.

ანუკა ხომერიკი: მე მოვყვები რა! ჩემი მეგობარი პარლამენტში მუშაობდა. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, მეგობრებთან ერთად კაფეში ვარ და მოდიო. მივედი და გავიცანი ვახო, ანუ, მისი ერთ-ერთი მეგობარი ვახო აღმოჩნდა...

– მაშინვე მოიხიბლე?

ვახო: სამ თვეში ცოლად მოვიყვანე, არც კი იყო სამი თვე გასული...

ანუკა: ფაქტობრივად, ეგრევე შევშალე, (იცინიან). პარლამენტარის კვალობაზე ძალიან მალე გადაწყვიტა ცოლის მოყვანა.

ვახო: არა რატომ?! თავიდანვე ხვდები, ადამიანთან როგორ ხარ: ან გინდა მასთან ერთად ყოფნა, ან – არა. მალევე ავედი ოჯახში და ვითხოვე მისი ხელი. ყველაფერი ოფიციალურად მოხდა. რადგან მას შემდეგ უკვე ოთხი წელია, ერთად ვართ, ეს ნიშნავს, რომ სამ თვეზე მეტხანს ლოდინი არ ღირდა.

ანუკა: აბსოლუტურად ყოველდღე ერთად ვიყავით, აქეთ-იქით დავწანწალებდით. მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა, დაახლოება. ისე, პირველი დანახვისას საერთოდ არ მომეწონა ვახო. ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი ამ საშინელ, ღიპიან კაცებთან რას მომიყვანე-მეთქი...

ვახო: მე ვიყავი ღიპიანი?! (იცინიან).

ანუკა: აბა, რა იყავი, ახლა ხარ დიეტაზე, მეექვსე დღეა, შიმშილობ. მოკლედ, მერე დაიწყო რეკვები, აქტიურობა, უცებ და მარტივად მომხიბლა. ერთ დღესაც, მომწერა, 22 ნოემბერს ქორწილი გვექნებაო. საშინლად დავიბენი.

ვახო: 22 ნოემბერს ქორწილი გვექნება და როდის ამოვიდე შენთან-მეთქი – ეს იყო შინაარსი.

– თუ ის: – ქორწილი გვაქვს და თუ მოხვალო?

– (იცინიან) პრინციპში, ასეც იყო საკითხი. მოკლედ, ავედი ოჯახში, დავნიშნე და ყველაფერი წესის მიხედვით მოხდა.

– ანუკა, შენთვის როგორია ვახო?

ანუკა: ვიღაცისთვის ცუდი ან კარგი პოლიტიკოსი ვახო, ჩემთვის არაჩვეულებრივი ქმარია, ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი, მიყვარს და მასში ყველაფერ კარგს ვხედავ. არ ვიცი, რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ ასე ვგრძნობ.

ვახო: როდესაც ადამიანი გიყვარს, ესე იგი ის შენთვის ძალიან კარგია და შესაბამისად, მასზე საუბარი გიჭირს. ანუკაშიც მხოლოდ კარგს ვხედავ.

– აქამდე თუ გქონდა სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა?

ვახო: რომ მქონოდა, ხომ მოვიყვანდი ცოლად?!

ანუკა: ვიღაც პიანისტი მოსწონდა.

ვახო: ნუ, მოწონებები და სიმპათიები იყო, მაგრამ სერიოზულობამდე არ მისულა საქმე.

ანუკა: ძალიან დიდი ქორწილი გვქონდა რესტორან „მონოპოლში“. იმდენად ვნერვიულობდი, ისე განვიცადე, არაფერი მახსოვს. საშინელი არეულობაა ამხელა ქორწილი, მერე სურათებს ვუყურებდით მე და ვახო და ვერ ვარკვევდით, ვინ ვინ იყო. ზოგიერთის ვინაობა ჩვენმა მშობლებმაც არ იცოდნენ.

– თუ ადევნებ თვალყურს ვახოს საქმიანობას, მის გამოსვლებს? ერკვევი პოლიტიკაში?

– რაღაც ზღვარი მაინც არსებობს. ვახო ბევრს არაფერს მიყვება თავის საქმეებზე. ისე, მაინტერესებს ეს სფერო, ვუყურებ მის გამოსვლებს და კარგად ვერკვევი რაღაცეებში. ისე, თუ რაღაც ხდება, სულ მაინტერესებს, ვახოსგან გავიგო. დავდევ და ვეხვეწები – მომიყევი, მომიყევი... მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. ის კი არა, ჩემი მეგობრებიც სულ მირეკავენ: ვახო რას ამბობს, ომი იწყებაო? რას ამბობს ვახო, გავიქცეთო? ასეთი რაღაცეები მეც არ ვიცი.

– ვახო, ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად ჩანდი ეკრანზე, უმრავლესობის გადაწყვეტილებებს ძირითადად შენ ახმოვანებდი. ახლა, რატომღაც ისე აქტიურად აღარ ჩანხარ. რატომ?

ვახო: ეს ზაფხულს უკავშირდება. შემოდგომიდან აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ჩემი გააქტიურებაც შესაბამისად დაიწყება.

ანუკა: ვახოს გამოსვლა ყოველთვის ისეთი დამაჯერებელია ხოლმე, რომ ვუსმენ, ვმშვიდდები. ყოველთვის გულწრფელია და ალბათ ეს ეკრანზეც ჩანს.

ვახო: დამაჯერებლობის თვალსაზრისით, მთავარია გულწრფელობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ საუბრობ, როგორი მანერები გაქვს, მაგრამ მთავარი მაინც გულწრფელობაა.

