კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არ ააყვანინა შავკანიანი ბავშვი ნინო ჩხეიძეს

ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე პროდუქტიული მომღერალი ქართულ ესტრადაზე ნინო ჩხეიძე ისევ ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. დაგროვილი სიმღერები, კიდევ ერთი სათქმელი და მოსაფერებელი თავისი მსმენელისა და გულშემატკივრისთვის. სულ ცოტა ხანში, ნინო ოცდაათი წლის ხდება. გასულ წლებს ის სიამოვნებით იხსენებს.

ნინო ჩხეიძე: სანამ შენ მოხვიდოდი, ზუსტად ათი წუთით ადრე აღმოვაჩინე, რომ სიმღერები ისევ დამგროვებია და გადავწყვიტე, საზაფხულოდ აუცილებლად გამოვუშვათ ალბომი. კიდევ კარგი, მოხვედი.

– წინა ალბომები როგორ გაიყიდა?

– პირველი ყველაზე მეტი გაიყიდა, მეორე – უფრო მეტი არა, მაგრამ თითქმის იგივე რაოდენობით. მერე კი, მას შემდეგ, რაც ინტერნეტ- სივრცე ყველამ აითვისა და დაიწყო გადაწერ-გადმოწერა, ეს სერიოზულად შეეხო ჩემს ალბომებსაც. ალბომი გამოსული არ იყო, რომ მასში შესული სიმღერები უკვე ბაზრობებზე ისმოდა. კარგი უხუცესივით კი ვლაპარაკობ ინტერნეტამდე ეპოქაზე, მაგრამ ექვსი-ხუთი წლის წინ ეს პრობლემა ნაკლებად გვაწუხებდა. ამის გამო ბოლო ალბომი ძალიან ცუდად გაიყიდა. ძალიან მიხარია, რომ საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია შეიქმნა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ჯერჯერობით ჩემთან არ დაურეკავთ. ეტყობა, ჯერჯერობით ვერ მოვხვდი მათ სიაში და ალბათ, მოგვიანებით დამიკავშირდებიან. მაგრამ, ამბიციის გარეშე მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად მე მაწუხებს ეს პრობლემა. მართლა ძალიან ხშირად ვუშვებ ალბომებს და თუ ვინმეს უშლის ხელს პირატული ჩანაწერები საქმიანობაში, პირველი მე ვარ. სულ ახლახან მარიკა კვალიაშვილის სიმღერა ჩავწერე დათო არჩვაძესთან ერთად, რომლის პრემიერაც უკვე იყო. ყველას ჰგონია, რომ სიმღერა „წაღვერი და თბილისით” დავიწყე, რადგან ეს გამოჩნდა, მაგრამ ადრეც ძალიან ბევრს ვწვალობდი (იცინის). ახლანდელ „ქართულ ხმებთან” დუეტი მქონდა, კლიპიც გადავიღეთ, სტუდენტურ დღეებზე გაგვქონდა და ვაჟა აზარაშვილის ეს სიმღერა ძალიან პოპულარული იყო. მე და დათომ გადავწყვიტეთ, ახალგაზრდობა გაგვეხსენებინა და სიმღერა ჩაგვეწერა. ალბომში სხვადასხვა სტილის სიმღერებია – ქალაქური, აზიურ სტილში, თანამედროვე, იმისთვის რომ, იცეკვო და... ოპა, ოპა! – ვიცეკვოთ და გავერთოთ ზაფხულში. კლიპის გადაღება მინდოდა, მაგრამ უკვე მეასედ გადავიფიქრე.

– ვიცი, რომ ტელევიზიაში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი უნდა ყოფილიყავი.

