კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალგამომცხვარ ბიზნესმენს უთხრეს‚ თუ ამ სფეროში თავის დამკვიდრება‚ სახელი‚ წინსვლა და ფიარის გაკეთება გინდა‚ ფულის გარკვეული ნაწილი აუცილებლად ქველმოქმედებაში უნდა ჩადოო.

– მაგალითად‚ დაეხმარე მშობლიურ ქალაქს; აი‚ თუნდაც‚ სკოლის შენობა დანგრევაზეა‚ კომპიუტერი სიცოცხლეში არ უნახავთ...

– გასაგებია‚ მაგრამ, ამ ეტაპზე ამდენი თანხა არ არის, სკოლასაც გავწვდე. ჯერჯერობით ციხეს დავეხმარები და სწორედ ამ პრობლემებს მოვუგვარებ – ჩატარდება სარემონტო სამუშაოები‚ ყველა კამერაში იქნება ტელევიზორი‚ ყველა პატიმარს ექნება საკუთარი კომპიუტერი‚ ინტერნეტი...

– კი მაგრამ‚ ჯერ სკოლიდან დაგეწყოთ...

– დამეთანხმეთ‚ რომ სკოლაში ჩვენ ნამდვილად აღარ მოვხვდებით...

***

– ექიმო‚ მე ზარი ვარ: ბუმ‚ ბუმ‚ ბუმ...

– აი‚ აბები‚ დალიეთ დღეში სამჯერ და ერთი კვირის შემდეგ მოდით.

ერთი კვირის შემდეგ:

– აბა‚ როგორაა საქმე?

– უკეთ‚ უკვე პაწაწუნა ზარი ვარ‚ მომისმინე: – ძინ-დონ‚ ძინ-დონ...

***

განცხადება:

„ტელევიზიას, გადაცემისთვის – „იმის შესახებ“‚ ესაჭიროება „ის“.

***

– რა მანძილზე იყავით დანაშაულის ადგილიდან იმ დროს‚ როდესაც პირველი გასროლა მოხდა?

– 20 მეტრში.

– ესე იგი, ყველაფერი კარგად დაინახეთ... გვიამბეთ‚ რა მოხდა გასროლის შემდეგ?

– არა‚ ბატონო‚ გასროლისას ვიყავი მათგან 20 მეტრში‚ თორემ, გასროლის შემდეგ სამი კილომეტრით მაინც დავშორდი.

***

ვინ რით გამოხატავს კმაყოფილებას ტერორისტთა თავდასხმის შემდეგ:

90 პროცენტი არაბებისა – სიამაყით თავისიანების გამო.

50 პროცენტი რუსებისა – ბოროტი სიხარულით სხვების უბედურებაზე.

10 პროცენტი ებრაელებისა – ბოროტი სიხარულით თავისიანების უბედურებაზე.

***

გრამატიკის გაკვეთილი:

– ბავშვებო‚ დღეს ჩვენ გავარჩევთ წინადადებას. აბა‚ დაასახელეთ ნებისმიერი წინადადება!

– „ბიჭი შეხვდა გოგონას“‚ მასწ!

– უკეთესის მოფიქრებაც შეიძლებოდა. კარგი‚ გავარჩიოთ: ბიჭი – ქვემდებარე‚ გოგონა – დამატება...

– არა, მასწ! ქვემდებარე გოგონაა‚ დამატება კი – შვილი...

***

გოგონა სკოლიდან დაბრუნდა თუ არა, დედას მივარდა:

– იცი‚ დე‚ დღეს სანდრომ შესვენებაზე პირდაპირ ტუჩებში მაკოცა!

დედა გაოცებული‚ შეშფოთებული და გაბრაზებული ეკითხება:

– და, ეს როგორ მოხდა?

– ჰო‚ ცოტა ძნელი კი იყო – ჩემი სამი დაქალი ძლივს აკავებდა.

***

ძველი მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს:

– მოდი‚ ჩავუსხდეთ‚ დავლიოთ თითო ჭიქა!

– არა‚ ძმაო‚ ვიცი‚ მერე თავი გამისკდება.

– რა‚ მაღალი წნევა გაქვს?

– არა‚ ცოლი მყავს.

***

პარადოქსია თუ ნიუანსი: ალკოჰოლის მოხმარება რომ შემცირდეს‚ საჭიროა, გაიზარდოს ლამაზი ქალების რიცხვი; ლამაზი ქალების რიცხვის გასაზრდელად კი ალკოჰოლის მოხმარების გაზრდაა საჭირო.

***

კაქტუსი ცხოვრებისგან გამწარებული კიტრია.

***

სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა‚ რომ ზღარბზე შემთხვევით დამჯდარ ადამიანთა 100 პროცენტი თავის საჯდომზე დარდობს‚ მხოლოდ ერთეულები თუ გაიფიქრებენ ზღარბზე.

***

გერმანელმა სამსახური დაკარგა. კომპენსაცია კი მიიღო‚ მაგრამ, სამსახური ვეღარ იშოვა. დასახმარებლად მეგობრებს მიმართა‚ თუმცა, არაფერი გამოუვიდა. ერთი თვის შემდეგ იყიდა მაგარი ავტომობილი‚ სახლი‚ აგარაკი...

– საიდან ამდენი ფული? – ეკითხებიან გაოცებული მეგობრები.

– ძალიან მარტივად. გაზეთში დაახლოებით ასეთი ტექსტი გამოვაქვეყნე: „ღარიბ ქართველს‚ რომელსაც სამშობლოში დაბრუნება სურს‚ არ აქვს გზის ფული...“

***

– რატომ არ ჰყავს ლუქსემბურგს ფეხბურთელთა გუნდი?

– ვარჯიშს ვერ ახერხებენ: ერთს დაარტყამენ ფეხს ბურთს და, მერე უნდა სდიონ – ხან ბელგიაში‚ ხან გერმანიაში‚ ხან საფრანგეთში...

***

– მამი‚ როცა გავიზრდები‚ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო‚ რაც მომესურვება?

– ვერა‚ შვილო‚ მაშინ ცოლიანი იქნები.

***

რძალ-დედამთილი აგარაკზე:

– შვილო‚ ალბათ, გაგიჭირდება ცივი წყლით ჭურჭლის გარეცხვა.

– კარგი‚ შენ გარეცხე...

***

– აბა‚ ვინ მიპასუხებს სწრაფად‚ რამდენია 8+5?

– 23.

– როგორ არ გრცხვენია? 8+5 არის 13 და არა 23.

– მასწ‚ თქვენ თქვით – სწრაფადო და არა ზუსტადო.

***

ციხიდან ახალი გამოსული ყიდულობს მაცივარს.

– ძალიან კარგი მოდელია – ორკამერიანი‚ ერთ კამერაში საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა‚ მეორეში კი – ძალიან დაბალი...

– კარცერის პონტში?

***

სვანს ბედმა გაუღიმა და ოქროს თევზი დაიჭირა.

– გამიშვი და, რასაც მთხოვ‚ შეგისრულებ‚ – უთხრა თევზმა.

– შეიძლება‚ მოვიფიქრო?

დადარდიანდა ოქროს თევზი – ასეთი სურვილის შესრულება ნამდვილად გაუჭირდებოდა.

***

ქალთა თანასწორუფლებიანობა იქამდე მივიდა‚ რომ ახლა ისინი გათანაბრებულები არიან ცისფერებთან და ინვალიდებთან.


скачать dle 11.3