კანადელებმა აიპოდი ელექტრონული ქაღალდისგან შექმნეს
„ჩვენი პლანეტა ბრუნავს, ამრუდებს სივრცესა და დროს“, – ეს ჰიპოთეზა, რომელიც ჯერ კიდევ 1916 წელს წამოაყენა დიდმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა, პრაქტიკულად დაამტკიცეს სწავლულებმა, რომლებმაც შეისწავლეს და გამოიკვლიეს ამერიკის ნაციონალური აეროკოსმოსური სააგენტო „ნასას“ ექსპერიმენტის შედეგები.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად „ნასას“ სპეციალისტებმა 2004 წელს ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვეს. კოსმოსური აპარატის შიგნით მოთავსებული იყო ნიობიუმით დაფარული კვარცის ოთხი სფერო. ეს იყო ყველაზე იდეალური სფეროები მათ შორის, რაც კი აქამდე გაკეთებულა. მათი ტემპერატურა ძალიან ახლოსაა აბსოლუტურ ნულთან (-273 გრადუსი ცელსიუსით).
მოახდინეს ამ სფეროების იზოლირება გარეგანი ზემოქმედებისგან და მოათავსეს აქამდე არსებულ ყველაზე „წყნარ“ არეში, სახელდობრ, ზეთხევადი ჰელიუმით სავსე ჭურჭელში. ორბიტაზე გასულ სფეროებს მბრუნავი იმპულსი მიენიჭა.
ექსპერიმენტის მიზანი იყო, დაკვირვებოდნენ შედეგს: თუ აინშტაინის თეორია დედამიწის მიერ დროისა და სივრცის გამრუდების შესახებ სიმართლეს შეესაბამებოდა, მაშინ, დედამიწის მასას და ბრუნვას 640 კილომეტრის მანძილზე, ოთხი სფერო უნდა წაენაცვლებინა უმნიშვნელო, მაგრამ გაზომვად მანძილზე.
თანამგზავრის საშუალებით მიღებულმა მონაცემებმა მართლაც გამოავლინა ამ სფეროების წანაცვლება. თუმცა, სწავლულებს მნიშვნელოვნად გაუჭირდათ იმის დამტკიცება, რომ სფეროების წანაცვლება გადის გაზომვათა ცდომილების საზღვრებიდან, აგრეთვე, არ არის ყალბი და, აქედან გამომდინარე, ნამდვილად ამტკიცებს აინშტაინის თეორიას.
დროისა და სივრცის გადახრები, რომლებიც დედამიწის მიერ არის პროვოცირებული, თავსდება აინშტაინის მიერ დამუშავებული ფარდობითობის საერთო თეორიაში, რომლის თანახმადაც, სივრცესა და დროზე გავლენას ახდენს ყველა მსხვილი მასიური ობიექტი, სახელდობრ, პლანეტები და ვარსკვლავები.