– როდესაც პარლამენტში შეხვედი, ყველაზე უმცროსი წევრი იყავი?

– დიახ. რამდენიმე პარლამენტარს შორის დღეები და თვეები იყო სხვაობა, მაგრამ ყველაზე უმცროსი მაინც მე ვიყავი, თუმცა, ამის გამო გამორჩეულად თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი. ძალიან დიდი გზა გამოვიარე პარლამენტამდე, უამრავ ადგილას ვიმუშავე და, შესაბამისად, ეს პატარა ასაკი სულაც არ ნიშნავდა პატარა გამოცდილებას.

– ანუკა, შენ მიმართ თუ შეიცვალა დამოკიდებულება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც პარლამენტარზე გათხოვებამდე გიცნობდა?

ანუკა: არა, ამას საერთოდ ვერ ვგრძნობ. ალბათ, მეც არ შევცვლილვარ და, აქედან გამომდინარე, სხვა ადამიანების დამოკიდებულებაც საერთოდ არ შეცვლილა. როგორც ვცხოვრობდი, ისე ვცხოვრობ, იგივე მეგობრები მყავს, იმავე ადგილებში დავდივართ.

– სად ერთობით?

– მეგობრებთან ერთად. თან ჩემი ყველა მეგობარი მარტო ცხოვრობს, მშობლებისგან ცალკე. ამიტომ, ხან ერთთან ვართ, ხან – მეორესთან. მიდის „ჯოკერი“, ხან რაღაც თემებზე ბჭობა. ისე, გართობის მხრივ ჩვენი ინტერესები ცოტა იყოფა. როდესაც ვახოს „ძველი სახლი“ უნდა, მე „გურუ“ მირჩევნია. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასაკშია გარკვეული სხვაობა. ამიტომ ვახო სულ ცდილობს, გამიგოს, ამყვეს. თუმცა, „გურუში“ ნამდვილად ვერ გაერთობა და ამას ვერც მოვთხოვ. ძალიან მშვიდობიანად და რბილად მიდის ჩვენი თანაცხოვრების პერიოდი, კრიტიკული მომენტებისა და დაძაბულობების გარეშე. ტკბილად მივყვებით ცხოვრებას. (იცინიან).

ვახო: ექსტრემალები არ ვართ, მაგრამ სულ ვცდილობთ, ერთმანეთი რაღაცეებით გავახაროთ. ცეცხლით მიყვარხარ-მეთქი, ხომ დაგიწერე?! (იცინიან).

ანუკა: არა, ასეთი რაღაცეები არ ყოფილა. როდესაც ერთმანეთს შევხვდით, ასეთი რამეების კეთების ასაკიდან გამოსულები ვიყავით. არც მოულოდნელი სიურპრიზები უყვარს, ყოველთვის რეკავს, სანამ მოდის, მეკითხება აზრს, როდესაც საჩუქრის შერჩევა უნდა.

– ეჭვიანი ხარ?

ანუკა: არა. უფრო სწორად, ზომიერად.

ვახო: ეჭვიანობა მაინც ავადმყოფობა მგონია, როდესაც ყოვლად უმიზეზოდ რაღაც საშინელებებს ფიქრობ. ისე, რომ გაინტერესებს, სად არის შენი საყვარელი ადამიანი, რას აკეთებს და ასე შემდეგ, ეს ყურადღება და სიყვარულია. ეჭვიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როდესაც ადამიანთან ერთად ცხოვრობ, მას ენდობი სხვანაირად არ შეიძლება.

– ვახოს ჩაცმულობაზე თუ ზრუნავ?

ანუკა: ვზრუნავ. ვართმევ ხოლმე ფულს და მისთვის ვყიდულობ რაღაცეებს. ამ ბოლო დროს უკვე მიპროტესტებს შერჩეულ სამოსს. სტამბულში ვიყავით, როდესაც რაღაცეები ვუყიდე და გამომიცხადა, მორჩა, ჩემს ჩაცმულობას თავად მივხედავო. წარწერებიანი, ფერადი მაისურები და მსგავსი რაღაცეები ვუყიდე და ჩემი დიზაინერობის ამბავი ამით დამთავრდა.

ვახო: თორმეტი წლის მეგონა თავი. ანუკას ვუთხარი, ამ ასაკიდან გამოვედი-მეთქი. სამაგიეროდ, თუ ტელევიზიაში მივდივარ ან სადმე, სულ ვეკითხები, ეს ჰალსტუხი ამ პერანგს უხდება თუ არა-მეთქი.

– ანუკა, ჰალსტუხის შეკვრა იცი?

ანუკა: არა (იცინიან). სულ შეკრულია, შეკრულს ვრეცხავ.

ვახო: სასწაული დიასახლისია, სამზარეულოდან ვერ გამოაგდებ. არა, რასაც აკეთებს კარგად აკეთებს, ამას გულწრფელად ვამბობ. ჩვენი ოჯახის სავიზიტო ბარათი ბაჟეა. ერთი პერიოდი ანუკამ გადაწყვიტა, რომ კარგი ბაჟე გამოსდის და ორი კვირა ბაჟეს ვჭამდით. ყოველდღე მოდიოდა და მეკითხებოდა: „გავაკეთო ბაჟე“? ბოლოს ვუთხარი, ისეთი გაოცებული ვარ, ისეთ მაგარ ბაჟეს აკეთებ, ამდენიც არ შეიძლება, აღარ გააკეთო-მეთქი (იცინიან).



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3