რა მოხდა ამ დღეს
16 მაისი
1920 – კათოლიკურმა ეკლესიამ ჟანა დარკი წმიდანად შერაცხა.
1928 – ზაირში (აფრიკა) მოინადირეს დღემდე ცნობილი ყველაზე დიდი გორილა (სიმაღლით 195 სანტიმეტრი).
1961 – მოხდა სამხედრო გადატრიალება სამხრეთ კორეაში.
1975 – იაპონელი იუნკო ტაბეი გახდა პირველი ქალი, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმა.
17 მაისი
1814 – ნორვეგია ოფიციალურად გამოეყო დანიას და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1846 – ბელგიელმა ადოლფ საქსმა დააპატენტა ახალი სასულე ინსტრუმენტი – საქსოფონი.
18 მაისი
1291 – ეგვიპტის მამლუქებმა აიღეს ჯვაროსანთა უკანასკნელი დასაყრდენი წმიდა მიწაზე – ციხესიმაგრე აკრა.
1642 – დაარსდა ქალაქი მონრეალი.
1721 – მარია კირილიო გახდა ინკვიზიციის უხუცესი მსხვერპლი. ის კოცონზე დაწვეს 96 წლის ასაკში.
1896 – პეტერბურგში გაიხსნა რუსეთში პირველი კინოთეატრი.
1923 – ფრანგმა არტურ ბარნაიმ მიიღო პატენტი ტელეფონზე ნომრის დისკოსებრი ციფერბლატით.
19 მაისი
1571 – დაარსდა ქალაქი მანილა – ფილიპინების დედაქალაქი.
1588 – დაიწყო ესპანური „დაუმარცხებელი არმადის“ ცურვა ინგლისის ნაპირებისკენ.
1802 – ნაპოლეონ ბონაპარტის ინიციატივით საფრანგეთში დაარსდა „საპატიო ლეგიონის ორდენი“.
1906 – გაიხსნა სიმპლონის სარკინიგზო გვირაბი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს იტალიასა და შვეიცარიას.
20 მაისი
325 – გაიხსნა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც 111-ე ნომრად მიწვეული იყო ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.
1498 – დასრულდა ვასკო და გამას მოგზაურობა.
1874 – ლევი სტრაუსმა გასაყიდად გამოუშვა თავისი პირველი ჯინსი.
1899 – ჯეიკობ ჯერმანი გახდა პირველი მძღოლი, რომელიც დააჯარიმეს სიჩქარის გადაჭარბებისთვის (იგი მოძრაობდა საათში 24 კილომეტრი სიჩქარით).
21 მაისი
1502 – ესპანელმა ზღვაოსანმა ხუან და-ნოვამ აღმოაჩინა კუნძული, რომელსაც წმიდა ელენეს სახელი უწოდეს.
1809 – დაიწყო ასპერნის ბრძოლა, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტემ თავის ცხოვრებაში პირველი წარუმატებლობა განიცადა. იგი დაამარცხეს ავსტრალიელებმა კარლ ჰაბსბურგის სარდლობით.
1877 – რუმინეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
22 მაისი
1849 – აბრაამ ლინკოლნმა მიიღო პატენტი მის მიერ გამოგონებულ მცურავ დოკზე. შემდგომში ლინკოლნი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც აღებული ჰქონდა პატენტი.
1856 – მოსკოვში დაარსდა ტრეტიაკოვის გალერეა.
1908 – ძმებმა რაიტებმა მიიღეს პატენტი თავიანთ მფრინავ აპარატზე (თვითმფრინავზე).
1929 – იტალიაში ბენიტო მუსოლინიმ აკრძალა სილამაზის კონკურსების ჩატარება.
1972 – კუნძულ ცეილონს სახელი გადაერქვა და ეწოდა შრი-ლანკა.