კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ევროპული საფეხბურთო სუპერ-კლუბი ფასობს ყველაზე ძვირად მსოფლიოში







უშანგი რუხაძე

გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა”, რომელიც სხვადასახვა სახის რეიტინგის შედგენით არის ცნობილი, სულ ახლახან თავის ფურცლებზე პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი საფეხბურთო ტოპ-კლუბისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ქართულ ვერსიას ჩვენს მკითხველს „თბილისელების” ამ ნომერში ვთავაზობთ.

„მანჩესტერ იუნაიტედი” – ინგლისი (1,864 მილიარდი დოლარი):

სულ რამდენიმე თვეში „მანჩესტერ იუნაიტედის” არსებობის ისტორიაში კიდევ ერთი ოქროს თარიღი ჩაიწერება – წელს 25 წელი უსრულდება ალექს ფერგიუსონის მთავარ მწვრთნელობას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში. ფერგიუსონთან ერთად „მანჩესტერმა” ორჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშება – „ჩემპიონთა ლიგა”, 11-ჯერ იზეიმა გამარჯვება „პრემიერ-ლიგაში” და ამ სტატიის დაწერის დროს, ნახევარ ნაბიჯში იმყოფება ჩემპიონის კიდევ ერთ ტიტულთან სამშობლოში, ასევე, ემზადება „ჩემპიონთა ლიგის” ფინალისთვის, სადაც მას მრისხანე „ბარსელონა” ელის. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი ქომაგების უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა ამერიკელი ბიზნესმენების მოსვლას კლუბის სათავეში, მალკოლმ გლეიზერმა კიდევ უფრო გაზარდა კლუბის თვითღირებულება.

„რეალ მადრიდი” – ესპანეთი (1,451 მილიარდი დოლარი):

კლუბის პრეზიდენტის პოსტზე ფლორენტინო პერესის დაბრუნების შემდეგ „რეალმა” აღიდგინა პოზიციები ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბებს შორის. ახლახან სამეფო კლუბმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ესპანეთის სამეფო თასი მოიპოვა, თუმცა შიდა პირველობასა და „ჩემპიონთა ლიგაზე“ ფიასკო განიცადა და ორივეჯერ მისი მჯობნელი, მოსისხლე მტერი და სამუდამო კონკურენტი კატალონიური „ბარსელონა” იყო.

„არსენალი” ინგლისი

(1,192 მილიარდი დოლარი):

უკანასკნელი ტიტული ლონდონელებმა 2005 წელს მოიპოვეს, თუმცა ისინი, არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით, დღემდე ითვლებიან პრემიერ-ლიგის ფავორიტ გუნდად. მიუხედავად იმისა, რომ ვენგერს ბოლო ხანებში ხშირად აკრიტიკებენ ტიტულების ვერმოგების გამო, კლუბის ხელმძღვანელობა, რომლის შემადგენლობაში ამერიკელი ბიზნესმენი სტენ კრონკე და რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი შედიან, სრულ მხარდაჭერას უცხადებს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტს.

„ბაიერნი” – გერმანია (1,048 მილიარდი დოლარი):

წლევანდელი სეზონი მიუნხენური სუპერკლუბის აქტივში ნამდვილად არ ჩაითვლება. ბუნდესლიგაში ნაჩვენები სუსტი თამაშისა და „ჩემპიონთა ლიგის” მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მწვრთნელი ლუი ვან გაალი გაათავისუფლა და, უკვე ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან კლუბს იუპ ჰაინკესი უთავკაცებს, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი თავის ორ წამყვან ფეხბურთელს – ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს შეინარჩუნებს, კლუბი მომავალი სეზონიდან გერმანიის ჩემპიონატის ფავორიტად ჩაითვლება.

„ბარსელონა” – ესპანეთი (975 მილიონი დოლარი):

ყოველგვარი პათოსის გარეშე, კატალონიური „ბარსელონა” ამჟამად პლანეტის უძლიერესი და მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, რომელიც ყოველ მატჩში ამტკიცებს თავის სიძლიერეს. ლიონელ მესის, ანდრეს ინიესტასა და ხავის შესანიშნავი თამაშით, კლუბმა „პრიმერადივიზიონში“ გამარჯვება გაინაღდა და ამჯერად ჯერი „ჩემპიონთა ლიგაზეა“, რომლის ფინალში მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის დაპირისპირებას პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბთან – „მანჩესტერ იუნაიტედთან”.