– კი, იყო საუბარი ამის შესახებ. მე და ანრი ჯოხაძეს უნდა წაგვეყვანა ერთ-ერთი მუსიკალური გადაცემა. ჩავწერეთ ოცი პილოტი, გავაკეთეთ ყველაფერი, შემდეგ აღარავინ გამოჩენილა და უცებ ტელევიზორში ეს გადაცემა სხვა წამყვანებით ვნახე. რა მოხდა და რატომ? – არ ვიცი. თუ რამეს გაიგებთ, იქნებ შემატყობინოთ. ან ავლილი ან ჩავლილი ჩემი ამბავი თუ გაიგე, მითხარი, გთხოვ (იცინის). „აფხაზეთის ხმას”, იმ რადიოს, სადაც ვმუშაობ, ტელევიზიაც აქვს და სექტემბრიდან ვფიქრობ, მუსიკალურ-გასართობი გადაცემის წაყვანას. ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი შეიძლება, იყოს ეს გადაცემა. მინდა, იყოს ძალიან თავისუფალი, ჩვეულებრივად ვსაუბრობდე, ზედმეტად არ ვიპრანჭებოდე. არ მინდა, რომ სტუმარი დავძაბო. მინდა, მშვიდად იყოს. ზოგადად, გადაცემებში არ ვნერვიულობ. მაგრამ, არ დავასახელებ გადაცემებს, სადაც სპეციალურად ისეთ გარემოს გიქმნიან... რომ წნევა დამეცა, ხმა ვეღარ ამოვიღე. ძალიან მიყვარს ამ მხრივ ვანო ჯავახიშვილთან წასვლა. მგონია, რომ სახლში ვარ. მიყვარს „პროფილიც”, სადაც სულ ჩვეულებრივი ვარ, არ მიწევს თამაში და ნერვიულობისგან წნევა არ მივარდება.

– ემოციური ხარ?

– ძალიან. სხვისი აურა ძალიან მოქმედებს ჩემზე.. შეიძლება, ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდე, მაგრამ კარგი აურა ჰქონდეს და შემავსოს. და პირიქით, შეიძლება, ჩემმა მეგობარმა ისე გამომფიტოს, რომ მისი წასვლის შემდეგ, მთელი დღე ვიწვე.

– შენი დაბადების დღე ახლოვდება...

– კი, ოცდაათი წლის ვხდები. ასე, თვალსა და ხელს შუა შემოვაბერდი ჩემს მსმენელს. ორი მიმართულებისკენ ვიხრები – ან გავაკეთებ გრანდიოზულს, სადაც ყველა მეგობარს დაგპატიჟებთ, ან ორკაციან დაბადების დღეს გადავიხდი...

– სადაც იქნება მარიკა (ნინოს მენეჯერი) და გიორგი.

– არა, მარტო მე და მარიკა (იცინის). გრანდიოზული დაბადების დღე კონცერტს დაემსგავსება, სადაც, ალბათ, ბევრს ვინერვიულებ. მაგრამ, შეიძლება, პირიქით მოხდეს, მოვეშვა და მეც გადასარევად გავერთო, რატომაც არა.

– როგორ აფასებ განვლილ წლებს?

– მაგარია. ხუთი წლის წინ ავარიაში მოვყვევი, მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მომღერალი ვიყავი, ყველა არ მიცნობდა. კახეთის გზაზე მოვყევით ავარიაში და როდესაც უკვე ვეჯახებოდით, კადრი – წკაპ!.. უეცრად გაქრა და გავითიშე. წამის მეასედში მარტო ეს გავიფიქრე – ვაიმე, ღმერთო, რატომ ვკვდები, რა მაგრად ვცხოვრობდი-მეთქი. გული დამწყდა, რომ ჩემი ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი. მომწონდა ის და დღემდე ასეა. ღმერთს მადლობა, რომ მაშინ გადავრჩით და დღეს გაცილებით უფრო წარმატებული ვარ. ბევრი რაღაც გავაკეთე, ალბომები ჩავწერე, მაქვს სტუდია, გადაცემა რადიოში, კონცერტები, გასტროლები... ყველაფერი. ახლა, რომ თავიდან ვიწყებდე ყველაფერს და ვიყო ოცი წლის, ოციდან ოცდაათ წლამდე არაფერს შევცვლიდი, გარდა იმისა, რომ ქართულ ცეკვაზე ვივლიდი და ტანწერწეტა მოცეკვავე ვიქნებოდი.

– ახლაც არ არის გვიან.

– თვეში ერთხელ მაქვს ცეკვაზე მისვლის მცდელობა, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ მეზარება. კი არ მეზარება, აშკარად დავბერდი ცეკვის სასწავლებლად, ძვლები აღარ მიშვებს (იცინის). ეტყობა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

– ოცდაათი წლის ასაკში ზოგი კარიერის კეთებას იწყებს. მიგაჩნია, რომ ეს საფეხური რაზეც დგახარ, ამ ასაკში მიღწეულის მანიმუმია, თუ პირიქით, იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე შეიძლებოდა?

