კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ძალიან მინდა ჩაუ-ჩაუს შეძენა. მითხრეს, რომ ძალიან ჯიუტი ძაღლია და, შეიძლება, არც ისე კომფორტული იყოს მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. რას მირჩევთ?

პასუხი: გეთანხმებით, რომ ჩაუ-ჩაუ საკმაოდ ჯიუტი ძაღლია, მაგრამ არც ისეთი, რომ მისმა არსებობამ ოჯახის წევრებს დისკომფორტი შეუქმნას. თუ მის შეძენას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ჩაუ-ჩაუს ადრეული ასაკიდან ესაჭიროება თანმიმდევრული წვრთნა. არც ის დაივიწყოთ, რომ ჩაუ-ჩაუ საკმაოდ გულადი და ერთგული მეგობარია. აქვე გეტყვით, რომ ამ ჯიშის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს შავი, ცისფერი ან კრემისფერი შეფერილობის. ხვადის სიმაღლე 48-56-ს, ხოლო ძუს სიმაღლე 46-51 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

კითხვა: რომელი ბაქტერიული ინფექციებია ძაღლისთვის საშიში?

პასუხი: როგორც ხვადისთვის, ასევე ძუ ძაღლისა და ლეკვებისთვის ძალიან საშიშია სტაფილოკოკოზი, სტრეპტოკოკოზი, ეშერიხიოზი და ბრუცელოზი.

როგორც ხვადებში ასევე ძუებში, გვხვდება ტრანსმისიები, რომლებიც განლაგებულია სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე. დაავადების გადაცემა ხდება ძირითადად სქესობრივი გზით.

კითხვა: მინდა ცოტა რამ მიამბოთ ოქროს რეტრივერზე. მაგალითად, მისი წარმომავლობა, საიდან მოდის და ასე შემდეგ.

პასუხი: ოქროს რეტრივერის წარმომავლობა დიდი ბრიტანეთიდან მოდის. ის მართლაც მშვენიერი გარეგნობით გამოირჩევა, არის მეგობრული, ბავშვების მოყვარული და უცხოების მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილი. ოქროს რეტრივერი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის კინემატოგრაფთა ერთ-ერთი უსაყვარლესი ძაღლია. გარდა ამისა, რეტრივერები ხშირად გვხვდებიან უსინათლო ადამიანების გამცილებლებად, მაშველებად და ასე შემდეგ. გახსოვდეთ, რეტრივერის შეფერილობა მხოლოდ ოქროსფერი და კრემისფერი უნდა იყოს.

კითხვა: ბოლო დროს ჩემმა ძაღლმა კოჭლობა დაიწყო და ბარბაცით დადის. თითქოს ხასიათიც შეეცვალა და ხშირად მოწყენილია. ის 8 წლისაა და ხომ არ არის ეს სიბერის ბრალი?

პასუხი: 8 წლის ძაღლი ბებერი სულაც არ არის, თანაც, გააჩნია რომელი ჯიშის წარმომადგენელია. რაც შეეხება კოჭლობას, გეტყვით, რომ კოჭლობის გამოვლინების ან კიდურების სისუსტისას და ბარბაცით სიარულისას, ადგილი აქვს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიებს და საჭიროა ვეტერინართან ვიზიტი, რომელიც დასვამს სწორ დიაგნოზს და დანიშნავს სათანადო მკურნალობას. არასტერილურ ძუებში ხშირად საშვილოსნოს ანთებაც ვითარდება, რაც შეიძლება, გადავიდეს სეპტიკურ ჩირქოვან ფორმაში და საჭიროებს ექსტრემალურ ქირურგიულ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.


скачать dle 11.3