„მილანი” – იტალია (838 მილიონი დოლარი):

იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაში არსებული მილანური სუპერკლუბი წლევანდელ სეზონს მხოლოდ სკუდეტოს მოგებით დაასრულებს, თუმცა, ეს გამარჯვებაც ნანატრი იყო ქომაგებისთვის, რადგან უკანასკნელად იტალიის ჩემპიონის ტიტული მილანელებმა შორეულ 2004 წელს მოიპოვეს, როდესაც კლუბში პაოლო მალდინი, ანდრეი შევჩენკო და მანუელ რუი კოშტა ბრწყინავდნენ. მომავალი სეზონიდან კი კლუბს დიდი გეგმები აქვს, რასაც ბერლუსკონის განცხადება ამძაფრებს კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ყიდვის თაობაზე.

„ჩელსი” – ინგლისი (658 მილიონი დოლარი):

ქარიზმატული რომან აბრამოვიჩის ლონდონური „სათამაშო” 2010-2011 წლების სეზონს ტიტულის გარეშე ასრულებს და ამ მოვლენის გამო მომავალი სეზონიდან კლუბში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, რადგან აბრამოვიჩის იდეაფიქსი – „ჩემპიონთა ლიგაში” გამარჯვება – ჯერაც განუხორციელებელია და ამ მიზნის მიღწევას ჩუკოტკელი მილიარდერი, სავარაუდოდ, კიდევ არაერთ ასეულ მილიონ დოლარს დაახარჯავს.

„იუვენტუსი” – იტალია (628 მილიონი დოლარი):

ბოლო პერიოდია, ანიელების ოჯახის საკუთრებაში არსებული ტურინული სუპერკლუბი არცთუ კარგ დღეში იმყოფება. ჯერჯერობით ბოლო ტიტული მან 2003 წელს მოიპოვა. კორუფციულ სკანდალში გახვევამ „იუვენტუსს” თავისი დაღი დაასვა და, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მოახერხა სერია A-ში დაბრუნება, ის მაინც ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან გულშემატკივრები მოელიან. ამ ფაქტების გათვალისწინებით, მაინც აღსანიშნავია, რომ „ბებერი ქალბატონი”, როგორც მას ტიფოზები უწოდებენ, მაინც ინარჩუნებს პოზიციებს პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბებს შორის.

„ლივერპული” ინგლისი (552 მილიონი დოლარი):

2010 წლის შემოდგომაზე „ლივერპულმა” ხელმძღვანელობა შეიცვალა: ტომ ჰიკსისა და ჯონ ჯილეტის ნაცვლად კლუბი ამერიკელმა ბიზნესმენებმა – ჯონ ჰენრიმ და ტომ ვერნერმა ჩაიბარეს. „ლივერპულის” ბოლო წლების წარმატებებიდან მხოლოდ 2005 წელს მოგებული „ჩემპიონთა ლიგაა“ აღსანიშნავი, ხოლო, შიდაპირველობაზე კლუბი ჯერაც ვერ ახერხებს სანუკვარი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

„ინტერი” – იტალია (441 მილიონი დოლარი):

მასიმო მორატის „ინტერი” გასულ სეზონზე ევროპის უმთავრესი ტრიუმფატორი იყო, მაურინიოს თავკაცობით კლუბმა სერია A-ში, იტალიის თასზე და „ჩემპიონთა ლიგაში“ გაიმარჯვა. გუნდი ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა, „განსაკუთრებულის”, ანუ, როგორც თავის თავს უწოდებს, ჟოზე მაურინიოს წასვლის შემდეგ კლუბი არცთუ კარგ სეზონს ატარებს. უკვე გამოიცვალა მწვრთნელი – ბენიტესის ნაცვლად ბრაზილიელი ლეონარდო მოვიდა, მაგრამ არსებითად, სურათი არ შეცვლილა. კლუბი „ჩემპიონთა ლიგიდან“ გამოვარდა, ხოლო სერია A-ში მესამე ადგილს ინარჩუნებს.


скачать dle 11.3