– ოცდაათი წლის ასაკში უფრო გააზრებული ხდები, უფრო დაფიქრებული. ბალზაკის ასაკში შედიხარ. ისე აღარ ცეტობ, იოლად ხვდები, ვინ როგორია, ვინ რას ფიქრობს შენზე, ვინ პირფერობს და გატყუებს, ვინ ალალია...

– კი მივუკაკუნე ოცდაათს, მაგრამ ჯერ ეგ ვერ ვისწავლე.

– არა, მიკაკუნება სხვაა და რომ გახდები სხვა. ოცდაათამდე ერთი კვირა რომ დაგრჩება, ყველაფერს მიხვდები (იცინის). უამრავი გეგმა მაქვს. ჯერ ერთი ის, რომ აუცილებლად გავაგრძელებ სიმღერას. მინდა, გავაკეთო სოლო კონცერტი. მოკლედ, არ შემიძლია სიმღერის გარეშე. მაგრამ, ამავდროულად, ბევრს ვფიქრობ სხვა მიმართულებებზეც. ძალიან მინდა, გავხსნა სამკერვალო სახლი. დიზაინერობას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, იყოს ისეთი ადგილი, სადაც როგორც ჩემთვის, ისე სხვისთვისაც ლამაზი რაღაცეები შეიკერება. სხვებს ვურჩევ რაღაცეებს და ამისთვის ავიყვან დიზაინერს. მოვიწვევ და ჩემს სახლში იმუშავებს. მეყოლება კარგი მკერავები და კონსტრუქტორები. რაც შეეხება მაქსიმუმსა და მინიმუმს, ეს პირობითია. ექვსი წლის წინ, კიდევ სხვა ეპოქა იყო, თითქოს შეჩერდა ყველაფერი, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი გახლდათ. ახლა ოცდახუთის რომ ვიყო, ოცდაათამდე ძალიან ბევრს მოვასწრებდი, მაგრამ მაშინ, ეს შეუძლებელი იყო. არ მიზარმაცია, მაგრამ მეტი საშუალება არ იყო. მაქსიმუმს ვაკეთებდი.

– როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი ბალზაკის ასაკში?

– ვერასდროს გავჩერდები, სულ უნდა ვაკეთო რაღაც. ღირებულებების მხრივ ბოლო წლებში ძალიან შევიცვალე. ადრე მიხაროდა ჩაცმა, მომწონდა კლუბებში სიარული, გართობა, ხალხმრავლობა, ყვირილი... ახლა სხვა რაღაცეები მირჩევნია. მეგობრებთან ერთად დავჯდე, სალონურად, ვიჭორაოთ, ყავა დავლიოთ, ზოგმა იმღეროს, ზოგმა ლექსი თქვას... „ტუსოვკები” და ხალხმრავლობა საშინლად მღლის... ბალზაკის ასაკამდე რომ მივალ, ალბათ, უკვე მარტო ვიჯდები „კაჩელიეში,” „სამოვართან” და მივეცემი ფიქრებს.

– მეორე შვილს არ აპირებთ?

– ძალიან მინდა, მაგრამ მეშინია ორსულობის. ფსიქოლოგიურად არ ვარ მზად, რომ ორსულად ვიყო, ამ დროს კი შვილი უკვე ძალიან მინდა. ჩემს ქმარს ვეუბნები, პატარა ავიყვანოთ-მეთქი. შავკანიანი ბავშვის აყვანა მინდოდა, პარიზში ვნახეთ, უსაყვარლესი იყო, მაგრამ ეს რომ ვთქვი, ჩემმა ქმარმა ისე შემომხედა, აღარც გამიმეორებია. რაღაც მგონია, რომ ორსულობის პერიოდს ვეღარ გადავიტან.

– რატომ, რთული ორსულობა გქონდა?

– არა, ძალიან მარტივი. პირველი ორსულობა მოულოდნელად შეწყდა, მარიკო მეორეა. ამის გამო სულ შიშები მქონდა. მარიკოზე ორსულობის დროს ჩაჩავაში „ვმუშაობდი“, – დილით რომ მივიდოდი, საღამოს, შვიდ საათზე ვბრუნდებოდი სახლში. იქ ექიმების გარემოცვაში მშვიდად ვიყავი, ანალიზებს, რაღაცეებს მიკეთებდნენ და არ ვნერვიულობდი. სახლში კი ეგრევე „პანიკიორი“ ვხდებოდი. ხელახლა ამის თავი ნამდვილად არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. იმედია, გადავლახავ ამ შიშებს და მეორე შვილზეც მალე ვიფიქრებ.


скачать dle 11.3