კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: რას ნიშნავს დისკრეციული დევნა?

პასუხი: დისკრეციული დევნა დამკვიდრდა დღეისთვის მოქმედი, საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით. თავად ტერმინი „დისკრეციული” ფრანგული სიტყვიდან – მომდინარეობს და სიტყვასიტყვით შეიძლება გავიგოთ, როგორც თავისი შეხედულებისამებრ მოქმედი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირობების გათვალისწიენებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, პროკურორს უფლება აქვს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით უარი თქვას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე, რომელიც სასამართლოში არ საჩივრდება. ის შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან.

კითხვა: ჩემს ნაცნობს თავის მეგობრებთან ერთად გახსნლი აქვს კოოპერატივი. როგორი საზოგადოებაა კოოპერატივი და რა არის მისი ამოცანა?

პასუხი: კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და ის მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.

კოოპერატივებს მიეკუთვნება:

ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოიპოვებენ საკუთარი წევრებისთვის;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ან საწარმო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები;

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნის დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები;

დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;

ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;

ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;

ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები;

თ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონით;

კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.

კოოპერატივის წევრის მინიმალური პაის ოდენობას განსაზღვრავენ დამფუძნებლები. კოოპერატივის ერთ წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი.

ყოველ წევრს აქვს კოოპერატივიდან გასვლის უფლება, ამის შესახებ განცხადების საფუძველზე. კოოპერატივიდან გასვლის წესი და პროცედურა განისაზღვრება წესდებით.

თუ ვალების დასაფარავად საკმარისი არ არის მთელი ქონება რეზერვებისა და აქტივების ჩათვლით, მაშინ კოოპერატივიდან გასულმა წევრმა კოოპერატივს უნდა გადაუხადოს თავისი წილი ფულადი თანხიდან. ეს წილი დაიანგარიშება კოოპერატივის წევრთა რაოდენობის მიხედვით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრებს, რომლებმაც პაი სრულად გადაიხადეს, გასვლის შემთხვევაში მიეცეთ პაის უკუმოთხოვნის უფლება ამ მიზნით წლიური ნაშთის საფუძველზე შექმნილი რეზერვიდან. ეს მოთხოვნა შეიძლება დამოკიდებული იყოს კოოპერატივის წევრად ყოფნის სტაჟზე, ან, შესაძლოა, წესდება სხვა პირობებსა და მოთხოვნის შეზღუდვებს ითვალისწინებდეს.

კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას, წევრობა გადადის მის მემკვიდრეებზე.

კითხვა: როდის არის ინტერესთა შეუთავსებლობა ადვოკატის მუშაობის პროცესში?

პასუხი: ადვოკატი ვალდებულია, არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.

– ადვოკატს უფლება არ აქვს, შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ.

– დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზეც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

კითხვა: რა ღირს საქართველოში შემოსასვლელი ვიზა?

პასუხი: საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინარული ვიზის გაცემისთვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:

ა) მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისთვის – 100 ლარი;

ბ) ერთჯერადი ორდინარული ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისთვის – 50 ლარი;

გ) მრავალჯერადი ორდინარული ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისთვის – 60 ლარი;

დ) სატრანზიტო გავლის უფლებით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისთვის –10 ლარი;

ე) სატრანზიტო გავლის უფლებით ორჯერადი ორდინარული ვიზის გაცემისთვის – 20 ლარი.

კითხვა: მაინტერესებს რა ღირს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტაციის გამოთხოვნა?

პასუხი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვნისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.

საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისთვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია.


скачать dle 11.3