კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „ჟიგულის” მარკის ავტომობილი. „სვეჩებს” ყოველთვის მისველებს. მყავდა ხელოსანთან და მითხრა „პერეხადნიკები” გამოცვალეო და მეც შევცვალე. ავტომობილი „მოტორისტს” გავასინჯე, მაგრამ ზეთს არ იკლებს და მიზეზი ვერც მან გაიგო. ანუ, თითქოს ძრავაში პრობლემა არ არის. იქნებ ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ამ ტიპის პრობლემა მხოლოდ „ჟიგულებს” არ ახასიათებს. მიზეზი აქ ადვილი გასაგებია. თუ „სვეჩებს” ასველებს, ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ გზით მასთან ზეთი ხვდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში ზეთი უნდა იკლებდეს. ანუ „კოლიცოები”, „კლაპნის სალნიკები” ზეთს არ აპარებს და როგორც თქვენ ამბობთ, ზეთს არ იკლებს, მაგრამ „სვეჩები” მაინც სველდება – ეს ნიშნავს, რომ ავტომობილს ან ელექტრული პრობლემა აქვს, (შესაძლოა, დაზიანებულია კაბელი, რომელიც უშუალოდ მიაწოდებს ელექტრობას სანთელს, იმისთვის, რომ აფეთქება მოხდეს), ან თქვენ ერთხელ ორიგინალი „სვეჩი” გაგიფუჭდათ და იმის შემდეგ, სულ უხარისხო, იაფიან „სვეჩებს” ყიდულობთ. ის, ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოაქვთ, რადგან იაფია და ახალი, მიგვაჩნია, რომ კარგად იმუშავებს. სინამდვილეში, ის საერთოდ არ მუშაობს. ნებისმიერი ავტომობილი, იმის მიხედვით თუ, წნევას როგორ განავითარებს ცილინდრები და რა ტემპერატურაზე მუშაობს, თავის სპეციფიკურ „სვეჩებს” მოითხოვს. „ჟიგულიც” ამ ავტომობილებს შორისაა. მას საკუთარ სისტემაზე მორგებული „სვეჩი” ესაჭიროება. ამიტომ, ნუ დაინანებთ, გადაიხადეთ სამი-ოთხი ლარით მეტი და შეიძინეთ კარგი ხარისხის, ნორმალური ფირმის „სვეჩი”, რომელსაც ცნობილი ბრენდი გვთავაზობს. მაგალითად, როგორიცაა „ენჯეკა”, რომელსაც იაპონიაში მოიხმარენ; „ჩემპიონი”, რომელსაც უფრო ევროპაში მოიხმარენ და სხვა. ძალიან კარგია „ბოშის“ ფირმისაც. ასე რომ, პრობლემის აღმოფხვრა კარგი ხარისხის „სვეჩების” შეძენით დაიწყეთ, შემდეგ გადაამოწმეთ ელექტრობის გადაბმები. ამ გზით, მიზეზს იოლად აღმოაჩენთ და აღმოფხვრით კიდეც. ეს პრობლემას მოაგვარებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ზეთს არ „ჭამს“, მაშინ მიზეზი სხვა რამ იქნება.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა”. შევიძინე ახალი სამუხრუჭე ხუნდები, რომელმაც ხმარებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ წრიპინი დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ეს ხმა აქვს და არ ვიცი, რა ვუშველო. ზოგადად, ეს ხუნდების ბრალია, სამუხრუჭე სისტემის, თუ სხვა რამეა ამის მიზეზი?

პასუხი: თუკი ხუნდები შეცვალეთ და ის აწივლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ისე ხარისხიანი აღმოჩნდა. ხუნდებს რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს: ერთი ის, რომ არ უნდა ხმაურობდეს, მეორე – იოლად არ უნდა ცხელდებოდეს და მესამე – კარგად უნდა იჭერდეს. თუ ამ სამიდან რომელიმე დარღვეულია, ეს ნიშნავს, რომ უკვე პრობლემები გაქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, რა თქმა უნდა, ეს, მესამე თვისება. თუ ხუნდები არ იჭერს, ის სასწრაფოდ გამოსაცვლელია. შემდეგ თუ არ ხურდება, ამას უნდა მიექცეს ყურადღება. ასე რომ, თუ თქვენი ხუნდები პირველ ორ თვისებას აკმაყოფილებს, მაშინ მისი მოხმარება შეგიძლიათ. მაგრამ, რადგან წივილის ხმას გამოსცემს, სათუოა, ის სხვა დანარჩენ ფუნქციასაც კარგად ასრულებდეს. თუმცა, არსებობს ხუნდები, რომელიც არ ხმაურობს, მაგრამ მთელ სისტემას „ჭამს“, ყველაფერს ცვეთს. ამიტომ, შეიძინეთ, ნორმალური, ცნობილი ბრენდის ხუნდები.


скачать dle 11.3