კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: არ მინდა, რომ აბუტილონი სიგრძეში წავიდეს, როგორ დავაბუჩქო?

პასუხი: თუ გსურთ, რომ ძალიან არ გაიზარდოს თქვენი აბუტილონი, ის გაზაფხულზე უნდა გასხლათ. თუ წვეროებს წააჭრით, ბუჩქს დაემსგავსება, თუმცა, იცოდეთ, რომ ამ დროს ის, შეიძლება ცოტა გვიან აყვავდეს. ზაფხულში კი, აქტიური ზრდის პერიოდში, შეიძლება ხელახლა დასჭირდეს გასხვლა.

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება კურკუმას?

პასუხი: ამ მცენარეს კაშკაშა სინათლე და მზე სჭირდება, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ გაშლილი ყვავილები ჩრდილში მეტხანს ძლებს. ზაფხულში მისთვის იდეალურია 18-23 გრადუსი ტემპერატურა, ზამთარში კი 7 გრადუსსაც უძლებს. სასურველია, თუ კურკუმას ნათელ თანამედროვე ინტერიერში დადგამთ.

კითხვა: არის თუ არა პრობლემური მცენარე ადიანტუმის ერთ-ერთი სახეობა – „ვენერას თმა“?

პასუხი: ეს მცირე ზომის გვიმრა საკმაოდ იოლი მოსავლელია და პრობლემებსაც ნაკლებად შეგიქმნით. ის ჩინებულად ერგება სხვა მცენარეებისთვის პრობლემურ ადგილებს და ნაკლებად ნათელ ან გრილ ოთახშიც თავს შესანიშნავად იგრძნობს.

კითხვა: მაინტერესებს, გამძლე მცენარეა თუ არა ქამეროპსი და რა ტემპერატურა სჭირდება მას?

პასუხი: ქამეროპსი ძალიან გამძლე მცენარეა. ის რამდენიმე გრადუს ყინვასაც კი უძლებს და ზაფხულის მწველ მზეშიც კარგად გრძნობს თავს. მთავარია, მას სინათლე არ მოაკლოთ წელიწადის ნებისმიერ დროს. რაც შეეხება ტემპერატურას, იტანს ყინვას, თუმცა მისთვის კარგია ზამთარში 9-10 გრადუსი, ზაფხულში კი – 15-24 გრადუსი ტემპერატურა.

კითხვა: რთულია ასპიდისტრას მოვლა?

პასუხი: ასპიდისტრა ძალიან გამძლე მცენარეა. ის ბნელ კუთხეშიც, მოურწყავიც და მტვრით დაფარულიც კარგად ხარობს, თუმცა უმჯობესია, თუ მოუვლით და მისი სილამაზით დატკბებით. ეს მცენარე მინიმალური მოვლის პირობებშიც კარგად გაიხარებს. სიჯანსაღისა და სიხასხასის შესანარჩუნებლად ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ და ზაფხულის განმავლობაში, რამდენიმე კვირაში ერთხელ, მცენარე ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ.


скачать dle 11.3